შემოგვიერთდით facebook-ზე
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა
10-06-2013, 15:05  /  ნახვა: 1782

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული შაჰინ ემრე ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები: „მარიხუანა“ და 112 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული „მარიხუანის“ საერთო წონა 49,34 გრამია.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა