ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ექსპერტმათამარ ბაგრატიამ გენდერულ საკითხებში საჯარო ლექცია გამართა, თემაზე - ,,ვის არ სურს ქალი პოლიტიკაში?"
ლექციის მთავარი არსი პოლიტიკაში ქალების მცირე რაოდენობით არსებობა იყო. მაშინ, როცა საქართველოში ქალები მოსახლეობის 53%-ს შეადგენენ, ისინი კი საქართველოს პარლამენტში, მხოლოდ 11%-ით არიან წარმოდგენილნი.
საუბარი, ასევე შეეხო, მათი შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარების დონეს და ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებს.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.