შემოგვიერთდით facebook-ზე

უკრაინის მედიამ მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა, სადაც თბილისში მომხდარ წყალდიდობაზეა საუბარი. სატელეფონო საუბარი ტექსტის სახითაა გაშიფრული და ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ.

16-06-2015, 18:15

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ის კონგრესმენი მაიკლ ტერნერი მოუწოდებს ინტერპოლს, არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით. ინტერპოლის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მაიკლ ტერნერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილებამ ინტერპოლის მიერ შესაძლოა მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, მათგან გადახვევა გამოიწვიოს.

14-02-2015, 19:42

მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება! 
დღეს თქვენი მონამორჩილი თავის კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო მატჩს გაუძღვება.
ერთმანეთს ხვდებიან ,,ნაცები" წითელ ფორმებში და ,,ქოცები" ლურჯ ფორმებში.
ჯერ-ჯერობით მოედანზე მოწინააღმდეგე გუნდები არ გამოსულან, მაგრამ აი, უკვე ვხედავთ, როგორ მოემართებიან მოედნისკენ გუნდების მწვრთნელები - ლურჯების მოთამაშე მწვრთნელი ბატონი ბიძინა და წითლების მწვრთნელი მიშა სააკაშვილი.
მაშ ასე, გამოდიან გუნდები. გთავაზობთ შემადგენლობებს:

14-02-2015, 17:40

შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნულმა ვახტანგ გომელაურმა მედიისთვის პირველი კომენტარი გააკეთა. 
"მადლობას მოგახსენებთ ბატონო პრემიერო გამოცხადებული ნდობისთვის, ვეცდები გავამათლო თქვენი ნდობა და ხალხის იმედი. ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

26-01-2015, 15:23

,,გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე განცხადებას აკეთებს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდება.
ნინო ბურჟანაძე: ,,რუსთაველის გამზირზე,პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" უერთდება!!!"
იური ვაზაგაშვილის მკვლელობა საზოგადოების ნაწილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტა.

20-01-2015, 21:15

საოცნებო საქართველო ზეციური საქართველო არ გეგონოთ! 
არა, საოცნებო იცით რომელია? ავტომანქანების სანომრე ნიშნებზე – ,,005" ,,041"-მა რომ შეცვალა, ციხეებში ცოცხს დამლაგებლებიც რომ აღარ ხმარობენ, მთავრობას მძიმე მემკვიდრეობა რომ ერგო და ხალხს არაფერი...
საქართველოზე ამბობენ – 20 წელია წრეზე ბრუნავსო! 

17-01-2015, 20:55

საყდრისი–ყაჩაღიანზე მომხდარ დღევანდელ აფეთქებებსა და კომპანია "RMG GOLD"–ის მიერ განახლებულ სამუშაოებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქზე წერს: ,,საყდრისის ოქროს საბადოს, უძველესი ქართული კულტურული, ოქროს საწმისის ეპოქის ფასდაუდებელი მატერიალური ძეგლის ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართველულ კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე. რუსი მფლობელების მოთხოვნას და ვინმე უჩას, ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელსაც საუკუნეების განმავლოვაში, ქვეყნისთვის სიმდიდრე და სახელი უნდა მოეტანა, მოეზიდა ტურისტები.

13-12-2014, 20:30

გაზეთ ,,ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე დეპუტატ გია ვოლსკის და ეკა ბესელიას კულუარული საუბრის შესახებ, საკუთარ ფეისფუქის გვერდზე წერს.

11-12-2014, 20:56

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანია, სიკვდილის შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში, მისი ოჯახის წევრებს გადასცა.

9-12-2014, 16:19

დეპუტატი თინათინ ხიდაშელი საგარეჯოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება და ფიქრობს, რომ სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს, დღევანდელი სიდუხჭირის ერთი ხელის მოსმით დამარცხებას:
,,დღეს მიღება მქონდა. 
მთელი დღე საგარეჯოში ვიყავი. 10 წუთია დავბრუნდი.
ყოველთვის საშინელი დეპრესია მაქვს იქიდან დაბრუნებულს.
გაჭირვების ხარისხი, რომელიც სასოწარკვეთაში გადადის ძალიან მაღალია.

6-12-2014, 13:02

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო პოლიტიკის ახალ სტრატეგიაზე და მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
,,პუტინმა და ხაჯინბამ კი მოაწერეს ხელი "ასოცირებაზე" - ანუ იმიტაცია ევროკავშირი საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებისა, რათა დაგვაჯეროს რომ ეს თუ არა ... რა? გვიბრუნებდა აფხაზეთს, როგორც თავის დროზე შევარდნაძეს სნგ-ში შესვლის ფასად დაპირდნენ ... და კარგად შეასრულეს!!!! 

27-11-2014, 11:56

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტები დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ორი პარტნიორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ თანამშრომლობის უფრო გაღრმავების სურვილი.
გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ლატვიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის; მან ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს მხარდამჭერი იმ განცხადებისათვის, რომელიც 24 ნოემბერს ბალტიის ასამბლეამ რიგაში გააკეთა.

26-11-2014, 14:27

უკან1 2 3 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა