შემოგვიერთდით facebook-ზე

ზაზა ხატიაშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახსნელია

 

ვტორი

მარიამ ოლქიშვილი

 

ადვოკატთა უფლებები…

ბოლო 7 წლის განმავლობაში 147 ადვოკატი განიცდიდა ინსტიტუციალურ დევნას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ერთადერთი კორპუსი იყო, რომელმაც ევროპული მაშტაბით გამოაქვეყნა სამი დასკვნა - ადვოკატთა ინსტუციალურ დევნაზე. ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციამ 2010 წლის დეკემბრის, 2011 წლის ნოემბერისა და მაისის სამი დასკვნით, ადვოკატობა რისკის სფეროდ შეაფასა. რამდენჯერმე შევხვდი თომას ჰამერბერგს და მან დაწერა დასკვნა, რომ ადვოკატთა კორპუსი, საქართველოში ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდიდა. ასეთი დასკვნები არ ჰქონიათ სხვა ქვეყნებს. ამით დავამტკიცეთ, რომ ვიყავით სახელმწიფო, სადაც ადვოკატობა რისკის სფეროს წარმოადგენდა.

ზაზა ხატიაშვილი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე): დღეს აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე, დავდეთ ახალი ხელშეკრულება პიცბურგში და უკვე დაიწყო ციხიდან ადვოკატთა გათავისუფლებები. გაათავისუფლეს 7 პოლიტპატიმრად აღიარებული ადვოკატი, მათ შორის ტარიელ მურმანიშვილი და ზურაბ ლიპარიძე.

12-02-2013, 11:07

„საუკუნის ძარცვაზე“ დაკავებულის ადვოკატი ფაქტების უზუსტობაზე საუბრობს

 

ავტორი

მარიამ ოლქიშვილი

 

20012 წლის 5 მარტს, თურქეთში, ორდუს მთავარი სავაჭრო ცენტრიდან,  მილიონი ლარის ღირებულების ოქროს მოპარვის ფაქტზე, თურქმა სამართალდამცავებმა, ეჭვი ქართველებზე აიღეს. 9 მარტს საქართველოს პოლიციამ, რამდენიმე პირი დააკავა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისინი დამნაშავედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.  ვახტანგ ფურცელაძის ადვოკატი კახა მაღრაძე, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს და მტკიცებულებების ექსპერტიზას ითხოვს.

5-02-2013, 12:43

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული ბავშვები იპოვეს

 

2013 წლის 2 თებერვალს დიღმის მასივის მე-3 კვარტალიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიკარგა. დაკარგულების  შესახებ  შეტყობინება საპატრულო პოლიციის ყველა ეკიპაჟმა საღამოს მიიღო, რის შემდეგაც მათ ძებნა თბილისის მასშტაბით დაიწყეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 9  წლის ნინო კ-ს და ასევე 9 წლის ნუცა გ-ს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, „ფორდის" ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე საათში მიაკვლიეს და ისინი სახლში, მშობლებთან მიიყვანეს.

4-02-2013, 17:40

შსს-მ ყალბი დოკუმენტების დამზადება- გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

4-02-2013, 17:35

შემიძლის თუ არა სასამართლოსგან იურიდიული კონსულტაციის მიღება?

- სასამართლო არ არის უფლებამოსილი იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რადგან აღნიშნული მოქმედებით დაირღვევა მხარეთა შეჯიბრობითობისა და სასამართლო მიუკერძოებლობის პრინციპები. შესაბამისად, აღნიშნული შინაარსის მოთხოვნით მიმართვა დაუშვებელია.

 

- შეიძლება თუ არა, რომ შევსებული სასამართლო ფორმა ჩემს ნაცვლად სასამართლოში ახლობელმა შეიტანოს?

- სასამართლო ფორმის სასამართლოში წარდგენისას არ არის აუცილებელი, შემომტანი და ფორმის ავტორი ერთმანეთს ემთხვეოდეს. მთავარია, რომ სასამართლო ფორმა უფლებამოსილი პირის მიერ იყოს ხელმოწერილი.

 

- რის თუ არა სასამართლო ვალდებული განმიმარტოს სასამართლო გადაწყვეტილება?

- სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზულიციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, ასევე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანაც.

კითხვა-პასუხი

 

4-02-2013, 13:46

დავით კეზერაშვილზე ძებნა გამოცხადდა

 

დავით კეზერაშვილის მიმართ უახლოეს მომავალში ძებნა გამოცხადდება. ჯერ სამართალდამცველებმა არ იციან, იგი ისრაელის მოქალაქეა თუ არა, რადგან მოქალაქეობის შემთხვევაში, შესაძლოა მისი ექსტრადირება გაჭირდეს. რის გამოც, ალბად ისრაელსა და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს შორის, ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი გახდება...დავით კეზერაშვილზე ძებნა გამოცხადდა

4-02-2013, 13:38

ლადო ბედუკაძე: მიხეილ სააკაშვილს მალე დაცვის გაძლიერება დასჭირდება

 

ატვორი

ლელა მანველიძე

 

ციხის სკანდალური კადრების ავტორის საქართველოში დაბრუნების მიზანი გამოძიებასთან თანამშრომლობა იყო. მან პატიმართა წამების ამსახველი სხვა ვიდეო მასალები და წერილობითი მტკიცებულებებიც ჩამოიტანა, რომელიც ბრალდების მხარეს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მას პატიმრებისადმი არაადამიანური და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ედება ბრალი და აღმკვეთი ღონისძიება დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. ის სასამართლომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ახლა პროკურატურას ყველა საჭირო ვიდეო-მასალა აქვს, რათა გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართოს. სასამართლო სხდომა თებერვლის თვეში ჩატარდება და იმედია, პასუხი საზოგადოებისთვის ბევრ საინტერესო კითხვას გაეცემა.

4-02-2013, 13:27

უკან1 ... 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა