შემოგვიერთდით facebook-ზე
პუტინის რეიტინგმა 9,7%-ით მოიმატა
13-03-2014, 15:18  /  ნახვა: 2336

მოამზადა

ნათია რევაზიშვილმა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა რუსეთში მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც რუსული მედია წერს, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებენ, 71,6%-ს მიაღწია, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტში აცხადებენ, რომ პუტინის რეიტინგმა სოჭის ოლიმპიადისა და უკრაინის მოვლენების ფონზე მოიმატა. 

მათივე ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პუტინის საქმიანობას დადებითად აფასებდა რუსეთის მოქალაქეების 60%, 2002 წლის მაისში კი პუტინის რეიტინგმა 68%-მდე მოიმატა. 

როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრში აღნიშნავენ, პუტინის პოლიტიკას მხარდამჭერების რიცხვი ბოლო, რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა და მხოლოდ თებერვალში რეიტინგმა 9,7%-ით მოიმატა. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა გამოკითხვა 8-9 მარტს, რუსეთის 130 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა. 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა