არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1948 წელს დაბადებული ჯემალ მ. არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შეიყვანა მცირეწლოვანი მეზობელი, 2009 წელს დაბადებული ნინო ჩ. და მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯემალ მ. გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობისთვის, 2011 წლიდან ძებნილი, საბა კ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2011 წლის 29 იანვარს, წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩაზე, 1986 წელს დაბადებულ, გიორგი ჯიმშელეიშვილს, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული შაჰინ ემრე ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები: „მარიხუანა“ და 112 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული „მარიხუანის“ საერთო წონა 49,34 გრამია.
ავტორები
თეონა ამბროლიანი
ვერიკო ბუბუტეიშვილი
არაერთგზის ჩადენილი დანაშაული საპროცესო შეთანხმებით დასრულდა
მოსამართლე ქეთი ჯაჭვაძის თავმჯდომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, თეიმურაზ ნადიროვის ბრალეულობა განიხილა, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით სამართლდებოდა. აღნიშნული მუხლი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტს ითვალისწინებს, რაც ჩადენილი იყო განსასჯელის მიერ არაერთგზის. ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან-თოთხმეტ წლამდე.
სასამართლო პროცესზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულს პირობით 2 წელი და 6 თვე შეეფარდა, ხოლო გამოსაცდელი ვადა 3 წელი და 6 თვე. ჯარიმის სახით კი 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. ასევე განსასჯელს ჩამოერთვა მართვის მოწმობა 5 წლის ვადით, ამავე ვადით იარაღის ტარების, განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლება. მას შეუძლია მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
ავტორები
თეო ამბროლიანი
ვერიკო ბუბუტეიშვილი
განსასჯელს ,,მორფინის“ გამოყენებისთვის მეორედ ასამართლებენ
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე დალი მეტრეველის თავმჯდომარეობით, ზვიად ხუბაშვილის საქმე განიხილა, რომელიც სსკ-ის 273-ე მუხლით (მუხლი ითვალისწინებს, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა, შენახვას ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას) გასამართლდა და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
ადვოკატ იას თოდუას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ ,,მორფინი“. ბრალდებულს ეს ქმედება ჩადენილი ჰქონდა ერთი წლის უკან და შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სასჯელი გამოსაცდელი ვადით. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ დანაშაულებრივი ქმედება, ისევ გაიმეორა. ადვოკატის განცხადებით, განსასჯელი აღიარებს დანაშაულს და თავს დამნაშავედ სცნობს. თუმცა არ ამხელს იმ ფაქტს, როგორ გამოიყენა ბრალდებულმა ეს ნარკოტიკული ნივთიერება. სასამართლო პროცესი არ შედგა, რადგან ბრალდებული არ ესწრებოდა. სხდომა 17 ივნისამდე გადაიდო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის განცხადება
ს რ უ ლ ი ვ ე რ ს ი
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ა.წ. 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია სექსუალური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება.
ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც საერთოა ყველა დროსა და სივრცეში; მათ შორისაა ზნეობრივი კანონები.
ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებებიც (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდო-მეცნიერულ შეხედულებებს).
ეკლესია ასეთ მიდრეკილებების მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და, მითუმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავსმოხვევა.
ეს იგივეა, რომ მოგწონდეს ნარკომანის ქმედება და თანაც ნარკომანიის საყოველთაო აფიშირებას ახდენდე.
ჩვენს ხალხს სულ სხვა სულისკვეთება აქვს და ამიტომაც გასაგებია მათი მძაფრი პროტესტი კონკრეტულად ამ და ზოგადად ასეთი შეკრებების მიმართ.
ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი ტრადიციების, სარწმუნოებისა და, ზოგადად, აზროვნების წესის შეურაცყოფას.
ვფიქრობთ, თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გააუქმოს ჰომოსექსუალებისათვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა;
მითუმეტეს, რომ დღეს მთელს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული მოყვასისათვის თავგანწირული ვაჟკაცების გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
შევნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ, „საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით“ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
16.05.13
შეხვედრა ამერიკის ჩემპიონებთან
დღეს, 16 საათზე, ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“ გაიმართება „სკაიპ-ჩართვა“ აშშ-დან, კერძოდ კი ლას-ვეგასიდან, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრების წევრთან, გიორგი მაჩაბელთან, რომელიც „Open America“-ს ერთ-ერთი ქართველი ჩემპიონია. ასევე „სკაიპ-ჩართვაში“ იქნება ამერიკის ტრადიციული ჩემპიონატის „Open America“-ს წლევანდელ გამარჯვებულთან დავით სვანიძესთან. „ლანგეითში“ გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონი და „Open America“-ს ერთ-ერთი ქართველი ჩემპიონი, დავით ტყებუჩავა და სხვა წარმატებული სპორტსმენები. საინტერესო შეხვედრა ელის ქართული სპორტის გულშემატკივართ.
რა ვაკეთეთ რას ვშვრებოდით, ანუ... საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა
ერთხელ მე და პაპა-ჩემი
ერთ ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარ: - პაპა-ჩემო!
შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული სანდრო ბ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს.
დაკავებულმა 2 ივნისს თბილისში, პუშკინის სკვერში, შურისძიების მიზნით, 1983 წელს დაბადებულ ერიკ მღებროვს, ცივი იარაღით სხეულზე ორი ჭრილობა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერიკ მღებროვი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 108–ე მუხლით) მიმდინარეობს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კონტრაბანდულ საქონელს გაანადგურებენ
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი კონტრაფაქციული, ფალსიფიცირებული თმის მოვლის, ასევე სარეცხი საშუალებები, სავაჭრო ქსელში აღარ მოხვდება. 31 მაისს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა ტიპის კონტრაფაქციული, ფალსიფიცირებული საქონელი გამოავლინეს. კერძოდ, საბაჟო საწყობში „ლილო 1“ WASH & GO-ს სასაქონლო ეტიკეტით ნიშანდებული, 6 048 ცალი შამპუნი აღმოაჩინეს. საქონლის მფლობელი კომპანია, აღნიშნული პროდუქციის საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას გეგმავდა. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონის „თბილისი“ თანამშრომლებმა 5 174 დოლარის ღირებულების, 2 250 კგ. (150 ყუთი) კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება “Ariel”-ი დააკავეს. ტვირთი მფლობელ კომპანიას თურქეთიდან შემოჰქონდა.
მეცხრამეტე საუკუნის წიგნები საზღვარზე უკანონოდ გადაჰქონდათ
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოდან მე-19 საუკუნის წიგნების უკანონოდ გატანის ფაქტი აღკვეთეს. ფოთის პორტის გავლით, ბელორუსის მიმართულებით, ღვინით დატვირთული სატვირთო მანქანა გადაადგილებოდა. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, ავტომანქანაში, მე-19 საუკუნეში გამოცემული ოცი წიგნი აღმოაჩინეს. მანქანის მძღოლს განემარტა, რომ წიგნები, სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა კულტურულ ფასეულობებს განეკუთვნებოდეს, შესაბამისად, ასეთი ნივთების გატანა, მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი. ნებართვის უქონლობის გამო, წიგნების საზღვარგარეთ გატანა აღიკვეთა.
რეზო გაგუა: პანიკური შიში კiბოს მიმართ უნდა დავძლიოთ და უნდა შევიგნოთ, რომ კობო დიაგნოზია და არა სასიკვდილო განაჩენი
სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში ონკოლოგიურმა დაავადებებმა საგრძნობლად იმატა. ამას არა ერთი მიზეზი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები შემუშავდა, მთელს მსოფლიოში დაავადება საშიშ ტენდენციას ავლენს. ჩვენ გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალურ დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, პროფესორ რეზო გაგუას, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დროულ გამოვლენას და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების მნიშვნელობაზე გვესაუბრება.
- საოცარი ბედნიერება მხვდა წილად, როდესაც ჩვენი ქვეყნის უწმინდესსა და უნეტარესს კათალიკოს პატრიარქს ილია II შევხვდი. ჩვენ ერის სულიერებაზე ბევრი ვისაუბრეთ. პატრიარქი თავად დაინტერესდა, თუ რა არის კიბო, როგორ ხდება დაავადების პროგრესირება და როგორ უნდა ვებრძოლოდ მას. გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რატომ იზრდება საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობა. პატრიარქის მოწოდებაა ერმა ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს, რადგან ეს შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ონკოლოგიურ, არამედ მრავალი სხვა გავრცელებული დაავადებების დამარცხებას. ჩვენი საუბრის დასასრულს მან აღნიშნა, რომ ქართველი ონკოლოგებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ამ სენის დამარცხებაში და თავისი ლოცვა-კურთხევა მოგვცა.
- ბატონო რეზო, რამდენად გახშირდა ონკოლოგიური დაავადებები და რა არის მათი გამომწვევი მიზეზები?