შემოგვიერთდით facebook-ზე
არაერთგზის ჩადენილი დანაშაული საპროცესო შეთანხმებით დასრულდა
10-06-2013, 14:50  /  ნახვა: 2075

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

მოსამართლე ქეთი ჯაჭვაძის თავმჯდომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, თეიმურაზ ნადიროვის ბრალეულობა განიხილა, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით სამართლდებოდა. აღნიშნული მუხლი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტს ითვალისწინებს, რაც ჩადენილი იყო განსასჯელის მიერ არაერთგზის. ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან-თოთხმეტ წლამდე.
სასამართლო პროცესზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულს პირობით 2 წელი და 6 თვე შეეფარდა, ხოლო გამოსაცდელი ვადა 3 წელი და 6 თვე. ჯარიმის სახით კი 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. ასევე განსასჯელს ჩამოერთვა მართვის მოწმობა 5 წლის ვადით, ამავე ვადით იარაღის ტარების, განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლება. მას შეუძლია მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
ადვოკატ ლოლას კურკუმულის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მისი განმარტებით,  ბრალდებული ადრეც ნასამართლევია, კერძოდ 2009 წელს, ამავე ქმედების გამო და იმ დროისათვის მას თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ჰქონდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ნარკოტიკული ხსნარი, კერძოდ ,,მეტამორფიტამინი“, სამართალდამცავებმა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. ადვოკატი არ ამხელს იმ ფაქტს, თუ საიდან და როგორ შეიძინა ბრალდებულმა ეს ხსნარი, ის განმარტავს, რომ ეს ფაქტი გამოძიებისათვის არ იყო მნიშვნელოვანი. საპროცესო შეთანხმების შედეგად კი ბრალდებული გაათავისუფლეს.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა