გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს, საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
ის საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს, როდესაც ამ ქვეყნიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. მაშინ ახალაიამ გირაოს სახით 100 ათასი ევრო გადაიხადა და გაათავისუფლეს.
საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე. ვნახოთ, საბერძნეთის სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს...