შემოგვიერთდით facebook-ზე
ბესო ჩუბინიძე: განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება
15-03-2014, 15:44  /  ნახვა: 4373

სიყვარულის დღის - 15 აპრილის დამაარსებლისთვის, ყოველი დღე სიყვარულისაა

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლიდან საქართველოში ყოველი წლის 15 აპრილი აღინიშნება როგორც სიყვარულის დღე, მისი დაარსებიდან 20 წელი გავიდა, მაგრამ ყველამ არ იცის ამ დღის ტრადიციად გადაქცევის ისტორია და მისი დამაარსებლის შესახებ, რომელიც რეალური ადამიანი, ჩვენი თანამემამულე, ქართველი ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძეა, რომელმაც 1993 წელს პირველ ქართულ დამოუკიდებელ ახალგაზრდულ გაზეთ "კოქტეილში" გააკეთა განცხადება და დააფიქსირა საკუთარი იდეა, საქართველოში ერთი რომელიმე კონკრეტული დღე სიყვარულის დღედ აღნიშნულიყო, იდეა საზოგადოებას ამცნო და მთელი საქართველოდან შემოსული წინადადებების განხილვა საორგანიზაციო კომიტეტმა მაშინვე დაიწყო. როგორც ჩვენთან საუბარში ბ-ნი ბესო აცხადებს, რედაქციაში დღეში 100 სატელეფონო ზარი მაინც შემოდიოდა, უამრავი წერილი, ადამიანები პირდაპირ მოდიოდნენ ოპერას გვერდით ლაღიძის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდული გაზეთის 20 კაციან კოლექტივს მაშინ რედაქცია ჰქონდა. ბესოს იდეა ხალხმა მაშინვე აიტაცა და კონკრეტული რიცხვის დასაფიქსირებლად, ადამიანები ყველანაირ ახსნას უძებნიდნენ შემოთავაზებულ დღეებს - 1 მარტი (როგორც გაზაფხულის პირველი დღე), 8 მარტი (ქალების დღე, რადგან ქალი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ობიექტი), 30 მაისი (როგორც გაზაფხულის უკანასკნელი დღე) და სხვა უამრავი, - რათქმაუნდა შემოთავაზებებს შორის ყველაზე მეტად გაზაფხულის დღეები იყო. სწორედ ამ დროს გამოჩენილა იდეის ავტორთან პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მაშინდელი „პირველი არხის“ თანამშრომელი, ხანშიშესული მამაკაცი - გიგა მახვილაძე, რომელმაც სიყვარულის დღის დაარსების იდეის ავტორს 15 აპრილის არჩევა შესთავაზა, როგორც გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვის, მაშინ როცა ყველაზე ძლიერია გაზაფხული, როცა ის პიკზეა... და ბ-ნმა გიგა მახვილაძემ არც კი იცოდა, რამდენად საინტერესო დამთხვევა იყო ეს ყველაფერი, რადგან მან საერთოდ არ იცოდა, რომ ბესო სწორედ 15 აპრილს იყო დაბადებული... მას შემდეგ 20 წელი გავიდა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ 15 აპრილს – გაზაფხულსი შუა თვის შუა რიცხვში სიყვარულის ლამაზ დღეს ავღნიშნავთ, ტრადიციის დამკვიდრებას მაშინ ხელი მაშინდელმა საქართველოს რეპუბლიკის პარლამენტმა და კულტურის კომისიამაც შეუწყო, 1994 წლის 8 აპრილის წერილით მათ ოფიციალურად აღიარეს 15 აპრილი სიყვარულის დღედ.

ბესო ჩუბინიძე: განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება

ბესო ჩუბინიძე: ამ ისტორიას უკვე 20 წელიწადია ვყვები ყველა ინტერვიუში და სანამ ცოცხალი ვარ, ალბათ ყოველ წელს მომიწევს ამის გამეორება, არც მეზარება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ყოველთვის იქნებიან ადამიანები რომლებიც ერთი ფრაზის იქით ვერ იაზროვნებენ - რა საჭიროა სიყვარულის კონკრეტული დღე, როცა ყველა დღე სიყვარულისა უნდა იყოსო. 

