შემოგვიერთდით facebook-ზე
საქველმოქმედო კონცერტები სტარტს ბათუმიდან აიღებს და საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება
20-07-2015, 18:07  /  ნახვა: 2395

27 ივლისს, საღამოს 8 საათზე ქალაქ ბათუმში სასტუმრო ,,ინტურისტში", პროექტ - ,,სოციალური ინკლუზიის პოპულარიზაციის" ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი შემსრულებლები და ასევე სტუდია ,,ათინათის" პატარა ვარსკვლავები. საქველმოქმედო საღამო შშმ სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,თანას" და სშმ პირთა სარებილიტაციო ცენტრ ,,სანიტას" ეძღვნება. პროექტის ოფიციალური პარტნიორი ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ,,ანრი" (რექტორი ანზორ დიასამიძე), აჭარის უძრავი ქონების სააგენტო (დირექტორი ქეთევან ბალაძე) და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ხელმძღვანელი მაყვალა კვირიკაძე). საქველმოქმედო კონცერტები სტარტს ბათუმიდან აიღებს და საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართებაპროექტის პრეზენტაციის ფარგლებში ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ,,ანრის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია-დისკუსია თემაზე - სოციალური ინკლუზიის პოპულარიზაცია კერძო სექტორში, კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი რუსუდან გვაზავა და ქართველი ჟურნალისტები, ასევე ფსიქოლოგები, პედაგოგები და ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, მოხსენებას ამავე თემაზე წარმოადგენენ კერძო კომპანიები, პროექტში ბათუმის 50 ორგანიზაციაა ჩართული. კონფერენციას ინკლუზიური მიმართულების სპეციალისტები ლიტვიდან სტუმრობენ. პროექტის ტეკნიკურ მხარდაჭერას უზუნველყოფს სამშენებლო კომპანია Bესტ ბუილდინგ გროუპ. პროექტის ფარგლებში ბათუმში უფასო სტომატოლოგიური მომსახურეობის სურვილი შშმ პირებისთვის გამოთქვეს კლინიკებმა ,,ჯი სმაილი" და ,,დენტალ ლუქსმა". პროექტის მასპინძელი გახლავთ სასტუმრო ,,ინტურისტ პალასი". პროექტის ორგანიზატორი გახლავთ ორგანიზაცია ,,ქართული განათლება პლიუსი" და ჟურნალი პერსონა. პროექტი საქართველოს 12 ქალაქში ხორციელდება და სულ 900 ორგანიზაციაა ჩართული. საქველმოქმედო კონცერტები სტარტს ბათუმიდან აიღებს და საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართებაპროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები უცხოელ ექსპერტებთან, ტრენინგ-სემინარები, სპეცალისტების გადამზადება ინკლუზიური მიმართულების კუთხით. შშმ პირების მომსახურეობის ცენტრებს მიეცემათ რეკომენდაციები ადაპტირებული გარემოს გაუმჯობესების კუთხით და გაეწევათ ფინანსური დახმარებები. შშმ პირებს გაეწევათ უფასო სამედიცინო კვლევები და სხვა მატერიალური საჭიროებების მხრივ უზრუნველყოფა.
პროექტის ხანგრძლივობაა 9 თვე. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, სამტრედია, გორი, თელავი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, რუსთავი, გურჯაანი, ყვარელი.
ელფოსტა: go_education@yahoo.com ან დაგვირეკოთ: (574) 24 44 23. (558) 58 57 85. ქეთევან არაბული, იოსებ კავკავაშვილი.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა