მოამზადა
ნათია რევაზიშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას დედაქალაქის მერიის საბოტაჟად აფასებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში, თბილისში არც ერთი გზა არ შეკეთებულა.
პრემიერი ვარაუდობს, რომ დავით ნარმანიას, თბილისის მერად არჩევის შემდეგ, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება.
,,მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიას თბილისის მერად ავირჩევთ, პირველი დავალება, რასაც თბილისელები მისცემენ, გზების დაუყოვნებლივ შეკეთების დაწყება იქნება. როგორც გავიგე, მთელი წლის განმავლობაში არც ერთი გზა არ შეკეთებულა. ეს, ალბათ შეგნებულად ხდება. სამწუხაროა, რომ მთელი წლის განმავლობაში თბილისის მერია ამას არ აკეთებდა, რაც პირდაპირი საბოტაჟია. ეს დღესაც გრძელდება, ასე, რომ, ბატონო დავით, ბევრი საქმე გექნებათ“, - მიმართა პრემიერმა დავით ნარმანიას მთავრობის სხდომაზე.