მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
რა ელოდება საქართველოს და მსოფლიოს, თუ ანტარქტიკაზე ყინული დადნება
,,National Geografic“ -ს თუ დავუჯერებთ, აღმოსავლეთ ინგლისის ნახევარი, მთელი დანია, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო, ბანგლადეში და ჩინეთის დიდი კედელიც კი წყლის საფარის ქვეშ აღმოჩნდება, თუ მსოფლიოს მთელი ყინული დადნება. მსოფლიო რუკა შეიცვლება და გვიჩვენებს რადიკალურად განსხვავებულ პლანეტა - დედამიწას, თუ ანტარქტიკის მთელი ყინული დადნება.
„ანტარქტიკაზე 5 მილიონი კუბური მილის რაოდენობის ყინულია, რომლის დადნობა ზღვის დონეს მნიშვნელოვნად აწევს. თუმცა ამ ყინულის დადნობას, ექსპერტთა აზრით 5000 წელი დასჭირდება“ - წერს ჟურნალი.
ყინულის დადნობაზე სხვა ფაქტორი იმოქმედებს.
ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე-2 მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ქუთაისში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი – 1957 წელს დაბადებული ოლეგ ო. და 1963 წელს დაბადებული ამირან ი. ჯგუფური ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის 12 ოქტომბერს, ხონის რაიონის სოფელ პატარა ჯიხაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიდაგზე რევაზ ხ-ს ოქროს ყელსაბამი და სამაჯური გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ოქროს ყელსაბამი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 178-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ავტორი
მზია კევლიშვილი
თიკა ჯამბურიას და ირინა ბაირამაშვილის ერთობლივი ბიზნესი
მომღერლებმა თიკა ჯამბურიამ და ირინა ბაირამაშვილმა საბავშვო სტუდია გახსნეს, რომელსაც ,,დო რე მი" დაარქვეს. მასში 5-დან 15-წლამდე ბავშვები მიიღებიან. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ: მეტყველება, სასცენო მოძრაობა, ხატვა და ცეკვა.
- თიკა, როგორ გაჩნდა სტუდიის შექმნის იდეა?
- ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ჩემმა ორი წლის შვილმა, ხობის ფესტივალზე, ჩემს მიერ ნასწავლი სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულა. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვებთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. ფიქრის პროცესში ვიყავი, როცა ირინა ბაირამაშვილმა საბავშვო სტუდიის გახსნა შემომთავაზა. ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ ადვილად ავიღე პასუხიმგებლობა და მის შემოთავაზებას დავთანხმდი.
- ვინ არიან მასწავლებლები?
- სტუდიის ხატვის მასწავლებელი გახლავთ არაჩვეულებრივი მხატვარი თეკლე ხახუბია, ხოლო ვოკალის პედაგოგი - მარი ლიკლიკაძე.
- რით არის გამორჩეული თქვენი სტუდია მსგავსი სტუდიებისგან?
- ჩვენთან ბავშვებს დახვდებათ გარემო, სადაც მათ შეიყვარებენ და წაახალისებენ. მათთვის არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ დიდი მეგობრებიც ვართ. სწავლების მეთოდი ფსიქოლოგებისა და პროფესიონალების დახმარებით ჩამოვაყალიბეთ. ოთახი, რომელშიც ბავშვები ისწავლიან, ხატვის მასწავლებელმა, თეკლე ხახუბიამ მოხატა, რაც ასევე ჰარმონიულ და თბილ გარემოს ქმნის. ჩვენი მიზანი, მთელი საქართველოს მაშტაბით ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა. იმედი გვაქვს, რომ ბავშვებს სიმღერას შევაყვარებთ და დიდ წვლილს შევიტანთ მათ კარიერულ წინსვლაში.
ავტორი
გიორგი გაბაშვილი
ლეილა გაფრინდაშვილი: ივანიშვილს სულს ამოვხდით და ყველაფერში ვამხელთ
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტორია საქართველოს ლეიბორისტული პარტია. მისმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 2.9 % მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა. თუმცა ამ შედეგებს ისინი არ იზიარებენ. მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციასა და ლეიბორისტული პარტიის მომავალზე, მათ ერთ-ერთ ლიდერს - ლეილა გაფრინაშვილს ვესაუბრეთ.
- როგორ შეაფასებს ლეიბორისტული პარტია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ზოგადად სიტუაციას?
- მოგეხსენებათ, რომ შეიცვალა და მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელზეც საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებდა. ლეიბორისტული პარტია, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან, სკეპტიკურად იყო განწყობილი მის მიმართ. ვამბობდით, რომ ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა, არაფერი შეიცვლებოდა და სისტემა იგივე დარჩებოდა, არაფერი შეიცვლებოდა ეკონომიკურადაც. ის ყოველთვის ისედაც იყო პოლიტიკაში, სააკაშვილის მმართველობაც მისი ხელდასმით მოხდა, რასაც თვითონ სააკაშვილიც არ უარყოფს და ამბობს, რომ იგი მისი ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი გახლდათ. ამდენად, სისტემა უვცვლელი დარჩა, ხალხის მოლოდინი აბსოლუტურად გადავიდა ნიჰილიზმში, რაც ამ არჩევნებმაც ცხადყო. ამომრჩეველთა 35 %-ზე მეტი არჩევნებზე არ მივიდა, ის 10-11 %, რომელიც მერე მიაწერეს ახლაც ვარკვევთ, როგორ მოახერხეს.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ჯადოსნური ,,ლამპარი“
მათ ფართო საზოგადოება დღემდე არ იცნობთ. არც კონცერტებით და გამოსვლებით ყოფილან განებივრებულნი. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია. ამ პატარა ოჯახში საოცარი სითბო და სიყვარული ტრიალებს - ხალხურ საკრავთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური სტუდია ,,ლამპარი”. სტუდიის ხელმძღვანელს მთვარისა ვაჭარაძეს ჟურნალი ,,ქართული ელიტა“ ესტუმრა. ჩვენი ჟურნალი პირველია, ვინც მისგან ინტერვიუ აიღო, იგი ჩვენი აღმოჩენაა.
მთვარისა ვაჭარაძე: სტუდია ,,ლამპარი“ 2011 წელს ჩამოვაყალიბე. თავიდან 5 მოსწავლე მყავდა, მაგრამ დღეს მათი რაოდენობა ასზე მეტია. მესამე წელია, რაც სტუდია ფუნქციონირებს. გვაქვს სხვადასხვა განყოფილება; საესტრადო, ხალხური და გიტარის ჯგუფი. საგალობლების ჯგუფიც გვინდოდა შეგვექმნა, მაგამ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. ბავშვები უზომოდ მიყვარს, მათ ერთმანეთის სიყვარულს ვასწავლი. სიყვარულით იწყება პიროვნებად ჩამოყალიბება, ამას შეძლებისდაგვარად ვცდილობ და მგონი გამომდის. შეიძლება ყველა პროფესიონალ მუსიკოსად და მომღერლად ვერ ჩამოყალიბდეს, მაგრამ, როგორც პიროვნება შედგეს. ყველა ბავშვი, ვინც ჩემთან მოდის, ჯერ ჩემი საუკეთესო მეგობარია და შემდეგ მოსწავლე.
სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს მომჩივანთა წარმომადგენლობა აუკრძალა
ადვოკატ მამუკა ნოზაძეს, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 25 საჩივარი აქვს წარდგენილი, 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ აუკრძალა მოცემულ საჩივრებზე, როგორც ადვოკატის ფუნქციის შესრულება, ისე ამ პირების დახმარება წარმომადგენლობის გზით. სტრასბურგის სასამართლომ, აგრეთვე, დაადგინა, რომ მისი გადაწყვეტილება აკრძალვის შესახებ არა მხოლოდ მოცემულ 25 მიმდინარე საჩივარს ეხება, არამედ − ნებისმიერ მომავალ საჩივარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამუკა ნოზაძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვერც მიმდინარე პროცესებს გააგრძელებს და ვერც მომავალში შეიტანს საჩივრებს.
სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება თავისი რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-4 (ბ) პუნქტის საფუძველზე მიიღო. ის ამ ზომას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავს, როცა მომჩივნის ინტერესების დაცვა სათანადოდ აღარ ხდება შესაბამისი ადვოკატის მიერ.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ლაშა დარბუაშვილი: ზოგჯერ ადამიანებს შრომა გვეზარება და გარკვეულ წინააღმდეგობებს ვაბრალებთ
36 წლის ხატმწერი ლაშა დარბუაშვილი სამი წლის ასაკიდან ხატავს. მანქანების ხატვით დაწყებულმა გატაცებამ ფერწერის შესწავლამდე მიიყვანა. ეკლესიურმა ცხოვრებამ კი ხატწერით დააინტერესა. ამბობს: რომ ყველა ნახატს თავისი ეპოქა აქვს. როდესაც ეკლესიური ხდები, ხატს სიღრმისეულად აღიქვამ და ხვდები, რომ ხატწერასთან შედარებით ხატვა არაფერია, ხატწერა სულთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვეულებრივი მხატვრობა.
- რა არის თქვენთვის ხატწერა?
- ხატწერა ჩემთვის საეკლესიო ხელოვნება და ღმერთთან ურთიერთობაა. განვიცდი და უფრო მოკრძალებული ვხდები, როდესაც ხატს ვწერ, ვაცნობიერებ, რომ წმინდანის პორტრეტს ვქმნი. განწყობა უნდა შეიქმნა, რომ უფალმა ხატი დაგაწერინოს.
მიქელანჯელოს ნახატებში სიშიშვლე, ვნებები, ადამიანების ანატომია ჩანს, რადგან ერის მხატვრობაა და თავისუფლება მიღებულია. ხატწერა კი სამოთხეა, სულ სივრცე და მარადისობაა. ხატწერაში უმეტესწილად სიმბოლოებია.
პირველ საუკუნეში, რომის იმპერიაში, ძალიან ბევრ ადამიანს აკრავდნენ ჯვარზე. ამიტომ ხატწერაში მაცხოვრის შარავანდედში აუცილებლად ჯვარი უნდა იყოს გამოსახული, ქრისტეს ნიშანი. თუ შარავანდედში ჯვარი გამოსახული არ არის, ესე იგი ხატი დარღვეულია. ხატი ისე უნდა დაიწეროს, რომ მეტყველი იყოს. საერო მხატვრობისგან განსხვავებით, ხატწერაში რეალიზმი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია არსი იყოს სწორად გადმოცემული.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ანა გოგუაძე: სტერეოტიპები, რაც ქართველებს აქვთ, სისულელეა
ფოტოხელოვანი ანა გოგუაძე, მსახიობ გოგა პიპინაშვილის თეატრალურ სტუდია ,,არტ" ჰოლში გავიცანი. ჩემი ყურადღება თავისი საოცარი სულიერი და გარეგნული სილამაზით, მაშინვე მიიქცია, თავისი მხიარულებითა და სიხალასით მომხიბლა. მისი ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შეზღუდული უნარი არარსებობს, ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. მიუხედავად სულიერი და ფიზიკური ტკივილებისა, მის ლამაზ სხეულში ლამაზი სულია. რამოდენიმე ხანს, ანას კვალი დავკარგე. წლების შემდეგ, სოციალური ქსელის მეშვეობით ისევ აღმოვაჩინე, დავმეგობრდით და დღეს ჟურნალ ,,ქართული ელიტის“ სტუმარია.
- ანა, როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით და არის თუ არა ეს სფერო თქვენი ძირითადი პროფესია?
- 15 წლის ვიყავი, როცა ფოტოგრაფიით დავინტერესდი. ბავშვობაში სულ ვხატავდი, შემთხვევით ნინო ქათამაძემ მკითხა, მგონი ფოტოების გადაღება გამოგივაო, თავისი ფოტოაპარატი მათხოვა და ასე დაიწყო ეს ამბავი. მხოლოდ ფოტოგრაფიით არ ვარ დაკავებული, ბოლო დროს სულ სხვადასხვა რამეებს ვაკეთებ, საერთოდ 2-3 წელია იშვიათად ვიღებ.
მოამზადა
მზია კევლიშვილმა
ტიტანიკის ვიოლინო 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა
ვიოლინო, რომელსაც სავარაუდოდ ,,ტიტანიკის" ჩაძირვის წუთებში უკრავდნენ 1.4 მილიონ დოლარად, ინგლისის აუქციონზე, დაწყებდან 10 წყთში გაიყიდა.
BBჩ-ის განცხადებით, ვიოლინოზე ,,ტიტანიკის" ბენდიხ ხელმძღვანელის, უოლეს ჰარტლის სახელია ამოტვიფრული. შავარაუდოდ, უოლესი გემზე მყოფ 1,517 ჩაძირულთაგან ერთ-ერთი იყო, როდესაც მუსიკოსი წყლიდან ამოიყვანეს მას ვიოლინო მკერდზე ჰქონდა მიკრული.
გავრცელებული ინფორმაციით, ორკესტრი ჰიმნს ,,ახლოს ჩემი ღმერთია", იქამდე უკრავდა, სანამ გემი არ ჩაიძირა.
მოამზადა
მზია კევლიშვილმა
მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი სახელად ჯორჯი გარდაიცვალა
მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი ჯორჯი გახლდათ. მისი სიმაღლე 112სმ, სიგრძე 202სმ, წონა კი 110 კგ იყო. გიგანტური ჯორჯი გინესის წიგნშია შეყვანილი. ის შვიდი წლის ასაკში, არიზონაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ძაღლის გარდაცვალების შესახებ, მისმა პატრონმა, ჯორჯის ფეისბუკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა.
,,დიდი გულის ტკივილით გაცნობებთ, რომ გიგანტი ჯორჯი მშვიდად, საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული, თავის მერვე დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე, წუხელ საღამოს საკუთარ სახლში გარდაიცვალა".
ქართველები ჩეხეთშიც პირველები იყვნენ
საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ 25-27 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ საერთაშორის ტურნირში იასპარეზა ბოჰემიის თასზე. მაღალი დონის ტურნირს 25 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 1000-ზე მეტი სპორტსმენი სტუმრობდა.
თბილისში პრობაციონერთა დასაქმება გრძელდება
თბილისის პრობაციის ბიუროს დახმარებით, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, ხუთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
სამუშაოების მწარმოებელი „საინჟინრო სერვისების კომპანიისათვის“, პრობაციონერთა დასაქმების რეკომენდაციით მიმართვამდე, თბილისის პრობაციის ბიურომ, ინდივიდუალურად შეისწავლა ხუთივე მათგანის რისკები და საჭიროებები.
შესაბამისი შეფასებების გათვალისწინებით, ყველა პირობით მსჯავრდებულთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პრობაციონერები სამშენებლო ობიექტზე, სხვადასხვა დამხმარე სამუშაოებს შეასრულებენ და ყოველთვიურად 550 ლარს გამოიმუშავებენ.
პირობით მსჯავრდებულთა დასაქმება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. პრობაციის ბიუროები მუდმივად ზრუნავენ პირობით მსჯავრდებულთათვის სამუშაო ადგილების მოძიებაზე. მიმდინარე წელს, მათი ხელშეწყობით, უკვე 120 პრობაციონერი დასაქმდა.