- არის მაგ სიტყვებშიც ლოგიკა, ასე არაა?

- აბსოლუტურად გეთანხმებით - ადამიანების ცხოვრებაში ყოველი დღე სიყვარულისა უნად იყოს, ისე როგორც ყოველი დღე უნდა იყოს ქალთა დღე და არა მარტო 8 მარტი, ისე როგორც ბავშვთა დღე უნდა იყოს ყველა დღე და არა მხოლოდ 1 ივნისი, დედის დღე ყოველ დღე და არა მხოლოდ 3 მარტი, არადა ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ დღეებს მხოლოდ ლამაზი სიმბოლური დატვირთვა აქვს და სხვა არაფერი. 

- მყარი არგუმენტია ვერაფერს ვიტყვით და ვალენტინობის დღესასწაულზე თქვენი მკაცრად უარყოფითი რეაქციაც საყოველთაოდ ცნობილია, ხომ არ არის ეს კონკურენტი დღისთვის შავი პიარის გაკეთება, თქვენი იდეის ხარჯზე?

ბესო ჩუბინიძე: განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება

- სიმართლე გითხრა, მე მხოლოდ ერთ რამეს ვხედავ კარგად - ქართველებს საქეიფო მიზეზი მოგვეცი და ამ მიზეზს ისე გამოვიყენებთ, რომ იმის იქით არაფერი გვაინტერესებს, მაგრამ საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მართმადიდებელ ერს, ქართველობას გვაქვს უწმინდესის მიერ დაწსებული რელიგიური სიყვარულის დღესასწაული - 16 ივლისი, გერგეტობა და არ არის საჭირო, დაუდგენელი წარმოშობის ადამიანის განდიდება (ვინმე ვალენტინის, განკვეთილი მღვდელისა, რომელმაც პირველმა დაწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილებს), რომელსაც კათოლიკური ეკლესიაც კი არ სცნობს. პატრიარქმა ჩვენ 16 ივლისი გვაჩუქა და ამით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ კიდევ ერთხელ მიწევს იმის გამეორება, რომ ქართველებს მიზეზი მოგვეცი და აღარ ვკითხულობთ მერე არაფერს, სნობიზმშია გადაზრდილი ეს ყველაფერი უკვე და ეს ძალიან, ძალიან ცუდია.

- პირადად თქვენ როგორ აღნიშნავთ ხოლმე სიყვარულის დღეს, რამე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ თქვენ და თქვენს მეუღლეს? 

- არა, არანაირი რიტუალი არ გვაქვს, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ამ დღეს ყოველთვის მასობრივ ღონისძიებებში ვართ ხოლმე ჩართული – აქ კონცერტი, იქ კლუბური გამოსვლები, იქით ინტერვიუები, ჩაწერები, სტუმრობები ჟურნალსიტებთან და ასე შემდეგ, სიყვარულის დღე კი არა, საკუთარი დაბადების დღე აღარ მახსოვს უკვე 20 წელია საორგანიზაციო საკითხების გამო.

ბესო ჩუბინიძე: განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება

- საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 15 აპრილი თქვენს მეუღლეს უძღვენით, სიყვარულის დღის დაარსებასაც მას უნდა ვუმადლოდეთ ასე გამოდის... 

- ასე გამოდის, თანაც დღემდე ეშლებათ და ეს მისი დაბადების დღე ჰგონიათ, არა - არაა ასე. 

- საკმაოდ პატარა 18 წლისა დაოჯახდით, დღევანდელ ცხოვრებაში საკმაოდ რთულია ჰარმონიული თანაცხოვრება, თანაც 20 წელიწადი არაა პატარა დრო, როგორ ახერხებთ თქვენ და თქვენი მეუღლე შეინარჩუნოთ იგივე ციკლი და ტემპი ოჯახში თანაცხოვრებისა? 

- გეთანხმებით, საკმაოდ რთულია, ისეთი ცხოვრებაა, რომ ბევრჯერ შეუძლებელიც, მაგრამ არსებობს - პატიების, მოთმენის და დაფასების უნარი, თუ ადამიანებს ეს გააჩნიათ, ამ შემთხვევაში დამიჯერეთ არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, თანაც ოჯახი ისეთი რამაა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლობაა ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის, თუმცა აქვე დავამატებ, რომ განსაკუთრებულად დღევანდელი ცხოვრების გათვალისწინებით არც ადრე დაქორწინებაა რეკომენდირებული და არც ადრე გათხოვება, კაცისთვის საუკეთესო ასაკი ოჯახის შესაქმნელად და ქალისთვის კი, დიასახლისობა, დედობა და საერთოდ მეოჯახეობა 29-30 წელია, რადგან ეს პერიოდი საკუთარი ცხოვრების ოდნავ მაინც აწყობას უნდა მაოხმაროს ადამიანმა და რაღაც საფუძველი შექმნას მყარი ოჯახის შესაქმნელად, სამწუხაროდ არაა ისე, რომ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი მართლა თოხის ტარზე ეტეოდეს, ეს ალეგორია უბრალო სიტყვების რახარუხია და მეტი არაფერი!

ბესო ჩუბინიძე: განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება

- ბესო, ყოველ 15 აპრილს საქართველოს მაშტაბით უამრავი ღონისძიება იმართება ხოლმე, რამდენადაც ვიცი თქვენ ხელმძღვანელობთ სიყვარულის დღის საორგანიზაციო კომიტეტს, რომელსაც აქვს ექსკლუზიური უფლება მასობრივი ღონისძიებების აღნიშვნისა, მოგეხსენებათ ამ დღეს ყველა რესტორანი, ყველა კლუბი, ყველა დარბაზი 15 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებითაა დატვირთული, თქვენ თუ გითანხმებენ ხოლმე ამ ღონისძიებებს? 

- საინტერესო შეკითხვაა, კი - მეტნაკლებად მითანხმებენ ხოლმე, მაგრამ სიმართლე გითხრა ყველას და ყველაფერს ვერ და არც მგონია რამე ლოგიკასთან იყოს ახლოს ის, რომ ყველა რესტორანმა დამირეკოს და მითხრას იმ საღამოს რა ღონისძიებას აკეთებს, მაგრამ არის უფრო მაშტაბური ღონისძიებები ვინც ვალდებულია(!) საქმის კურში ჩაგვაყენონ, ხშირად ცდილობენ - ჩვენი გვერდის ავლით გაუკეთონ ორგანიზება სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ კომერციულ ღონისძიებებს, როგორ გგონიათ - რამე გაუგებარი დარჩება ჩვენთვის? მეცინება ხოლმე, როცა ამ ღონისძიებების ორგანიზატორთა სიაში იმ ადამიანებს ვხედავ, რომლებიც წლების წინ ტალახს მესროდნენ - როგორ გაბედე, ან როგორ შეძელი და შენი დაბადების დღე სიყვარულის დღედ როგორ დააწესეო? ასეთებს ხანდახან ყურიც უნდა აუწიო, თორემ ჰგონიათ, რომ გაშლილ სუფრაზე დაუპატიჟებლად შემოსხდომა ყოველთვის გაუვათ, რათქმაუნდა არანაირ ფინანსურ სანქციებს არ ვაკისრებთ, მაგრამ აუცილებლად მოუწევთ ჩვენი ორგანიზაციის ინტერესების გატარებაც - აუცილებლად(!).

ბესო ჩუბინიძე: განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება

- ვიცით, რომ 2001 წლიდან მამების დღის 15 ოქტომბრის დაწესების იდეაც გაქვთ და პერმანენტულად ახორცილებდით კიდეც კონკრეტულ ნაბიჯებს, ჯერ ერთი რატომ იგივე ენთუზიაზმით არ აწესებთ მამების დღეს, როგორც სიყვარულის დღეს და მეორეც - მამათქვენის დაბადების დღეა 15 ოქტომბერი? 

- მეორე შეკითხვიდან დავიწყოთ - არა, 15 ოქტომბერი არაა მამაჩემის დაბადების დღე, მამაჩემი შობას 7 იანვარსაა დაბადებული, 15 ოქტომბერი შემოდგომის შუა თვის შუა რიცხვია, შემოდგომა კი - ხვავის, ბარაქის და სიმდიდრის ხანაა, ოჯახში ვინ ითვლება საქართველოში ტრადიციულად ხვავის, ბარაქის და სიმდიდრის შემომტანად? რათქმაუნად მამა... და, აი ამიტომაც 15 ოქტომბერი! რაც შეეხება იგივე ენთუზიაზმით ამ დღის პიარს და დაწესებას როგორც სიყვარულის დღის, 15 აპრილის, რა გითხრათ, მართლა არ მინდა ვინმემ დღეების დამწესებელი შემარქვას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქართველ კაცს, ქართველ მამას 23 თებერვალს არ უნდა ულოცავდნენ და ვგონებ ქართველი კაცები ღირსნი ვართ იმისა, რომ სიმბოლურად, წელიწადში ერთი დღე, ჩვენც მოგვილოცონ... მალე მოვა ეგ დროც.

ბესო ჩუბინიძე: განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება

- და ბოლოს. ბატონო ბესო, თქვენ ხართ ჟურნალ „ვარსკვლავების“ დამაარსებელი, იმ ჟურნალის რომელმაც თანამედროვე ქართული შოუ-ბიზნესის ეპოქა შექმნა, რომელმაც დაარსა პირველი ქართული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი „მეგა“ (15 წელიწადია ეს ცერემონიალი ტარდება), როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ის რაც ხდება დღეს ქართულ საესტრადო სფეროში?

- ანუ რატომ არაფერი არ ხდება? - იმიტომ, რომ დილეტანტები განაგებენ ამ სფეროს ზევით, იყო კარგი მომღერალი არ ნიშნავს იმას, რომ იყო კარგი ორგანზიატორი, იყო ბიუჯეტის ფულების მხვრელი და მჭამელი, არ ნიშნავს რომ იყო კარგი მარკეტოლოგი, სანამ დილენატები, რომლებიც ლამაზი მკერდის, სიმპათიური სიფათის და ლამაზი ხმის გამო ხვდებიან ქართული კულტურის სათაავეებში, მანამადე ასე იქნება - მე კი გეტყვით, რომ ეს „მანამდე“ დიდხანს არ გაგრძელდება! მე ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებ - არცერთი წელი არ ჩაუგდია საქართველოს მუსიკალური დაჯილოდების „მეგას“ ცერემონიალს, აქტიურად მუშაობს ქართული შოუ-ბიზნესის ტელეკომპანია www.stars.ge და აქტიურად და რეიტინგულად მიდის ყოველ სამშაბათს ჩემი საავტორო გადაცემა „პირისპირ“ რადიო „საქართველოს ხმაზე“, ანუ მე ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებ და არანაკლები მასშტაბებით, სახელმწიფოს ნულოვანი დახმარებით და ჩარევით, ალბათ ეს პერიოდი კბილებით უნდა გადავაგოროთ, რადგან ვიცი(!), რომ ისევ მოვა ქართული შოუ-ბიზნესის აყვავების ხანა (თუნდაც იმ მაშტაბებით, რა მაშტაბებიც საქართველოში ის შიძლება გვქონდეს).

ბესო ჩუბინიძე: განსაცდელის გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს გამარჯვება

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა