შემოგვიერთდით facebook-ზე
თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებზე ახდენს თუ არა პოლიცია ზეწოლას?!
6-12-2014, 20:49  /  ნახვა: 2198

კახეთის რეგიონალური პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტი თეა შაიშმელაშვილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, შემდეგ პოსტს დებს.
,,რაღაც პრობლემა მქონდა და ეს წუთია დავბრუნდი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან. ექიმებმა დიდი ყურადღება მომაქციეს და რომ დამკვირვებოდნენ, მიმღებში დამსვეს. ცოტახანში რეფერალურ საავადმყოფოში პოლიცია მოვიდა და დაკავებულები შემოიყავნეს, სისხლის და შარდის ანალიზის ასაღებად (ის ოთხი პიროვნება, რომელიც პოლიციამ ახმეტაში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე 4 ადამიანი დააკავა ) როდესაც მათ ექთანი სისხლს უღებდა, დაკავებულს რამოდენიმე კითხვა დავუსვი, გამომძიებელი მომიტრიალდა და მკითხა დაკითხვის ორდერი გაქვთო?თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებზე ახდენს თუ არა პოლიცია ზეწოლას?! ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვიყავი და ჩვენ დაკითხვის ორდერი არ გვჭირდეობდა! (ეს გამომძიებელი დავით ნეკერაული იყო, ის რომელმაც ლევან დავითაშვილს 25 აბი სუბოტექსი ჩაუდო და რომელზეც ჩვენ უკვე ვწერდით. საინტერესოა, ის ფაქტი რომ ნეკერაული დავითაშვილების ოჯახში ჩხრეკაზე, ორდერის გარეშე შევიდა და ორდერი აქეთ მე მომთხოვა. თ.შ) მერე იქ მყოფ ექიმს მიუტრიალდა და ჩემზე უთხრა, თუ ავადმყოფია და მკურნალობს აქ რატომ ზისო?! მერე ექიმმა მთხოვა, გავყოლოდი და სხვა პალატაში დავმჯდარიყავი, "გთხოვ პრობლემები არ მინდა და სამსახურის დაკარგვაო", - განმიცხადა შეშინებულმა.
როდესაც მე სხვა პალატაში გამიყვანეს, დავით ნეკერაულს უთქვამს ჩემზე, რომ ცილი დავწამე და მასზე თურმე, ტყუილად დავწერე ნარკოტიკი ლევან დავითაშვილს რომ ჩაუდო!!! მისივე თქმით, იქ მოყვანილი ქისტები კი ვერ ვიცანი და ისიც თურმე ტყუილად დამიწერია, ერთ-ერთ ქისტზე ჩემი მეგობარია-თქო!!! საინტერესოა რატომ აქვს მცდარი ინფორმაცია ნეკერაულს?? თუ პროფესიონალია მაშინ ცდომილება არ უნდა იყოს!!! მაგრამ როგორც ჩანს ისეა ჩემზე გამწარებული რომ ტყუილ მართალს უკვე ვეღარ არჩევს. (იქ მყოფი ქისტებიდან მე არცერთს არ ვიცნობდი. მე ჩემს საკუთარ, ფეისბუქ გვერდზე აღნიშნული მაქვს, რომ ჩემი მეგობარი ქისტი ჯოყოლა აჭიშვილია და არა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოყვანილი ის ბიჭები. როგორც ჩანს ნეკერაული კიდევ ერთხელ შეცდა. თ.შ) კიდევ ერთი პოლიციელი, რომელმაც ის ოთხი ბიჭი მოიყვანა, იყო ვანო ჯუღაშვილი (ეს იმ ერთ-ერთთაგანია ვინც ლევან დავითაშვილის ოჯახი გაამწარა. თ. შ ) დავით ნეკერაულმა, რაღაც ფურცლებზე ხელი იმ ქეთანს მოაწერინა, რომელმაც სისხლის ანალიზი აუღო ორ ქისტს და ორ ქართველს! ამის შემდგომ კი დავით ნეკერაულმა ის ოთხი ბიჭი, საავადმყოფოდან პირდაპირ სასამართლო პროცესზე წაიყვანა და ამ წუთებში მათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს!
პ.ს მე ერთი რაც ვერ გავიგე იყო ის, რომ იმ ექიმს რატომ უნდა შეშინებოდა სამსახურის დაკარგვის?! ვინ და რატომ დააშინა?! საინტერესოა, რაიმე შეთანხმება ხომ არ მოქმედებს, ვიღაც-ვიღაცეებს შორის?! რატომ და რის საფუძველზე გასცა დავით ნეკერაულმა ბრძანება, რომ გავეყვანე ექიმებს მიმღებიდან?! რატომ დაუჯერა ექიმმა პოლიციელს და მისივე ნებით იქ მყოფს, რატომ წამავლო ხელი და გამიყვნა იქიდან?! რატომ მითხრა, რომ უბრალოდ პატივისცემის გამო დამსვეს იქ, (ხოლო მერე ნეკერაულის ბრძენებით, პატივისცემა დაავიწყდათ და გამიყვანეს იქიდან?! ) განმიმარტონ, რა უფლებით, რომელი კანონის, რომელი მუხლით მომექცნენ ასე?" – წერს ჟურნალისტი თეა შაიშმელაშვილი.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა