შემოგვიერთდით facebook-ზე
დღეს თბილისში უჩიპო მოწმობების მოთხოვნით აქცია გაიმართება!
28-06-2015, 14:47  /  ნახვა: 1894

სოციალურ ქსელში დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც უჩიპო პირადობების მოთხოვნის თაობაზე გაიმართება, ორგანიზატორები მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ: ,,კვირას, 28 ივნისს 16:00 სთ-ზე თბილისში პარლამენტის წინ (9 აპრილის მემორიალთან) გაიმართება შემაჯამებელი და მნიშვნელოვანი აქცია - ალტერნატიული პირადობის მოწმობების მოთხოვნის თაობაზე!!!
ამ დღეს 100 000 ხელმომწერთა წერილზე მოხდება სასულიერო პირების, იურისტების და მოქალაქეების გაერთიანებული აქცია - უჩიპო მოწმობების თაობაზე, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აქტიურად დაუჭირა მხარი რეკომენდაციის სახით და მიუხედავად წინააღმდეგობებისა სწორედ ეხლა გვმართებს მტკიცედ დგომა!
ყურადღება- აქციის შემდეგ მოხდება დედაქალაქის მცირე შემოლოცვა ანჩისხატისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლებით - ბოროტ ძალთაგან დასაცავად!
(მოგეხსენებათ ამ მოთხოვნით მე-5 წელია მიმდინარეობს პერმანენტული აქციები და მუდმივი ლოცვა საკითხის კეთილად აღსასრულებლად, ა/წ 9 ივნისიდან ამ აქციებმა კვლავ ყოველდღიური სახე მიიღო...)
გულშემატკივარნი შემოუერთდით - ეს საზოგადო საქმეა და დასწრება მნიშვნელოვანია!"

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა