შემოგვიერთდით facebook-ზე

მოთხრობა ,,სწორი თეთრი ხაზი" პირველად სკოლაში წავიკითხე, მას შემდეგ მომინდა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას სრულად გავცნობოდი. მის მოთხრობებში ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი მეორე მე დავინახე. რაზეც ოდესმე მიფიქრია, რაც კი ცხოვრებაში პასუხ გაუცემელი კითხვები მქონია, ყველაფერი გოდერძის თავის ნაწარმოებებში აქვს ნათქვამი. გოდერძი ჩოხელი ჩემთვის ილიაც არის, აკაკიც , ვაჟაც და რუსთაველიც. ის არაამქვეყნიურად მიყვარს. ამბობს ფილმის ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელი"-ის რეჟისორი – თინათინ ბეკოშვილი. 

12-10-2014, 20:20

მოჩვენება ლიფტში

12-10-2014, 17:41

საუფლო კვართის დაფლვის ადგილი

იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ "სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი".

11-10-2014, 21:13

სამი წლის იყო, როცა მშობლებმა ანსამბლ ,,Big Band I see"-ში მიიყვანეს. სიმღერამ – ,,ვერ შეგელევი" პოპულარობა მოუტანა. პირველი სოლო კონცერტი 2006 წელს, თბილისის სპორტის სასახლეში ჰქონდა, შემდეგ კი ტურნე რეგიონებში გააგრძელა. ერთ დროს, საქართველოში პოპულარულმა, თინეიჯერებისთვის საყვარელმა შემსრულებელმა, 2008 წელიდან ქვეყანა დატოვა და კარიერა რუსეთში გააგრძელა. ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართველ საზოგადოებას აღარაფერი სმენია. მას მოსკოვში ჩვენი ჟურნალი geoelite.ge დაუკავშირდა და პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა. 

11-10-2014, 18:42

ინგა გრიგორიას დღევანდელ გადაცემა ,,რეაქციაში", სადაც მთავარ თემად განიხილებოდა – ,,უნდა მართავდნენ თუ არა კონცერტს ქართველები მოსკოვში"., – სხვა სტუმრებთან ერთად, მიწვეული იყვნენ შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები. პირდაპირ ეთერში დავით ხუჯაძეს და რუსეთში წასულ მომღერლებს სამშობლოს მოღალატეები უწოდეს.

10-10-2014, 22:58

ახლახანს, ოთო ნემსაძემ ფეისბუქის გვერდზე, საკუთარი ავადმყოფობის შესახებ სტატუსი გამოაქვეყნა. მისი განმარტებით უამრავ ექიმთან ვიზიტის მიუხედავად, ტემპერატურის დაწევა ვერავინ შეძლო, რომელიც უკვე ექვსი თვეა აწუხებს.

10-10-2014, 21:35

ჯოჯოხეთის კარიბჭე

10-10-2014, 21:09

დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე): მოუნათლავი გარდაცვლილი ბავშვის შესახებ

10-10-2014, 20:44

სულ რაღაც სამი თვეა, რაც იუმორისტული გვერდი „მანიკო გვაჭანიძე“ შეიქმნა და მათ უკვე მილიონამდე მაყურებელი ჰყავთ, ბევრი კრიტიკის მიუხედავად, ისინი მაინც facebook-ის ,,ვარსკვლავებად“ რჩებიან და აქტივობას არ კარგავენ. ამბობენ, რომ კრიტიკული კომენტარები სულაც არ აღიზიანებთ და თაყვანისმცემლებს ახალ სიურპრიზებს ჰპირდებიან. მალე მაყურებელს ერთ–ერთი სატელევიზიო არხიდან ორ დაქალზე მოკლემეტრაჟიან სერიალს შესთავაზებენ.

10-10-2014, 19:53

ბატონი ზაურ სამხარაძე წლებია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. პროფესიით იურისტი, ძალიან მდიდარი და საინტერესო წარსულის მქონე პიროვნებაა. იგი ჟურნალ ,,geoelite.ge" მკითხველს საოცრად კეთილი ადამიანის - დარეჯან თომაძის ამბავს უყვება.

10-10-2014, 13:22

,,ნაცების" კრიტიკა–მუქარით ცნობილმა მანჩო გიორგობიანმა, ამჯერად საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან მაია ასათიანის და მისი გადაცემის წინააღმდეგ ,,გაილაშქრა". ის საქართველოში ქართველი ქალის ღირსების დაცვას შეეცადა და ,,ფეის–მეგობრებისგან" საქებარი კომენტარებიც დაიმსახურა.

9-10-2014, 11:54

ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთავინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.
მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

8-10-2014, 21:44



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა