კახეთის რეგიონალური პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტი თეა შაიშმელაშვილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, შემდეგ პოსტს დებს.
,,რაღაც პრობლემა მქონდა და ეს წუთია დავბრუნდი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა. "სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 13.08.1983 დაბადებული მსჯავრდებული ა. ჭ. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. "
ჟვანიას საქმის ექსპერტი, 54 წლის პათანატომი მამუკა ჩხაიძე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის პირველი იყო, ვინც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა.
ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ პირველად ,,ლიბერალმა" გაავრცელა: ,,ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მამუკა ჩხაიძე პროკურატურაში დაკითხვებზე დადიოდა. მეგობრების თქმით, ბოლოს დაკითხვაზე ჩხაიძე 7 ნოემბერს, პარასკევს იმყოფებოდა, რომლის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და მეზობლებთან ერთად ისადილა. მას შემდეგ კი მამუკა ჩხაიძე ცოცხალი აღარავის უნახავს.
ჩხაიძე მას შემდეგ მოიკითხეს, რაც ორშაბათს, 10 ნოემბერს სამსახურში, სამედიცინო უნივერსიტეტში, ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა. თანამშრომლები ჩხაიძის ოჯახს დაუკავშირდნენ.
როგორც გამოძიებით დგინდება მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მიზეზი ვალის დაუბრუნებლობა გახდა. ბრალდებულის განმარტებით, გარდაცვლილს მისი ვალი ჰქონდა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ ასესხა და მის დაბრუნებას სთხოვდა. სწორედ ამ თანხის გადაუხდელობა გახდა მკვლელობის მოტივი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" პრეზიდენტი და შპს ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორი ზაზა რაზიკაშვილი სისხლის სამართლის საქმეში მისცა.
თბილისში, ილიას სახელობის უნივერსიტეტში, ცოტა ხნის წინ ლექტორი მაკა წივწივაძე, ყოფილმა მეუღლემ ლექციიდან გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. თვითონ კი თავი მოიკლა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა, საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულს უკანა ტანში სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს, საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. ის საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს, როდესაც ამ ქვეყნიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა.
არადეკლარირებული, ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩნდა, საქართველოს მოქალაქეს, ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, მოქალაქე ა.მ. –ს ბარგში 15954,24 ლარის ღირებულების, საერთო წონით 376,53 გრამი ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. კონტროლის ზონაში შემოსული, საქართველოს მოქალაქე მ. გ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანის კარებსა და საბარგულის კედლებში არადეკლარირებული 17 დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს, რომელთა საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 35286 ლარი შეადგინა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19 დაწესებულების კონტროლიორი პაატა ლომიძე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პაატა ლომიძემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს N19 დაწესებულებაში მობილური ტელეფონის და სიმბარათების შეტანის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 4 000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ორ მსჯავრდებულს აკრძალული საგნების შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინა
2014 წლის 10-11 მარტს, მსჯავრდებულებს ზ.ხ.-სა და დ.ნ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.
გამოძიების თანახმად, 2013 წლის 15 სექტემბერს, ქსნის №15-ე დაწესებულების საკანში ჩატარებული მოულოდნელი შემოწმება-დათვალიერებისას, დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებულ ზ.ხ.-ს კუთვნილი კუსტარულად დამზადებული აკრძალული საგნები, ბანქო და დანა ამოიღეს.
კუსტარულად დამზადებული ბანქო აღმოუჩინეს მსჯავრდებულ დ.ნ.-საც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5-ე დაწესებულების თანამშრომლებმა საკნის გეგმიური შემოწმება-დათვალიერებისას.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