დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა თეა შაიშმელაშვილმა, ჟურნალ geoelite.ge–სთან საუბარისას განაცხადა, რომ სოფელ ტბეთის (ხადიკი) მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ თაღლითურად მითვისებული თევზსაჭერით სარგებლობის უფლება აღარ აქვს. სოფლის მცხოვრებლების მძიმე სოციალური ფონი კი ამ ფაქტის შემდეგ უფრო დამძიმდა, რადგან ისინი არსებული თევზსაჭერით ყოველთვის სარგებლობდნენ.
თეა შაიშმელაშვილი: ,,სოფელ ტბეთის (ხადიკი) მოსახლეობის განცხადებით, 2010 წელს, პარლამენტის წევრ მიხეილ ცქიტიშვილის, გამგებელ რეზო შავლოხაშვილისა და მათთან დაკავშირებული პირების - ძმები ჯიქიების სახით, თაღლითურად მითვისებულ იქნა წყალსაცავზე თევზჭერის ლიცენზია, რომელიც, წესით, მოსახლეობისათვის თევზჭერის უფლებით უნდა გადაეცათ. დღესდღეობით, ძმები ჯიქიები განკარგავენ წალკაში არსებულ პემზის კარიერს. მოსახლეობის განცხადებით, 2010 წლიდან, დღემდე, ცქიტიშვილ-შავლოხაშვილის კლანი, ძმებ ჯიქიებთან ერთად ეწევიან თევზჭერას და მათი დღიური შემოსავალი შეადგენს 6. 000 ათასი ლარიდან 10. 000 ათას ლარამდე. მოსახლეობა კი ერთი თევზის დაჭერისათვის, ჯარიმის სახით, საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის."