შემოგვიერთდით facebook-ზე
ლადო ბედუკაძე: მიხეილ სააკაშვილს მალე დაცვის გაძლიერება დასჭირდება
4-02-2013, 13:27  /  ნახვა: 2549

ლადო ბედუკაძე: მიხეილ სააკაშვილს მალე დაცვის გაძლიერება დასჭირდება

 

ატვორი

ლელა მანველიძე

 

ციხის სკანდალური კადრების ავტორის საქართველოში დაბრუნების მიზანი გამოძიებასთან თანამშრომლობა იყო. მან პატიმართა წამების ამსახველი სხვა ვიდეო მასალები და წერილობითი მტკიცებულებებიც ჩამოიტანა, რომელიც ბრალდების მხარეს გადასცა.Mმიუხედავად იმისა, რომ დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მას პატიმრებისადმი არაადამიანური და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ედება ბრალი და აღმკვეთი ღონისძიება დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. ის სასამართლომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ახლა პროკურატურას ყველა საჭირო ვიდეო-მასალა აქვს, რათა გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართოს. სასამართლო სხდომა თებერვლის თვეში ჩატარდება და იმედია, პასუხი საზოგადოებისთვის ბევრ საინტერესო კითხვას გაეცემა.

მის ქმედებას უამრავი მითქმა-მოთქმა, თუ ბრალდება მოჰყვა; ზოგი მთავარ დამნაშევედ  და შემსრულებლად მოიხსენიებდა, ზოგი კი ვიდეო მასალის პირადი ინტერესების გამოყენებაში ადანაშაულებდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაჭუას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი კი აცხადებდა, რომ ბედუკაძე ამ ვიდეოების სანაცვლოდ თანამდებობას ითხოვდა... 

ამ საკითხებზე სასაუბროდ ლადო ბედუკაძეს ინტერნეტ ჟურნალი „მსაჯული“ დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც გვიპასუხა, რომ მსგავს საკითხებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გააკეთებდა. თუმცა ჩვენს რამდენიმე კითხვაზე მაინც გვიპასუხა.

- ადვოკატი ელზა ჯმუხაძე მთავარ პროკურატურას თქვენი და თქვენი ოჯახისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიების გატარებას სთხოვდა, რადგან მუდმივად ხორციელდებოდა მუქარები, გაითვალისწინა თუ არა პროკურატურამ ეს მოთხოვნა?

- დაცვის გაძლიერება მალე მიხეილ სააკაშვილს დასჭირდება, წლების განმავლობაში გამწარებული და დამონებული ხალხისაგან. ქართველი ხალხისაგან დასამალი და დასაცავი არაფერი მჭირს.

- ამბობენ, რომ ,,ქართული ოცნებიდანაც" გქონდათ შემოთავაზებები, რას გვეტყვით ამის შესახებ?  

- „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი მოლაპარაკებები არ მქონია, ამ ჭორებს ნაციონალური მოძრაობის „ნარჩენები“ ავრცელებენ, რათა დაჟინებით ამტკიცონ, ამ პოლიტიკურ ბლოკთან ციხის სკანდალური კადრების რაიმე სახით კავშირი.

- თქვენ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტეთ, მაშინ იქნებ ის გვითხრათ, რომელ პარტიებთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს, ან თუ გქონიათ ვინმესგან კონკრეტული შემოთავაზება?

- მთავარია, საქართველო გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილის დაჯგუფებისაგან, ხოლო მე რომელ პარტიაში ან პოლიტიკურ მოძრაობაში ვიქნები, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უამრავი ხალხია, ვისაც ქვეყანაზე გული რეალურად შესტკივა, არადა პარლამენტში ადგილს 40 ნაძირალა ნაციონალი იკავებს. ის, რაც მოხდა ღვთის ნება იყო და ვერანაირი სატანური ძალა ვერ დაგვამარცხებს. შეხედეთ პატრიარქის გაბრწყინებულ სახეს, ვერ ამჩნევთ ცვლილებას?! ყველაფერი კარგად იქნება, ცოტაც და ერი სატანის მოციქულებისგან საბოლოოდ გათავისუფლდება. მათ, დამარცხების მიუხედავად ხელისუფლებაში ყოფნა სურთ, მაგრამ ხალხი ამას აღარ დაუშვებს. სააკაშვილი თავისი ყოველდღიური გონებადაბინდული გამოსვლებით მოსახლეობას აღიზიანებს, არადა ერის მოთმინების გამოცდას არ ვურჩევ. თუმცა, როდის იყო ის ვინმეს რჩევას და აზრს ითვალისწინებდა?!

- თქვენს კონკრეტულ გეგმებზე რას გვეტყვით?

- ძალაინ რთულ ეტაპს გადის ქვეყანა, ახლა გვმართებს გაერთიანება და ბრძოლის ბოლომდე მიყვანა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერმა პოზიციური ომი მოიგო და არა ბრძოლა...

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა