შემოგვიერთდით facebook-ზე

პრემიერმა დავით ნარმანიას ადგილზე ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა დავით ნარმანიას შემცვლელის წარდგენისას ელგუჯა ხოკრიშვილის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ იგი მინისტრთა კაბინეტის ღირსეული წევრი იქნება.

„ჩვენ ელგუჯა ხოკრიშვილს ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია და ვიმედოვნებ, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სამინისტროს, გახდება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და წარმატებული მინისტრი", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ელგუჯა ხოკრიშვილი დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თავმჯდომარე იყო

14-04-2014, 14:08

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი

საქართველოში პროცენტულად რა რაოდენობით არიან ქალები პოლიტიკაში?! 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ექსპერტმათამარ ბაგრატიამ გენდერულ საკითხებში საჯარო ლექცია გამართა, თემაზე - ,,ვის არ სურს ქალი პოლიტიკაში?"

ლექციის მთავარი არსი  პოლიტიკაში ქალების  მცირე რაოდენობით არსებობა იყო. მაშინ, როცა საქართველოში ქალები მოსახლეობის 53%-ს შეადგენენ, ისინი კი საქართველოს პარლამენტში, მხოლოდ 11%-ით არიან წარმოდგენილნი. 

საუბარი, ასევე შეეხო, მათი შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარების დონეს და ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებს.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

 

 

14-04-2014, 13:57

საქართველოს პრემიერი და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს შეხვდებიან

საქართველოში ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მურაი მაკკულის ვიზიტი იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ახალი ზელანდის ელჩის, ტაჰა მაკფერსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო ახალ ზელანდიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მიიჩნევს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც.

პრემიერ-მინისტრმა ახალი ზელანდიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაში დახმარებისთვის.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ახალი ზელანდიის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას

11-04-2014, 15:40

ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვია

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და წევრებს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.  პრემიერ მინისტრმა სასამართლო ხელისუფლებისადმი თავისი ღრმა პატივისცემა დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი და საბჭოს მდივნის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა.

საუბარი  მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს შეეხო. პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის დაპირება მოსამართლეების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით შესრულებულია.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს, რათა სრულყოფილი კანონების მიღება მოხდეს. შეხვედრისას ასევე ისაუბრეს, მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

,,მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. პრემიერ მინისტრმა თავისი მობრძანებით მთავრობის პოზიცია, კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ მას სურს ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობა.

10-04-2014, 17:29

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლიდან საქართველოში ყოველი წლის 15 აპრილი აღინიშნება როგორც სიყვარულის დღე, მისი დაარსებიდან 20 წელი გავიდა, მაგრამ ყველამ არ იცის ამ დღის ტრადიციად გადაქცევის ისტორია და მისი დამაარსებლის შესახებ, რომელიც რეალური ადამიანი, ჩვენი თანამემამულე, ქართველი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძეა, რომელმაც 1993 წელს პირველ ქართულ დამოუკიდებელ ახალგაზრდულ გაზეთ „კოქტეილში“ გააკეთა განცხადება და დააფიქსირა საკუთარი იდეა, საქართველოში ერთი რომელიმე კონკრეტული დღე სიყვარულის დღედ აღნიშნულიყო, იდეა საზოგადოებას ამცნო და მთელი საქართველოდან შემოსული წინადადებების განხილვა საორგანიზაციო კომიტეტმა მაშინვე დაიწყო. როგორც ჩვენთან საუბარში ბ-ნი ბესო აცხადებს, რედაქციაში დღეში 100 სატელეფონო ზარი მაინც შემოდიოდა, უამრავი წერილი, ადამიანები პირდაპირ მოდიოდნენ ოპერას გვერდით ლაღიძის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდული გაზეთის 20 კაციან კოლექტივს მაშინ რედაქცია ჰქონდა. ბესოს იდეა ხალხმა მაშინვე აიტაცა და კონკრეტული რიცხვის დასაფიქსირებლად, ადამიანები ყველანაირ ახსნას უძებნიდნენ შემოთავაზებულ დღეებს - 1 მარტი (როგორც გაზაფხულის პირველი დღე), 8 მარტი (ქალების დღე, რადგან ქალი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ობიექტი), 30 მაისი (როგორც გაზაფხულის უკანასკნელი დღე) და სხვა უამრავი, - რა თქმ აუნდა, შემოთავაზებებს შორის ყველაზე მეტად გაზაფხულის დღეები იყო. სწორედ ამ დროს გამოჩენილა იდეის ავტორთან პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მაშინდელი „პირველი არხის" თანამშრომელი, ხანშიშესული მამაკაცი - გიგა მახვილაძე, რომელმაც სიყვარულის დღის დაარსების იდეის ავტორს 15 აპრილის არჩევა შესთავაზა, როგორც გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვის, მაშინ როცა ყველაზე ძლიერია გაზაფხული, როცა ის პიკზეა... და ბატონმა გიგა მახვილაძემ არც კი იცოდა, რამდენად საინტერესო დამთხვევა იყო ეს ყველაფერი, რადგან მან საერთოდ არ იცოდა, რომ ბესო სწორედ 15 აპრილს იყო დაბადებული... მას შემდეგ 20 წელი გავიდა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ 15 აპრილს – გაზაფხულსი შუა თვის შუა რიცხვში სიყვარულის ლამაზ დღეს ავღნიშნავთ, ტრადიციის დამკვიდრებას მაშინ ხელი მაშინდელმა საქართველოს რეპუბლიკის პარლამენტმა და კულტურის კომისიამაც შეუწყო, 1994 წლის 8 აპრილის წერილით მათ ოფიციალურად აღიარეს 15 აპრილი სიყვარულის დღედ.

15-03-2014, 15:44

ავტორი

თიკო ბეკოშვილი 

რატომ დატოვა ჯგუფი ,,ბანი“ ლევან გულბათაშვილმა?! 

ცნობილი მომღერალი და რადიო წამყვანი ლევან (გულბათ) გულბათაშვილი ცნობილი გახდა დუეტით - ,,ვარსკვლავები“, რომელსაც მარიამ მაღრაძესთან ერთად ასრულებს. ბოლო თვეებია მათმა სიმღერებმა, როგორც რადიო, ასევე ინტერნეტ სივრცე დაიპყრო და MUS.GE-ს რეიტინგულ სიაშიც მოხვდა. თუმცა როგორც ყოველთვის, საზოგადოების კრიტიკას ვერც ისინი გადაურჩნენ... მასთან ინტერვიუს დროს შევიტყვე, რომ ფანდურასთან  ერთად სიმღერის ჩაწერას აპირებს. რითაც მსმენელს რულიად განსხვავებულ და ორიგინალურ მუსიკას შესთავაზებს. თუმცა, ამაზე ჯერ არ საუბრობს და პირველი ჩვენი  ჟურნალია, ვისაც ეს გაუმხილა. 

14-03-2014, 21:27

მოამზადა

ნათია რევაზიშვილმა

რა დავალებას მისცემს პრემიერი დავით ნარმანიას მერად არჩევის შემთხვევაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას დედაქალაქის მერიის საბოტაჟად აფასებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში, თბილისში არც ერთი გზა არ შეკეთებულა.

პრემიერი ვარაუდობს, რომ დავით ნარმანიას, თბილისის მერად არჩევის შემდეგ, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება.

,,მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიას თბილისის მერად ავირჩევთ, პირველი დავალება, რასაც თბილისელები მისცემენ, გზების დაუყოვნებლივ შეკეთების დაწყება იქნება. როგორც გავიგე, მთელი წლის განმავლობაში არც ერთი გზა არ შეკეთებულა. ეს, ალბათ შეგნებულად ხდება. სამწუხაროა, რომ მთელი წლის განმავლობაში თბილისის მერია ამას არ აკეთებდა, რაც პირდაპირი საბოტაჟია. ეს დღესაც გრძელდება, ასე, რომ, ბატონო დავით, ბევრი საქმე გექნებათ“, - მიმართა პრემიერმა დავით ნარმანიას მთავრობის სხდომაზე.

 

14-03-2014, 13:09

მოამზადა

ნათია რევაზიშვილმა

პუტინის რეიტინგმა 9,7%-ით მოიმატა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა რუსეთში მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც რუსული მედია წერს, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებენ, 71,6%-ს მიაღწია, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტში აცხადებენ, რომ პუტინის რეიტინგმა სოჭის ოლიმპიადისა და უკრაინის მოვლენების ფონზე მოიმატა.

13-03-2014, 15:18

იუსტიციის სახლის შესაკეთებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ
როგორც ცნობილია, 3 დეკემბერს 15 საათისთვის თბილისის იუსტიციის გარე სახურავის ერთი ნაწილი ჩამოიშალა.

საბედნიეროდ, ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა. მოხდა შენობის ევაკუაცია, ხოლო პერიმეტრს ახლაც იცავს პატრული გარე სახურავის იმ ადგილებში, რომელთა უსაფრთხო ხასიათიც ჯერ ბოლომდე უზრუნველყოფილი არ არის.

3 დეკემბრის ღამეს, თბილისში ჩამოფრინდა იტალიური კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც შენობის სახურავის მშენებლობაში მონაწილეობდა. მან იუსტიციის მინისტრთან ერთად ინციდენტის ადგილი დაათვალიერა და სახურავის კონსტრუქციის შეფასებით სამუშაოებს შეუდგა. ეს სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და მათი დასრულების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

4 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის დარბაზი (ე.წ. წინა ხაზი), მოქალაქეთა და იქ მომუშავე თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, დახურულად გამოცხადდა.

მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრსა და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს (ე.წ. უკანა ხაზი) მუშაობა არ შეუწყვეტიათ. სერვისების განვითარების სააგენტოს ბეჭდვითმა ცენტრმა გააგრძელა მუშაობა, ხოლო, საჯარო რეესტრის თანამშრომლების უშუალო ძალისხმევით, ამ სსიპ-ის პერსონალი სხვადასხვა შენობაში გადანაწილდა. არც ერთ ამ სსიპ-ს დაგვიანებული სამუშაო არ აქვს.

5-12-2013, 14:24

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და  შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად,  უკანონოდ დაკავებული ექვსი მოქალაქე გათავისუფლდა.

5-04-2013, 14:15

უკან1 2 3 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა