პოლიციამ სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებული დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე 2-ე მთავარი სამმართველოს, აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სექსუალური ძალადობისთვის, 1980 წელს დაბადებული ჯუმბერ თ. დააკავეს.
აღნიშნულმა პირმა, 2013 წლის 15 მაისს, ხელვაჩაურში, სამხედრო დასახლებაში, ძალის გამოყენებით დაამყარა სექსუალური კავშირი, 1995 წელს დაბადებულ ნინა ქ-სთან.
ირინა ენუქიძისა და სანდრო გირგვლიანის საფლვის მძარცველები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიცვალებულისადმი უპატივცემლობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული ლალი დ. და 1985 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, თანამზრახველებთან ერთად, შეურცხყვეს, რამდენიმე საფლავი, მათ შორის მიმდინარე წლის 24 მაისს, ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავიდან, ფარზე დამაგრებული ბრინჯაოს ბოლნისის ჯვარი მოხსნეს.
დაკავებულები მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
მოამზადა
ანა აფციაურმა
კირა ნაითლი: „მე არ ვარ იდეალური“
ანა კარენინას ფილმში თამაშობდნენ სამაილოვა და პლისეცკაია, გარბო და მარსო, საუბარი არ გვაქვს ვივიენ ლისა და ჟაკლინ ბისეტზე. ასეთ, შესაშურ კამპანიაში, რომ მოხვედრილიყო, კირა ნაითლს, ტოლსტოის რომანის ანა კარენინას ორჯერ წაკითხვა და იმის აღიარება მოუწია, რომ რუსი ქალები განსაკუთრებულები არიან. კირასთვის არ არის უცნობი რთული „ტრიურეკი“ , ის პირატივითაც დახტის და ბექჰემივით ფეხბურთსაც თამაშობს. რუსული რომანის ეკრანიზაციისას ბრიტანელ მსახიობს მოუწევს, შესრულოს, მხოლოდ ერთი აკრობატული ეტიუდი, გადმოხტეს ორთქლმავლიდან.
ავტორი
სოფო ხვიბლიანი
პოეზიით გაჭირვებულებს ვეხმარებით
გიორგი მოსიაშვილი: ყველა ადამიანი ღვთის შემოქმედია, ღმერთი კი სიყვარული. ჩემთვის პოეზია მთელი ცხოვრებაა და არა უბრალოდ გატაცება. პოეზია ყველა ადამიანს აღამაღლებს, ლექსის წერის ნიჭი ნებისმიერ ადამიანში ბუდობს, უბრალოდ, მისი პოვნა და გაღვივებაა საჭირო.
ავტორი
ანა აფციაური
ქართველი დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე თბილისში კოლექციის ჩვენებას გამართავს
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე, თბილისში, ახალ მოდელებს წარადგენს.
როგორც თავად ნატალია ჩხიკვაძემ განაცხადა, ჩვენება 1 ივნისს, ბავშვთა საერთასორისო დღეს მოეწყობა.
ავტორი
ანა აფციაური
კირა ნაითლი კოკო შანელის როლს შეასრულებს
ყველასათვის კარგად ნაცნობი მსახიობი კირა ნაითლი, უკვე დიდი ხანია რაც „შანელთან“ თანამშრომლობს. იგი კარლ ლაგერფილდის წყალობით, დიზაინერის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში, მოდის სახლის დამაარსებლის, კოკო შანელის როლს შეასრულებს. ფილმი ლეგენდარული დიზაინერის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოდის. ფილმის პრემიერა 8 მაისს, ჰონკონგში შედგება.
ავტორი
ანა აფციაური
ოდრი ტატუს ჰოლივუდში მოღვაწეობის გაგრძელება არ სურს
ოდრი ტატუს თქმით, საზღვარგარეთ კარიერის მოწყობას არ გეგმავს. მას ამერიკული ფილმები და ამერიკელი რეჟისორების ნამუშევრების ხარისხი მოსწონს. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ჰოლივუდში გადაღებები, კალიფორნიაში ხშირ გადაადგილებას მოითხოვს, რაც მისთვის მიუღებელია. მითუმეტეს, რომ ლოს-ანჯელესის მზის ქვეშ სხეულის ყოველი მილიმეტრი ჩანს, რომელსაც ათობით პაპარაცი და ჭორიკანა განიხილავს.
ავტორი
ნინო კერატიშვილი
ქართველი დიზაინერები და მოდელები ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოდელო სფერო ნელ-ნელა ვითარდება, თუმცა ევროპისგან და აზიისგან ჯერ კიდევ, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. სააგენტო „ლეონი“-ს მოდელი მარიკუნა ნორაკიძე, ამჟამად ჩინეთში მოღვაწეობს და თავისი საქმიანობის შესახებ გულახდილად გვესაუბრება.
თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია
მისთვის მშვილდოსნობით დაინტერესება 1972 წელს მოხდა. ბავშობაში აქტიურად იყო სპორტით დაკავებული, მშობლებმა 7 წლის ასაკში ცურვაზე შეიყვანეს. სკოლის დამთავრების შემდეგ, პირველი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი - ფილოსოფია ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგის სპეციალობით.
ინსტიტუტში მეორე კურსზე სწავლისას, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, თავისთავად, ყველა სპორტის სახეობა აქტიურად შუქდებოდა და ყველა სპორტი მოსწონდა, მაგრამ განსაკუთრებულად, სწორედ მაშინ მოეწონა სპორტის ორი სახეობა: აკადემიური ნიჩბოსნობა და მშვილდოსნობა. ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ მალევე შევიდა აკადემიურ ნიჩბოსნობაზე. მალე სპორტის ოსტატობის კანდიდატის ხარისხსაც მიაღწია. ამას სპორტული ტრავმები მოჰყვა - სახსრების ტკივილის შემდეგ ექიმების რჩევით ჩამოშორდა ნიჩბოსნობას. თუმცა, მეორე სპორტული სახეობითაც ასევე იყო გატაცებული - მშვილდოსნობით და სპორტ-კომპლექს „დინამოში“ მივიდა მშვილდის დასაუფლებლად. მისი მწვრთნელი არმენაკ კაჟიანი იყო, რომელიც დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 1976 წელს შეასრულა სპორტის ოსტატობის ნორმატივი და მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება.
საქართველომ ევროპის კარატეს ფედერაციის კომპლიმენტი დაიმსახურა
25-26 მაისს, თბილისმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ეგიდით გრანდიოზულ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა - „ოფენ ჯორჯია 2013“. „ოფენ ჯორჯიას“ საერთაშორისო ტურნირზე 12 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 350 საუკეთესო სპორტსამენი ასპარეზობდა პირველობისთვის. აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი საკმაოდ დიდი იყო - 3000 დოლარი. გარდა ამისა იყო მრავალი სპონსორი და ძვირფასი საჩუქარი სადაზღვევო კომპანია „უნისონიდან“ და „ჯეოსელიდან“, რამაც კარატეს პოპულარობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
ბრალდებული საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს
შსს–ს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბარალეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში მცხოვრები, 1953 წელს დაბადებული სერიოჟა თ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ,,აკ-74“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 393 საბრძოლო ვაზნა ამოღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით).
ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევს ნარკოტიკის შენახვისთვის კვლავ გაასამართლებენ
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების და უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ზვიად რ. რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და შუშის ბოთლი ამოიღეს, რომელშიც „ჰეროინი“ იყო მოთავსებული.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია „ჰეროინი“-ს შემცველი 2,6113 გრ ნარკოტიკული საშუალება.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაკავებულს ,,ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).