შემოგვიერთდით facebook-ზე
რატომ დატოვა ჯგუფი ,,ბანი“ ლევან გულბათაშვილმა?!
14-03-2014, 21:27  /  ნახვა: 3234

ავტორი

თიკო ბეკოშვილი 

ცნობილი მომღერალი და რადიო წამყვანი ლევან (გულბათ) გულბათაშვილი ცნობილი გახდა დუეტით - ,,ვარსკვლავები“, რომელსაც მარიამ მაღრაძესთან ერთად ასრულებს. ბოლო თვეებია მათმა სიმღერებმა, როგორც რადიო, ასევე ინტერნეტ სივრცე დაიპყრო და MUS.GE-ს რეიტინგულ სიაშიც მოხვდა. თუმცა როგორც ყოველთვის, საზოგადოების კრიტიკას ვერც ისინი გადაურჩნენ... მასთან ინტერვიუს დროს შევიტყვე, რომ ფანდურასთან  ერთად სიმღერის ჩაწერას აპირებს. რითაც მსმენელს რულიად განსხვავებულ და ორიგინალურ მუსიკას შესთავაზებს. თუმცა, ამაზე ჯერ არ საუბრობს და პირველი ჩვენი  ჟურნალია, ვისაც ეს გაუმხილა. 

 - ვინ აღმოაჩინა შენში მუსიკალური ნიჭი?

- პირველად ჩემი ნიჭი დედამ აღმოაჩინა. მუსიკალურ ოჯახში ვიზრდებოდი, რამაც ჩემს შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ექვსი წლის ასაკიდან ვმღერი. თეატრალურ უნივერსიტეტში საესტრადო ფაკულტეტზე ჩავაბარე და ვოკალის მხრივ უფრო გავიზარდე.

- შენი პირველი სიმღერა?

- გაგეცინებათ და არ მახსოვს რა ერქვა, თუმცა გეტყვით, რომ ჯგუფ ,,გლაიდთან“ ერთად ჩავწერე.

რატომ დატოვა ჯგუფი ,,ბანი“ ლევან გულბათაშვილმა?!

- სულ რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?

- ხუთი სიმღერა. 

- მარიამ მაღრაძესთან ერთად შესრულებული სიმღერებით გახდი ცნობილი,  როგორ შეიქმნა თქვენი დუეტები?

- კურსელები და კარგი მეგობრები ვიყავით...  ჩვენი პირველი სიმღერა გახლავთ  -,,ვარსკვლავები“. იგი დედაჩემის მეგობარს, თამარ კაციტაძეს ეკუთვნის,  პირადად არ ვიცნობდი, ძალიან ადრე გარდაიცვალა. ამ სიმღერას დედასთან ერთად ძალიან პატარა ასაკიდან ვმღეროდი და ისე შემიყვარდა, რომ ჩაწერა გადავწყვიტე. ექსპრონტად ჩავწერეთ და არ გვეგონა ამხელა პოპულარობას თუ მოგვიტანდა.

- რომელმა სიმღერამ შეცვალა შენი ცხოვრება?

- ასეთ სიმღერად შეიძლება ,,ვარსკვლავები“ ჩავთვალო, თუმცა არის კიდევ სხვა სიმღერებიც, რომელიც გაჰიტდა, მაგალითად ,,გამათბე“, იგი რადიოში ხშირად ტრიალებს და მსმენელმაც შეიყვარა. რადიოს გარდა, ჩვენი სიმღერები ინტერნეტ სივრცეშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაშიც დიდი წვლილი შოთო სიხარულიძეს მიუძღვის. 

რატომ დატოვა ჯგუფი ,,ბანი“ ლევან გულბათაშვილმა?!

- ამჟამად რას საქმიანობ?

- დაახლოებით ორი-სამი თვის წინ ჯგუფ ,,ფოლკლორში“ დავიწყე მუშაობა და სულ მალე ჩვენი შესრულებით, მსმენელი ახალ სიმღერას მოისმენს. რაც შეეხება სხვა საქმიანობას, ახლა ,,ბეკოს“ მაღაზიების ქსელის გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობ.

- როგორ მოხვდი ჯგუფ ,,ფოლკლორში“?  

- ადრე, ჯგუფ ,,ოცდამეერთეში“ ვმღეროდი, რომელიც შემდეგ ,,ბანად“  გადაკეთდა.  იქიდან დროის უქონლობის გამო წამოვედი, სწორედ მაშინ დავიწყე ,,ბეკოში“ მუშაობა და რეპეტიციებზე სიარულს ვეღარ ვასწრებდი. რამდენიმე თვის წინ ჯგუფი ,,ბანის“ ყოფილი წევრი გიგა შემეხმიანა, რომელმაც თავის ჯგუფ ,,ფოლკლორში“ ყოფნა შემომთავაზა და დავთანხმდი.

- გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე.

- კონკრეტულად რას ვაპირებ ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა ახალი სიმღერები იქნება. ერთს გაგიმხელთ, რომ უახლოეს მომავალში ჩემი და ზურა ბარბაქაძის (ფანდურას) დუეტი ჩაიწერება.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა