შემოგვიერთდით facebook-ზე
მანჩო გიორგობიანმა მაია ასათიანის გადაცემას ,,პუტანკობის" პროპაგანდა უწოდა
9-10-2014, 11:54  /  ნახვა: 7605

,,ნაცების" კრიტიკა–მუქარით ცნობილმა მანჩო გიორგობიანმა, ამჯერად საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან მაია ასათიანის და მისი გადაცემის წინააღმდეგ ,,გაილაშქრა". ის საქართველოში ქართველი ქალის ღირსების დაცვას შეეცადა და ,,ფეის–მეგობრებისგან" საქებარი კომენტარებიც დაიმსახურა.
მანჩო გიორგობიანი: 24 სათიან რეჟიმში ეწევიან ,,პუტანკობის" პროპაგანდას... მათ რომ უსმინო, მხოლოდ პუტანკა აღწევს წარმატებას, ,,ცნობადობას", ,,კეთილდღეობას"... კი ბატონო, წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ნიჭიერებით, განათლებით და ტალანტით წარმატებული და დაფასებული ქალი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში? აჩვენე რა ახალგაზრდებს, რომ სხვა მიზანი დაისახოს, სხვა ფასეულობებში დაინახოს ბედნიერება... ცხოვრება ისეთი საინტერესო და მრავალფეროვანია..
რას ქადაგებენ, სიყვარული აღარ არის საჭირო?.. მარტო ბრენდოვი ძონძებში, ჯიპში და ვაკის ბინას თუ გიყიდის ვიღაც ,,ბოროვი პაპიკა", ეს არის წარმატება და ბედნიერება?!
რა უბედურებაა ეს?!

მანჩო გიორგობიანმა მაია ასათიანის გადაცემას ,,პუტანკობის" პროპაგანდა უწოდა
მაია ასათიანი რომ უვიცი და უწიგნურია, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ როდემდე უყუროს საზოგადოებამ ამ სატელევიზიო ბორდელს ?!
გუშინ, ფბ-ს შფოთვის ფონზე, შევიხედე გადაცემაში , ვერ ვიცანი ვერავინ .. ვიღაც მისნაირი უვიცები ბოდავდნენ სისულელეებს .- ,,გენდერი" ,,ქალის ჩაგვრა გვახასიათებს ქართველებს".. "საშინელი ტრადიციები, წეს-ჩვეულებები" .. ვინ იყვნენ ეს უჯიშოები და უთვისტომოები?! რა ოჯახებში გაიზარდნენ?! სად მიიღეს განათლება?!
საქართველოში თუ ქალი არ ფასდებოდა, ევროპაში რა ხდებოდა ამ დროს?! )))
,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია " - აღინიშნა როგორც არსებული რეალობა, თუ იფანტაზიორა რუსთაველმა?!
საქართველოში, სადაც თამარი მეფედ აკურთხეს (მამაკაცს გაუთანასწორეს) და არა დედოფლად.. ქალს-მეფეთ-მეფეს, რომელსაც აღიარებდა და მუხლზე უჩოქებდა სრულიად საქართველო და არასაქართველოც... მეფედ იყო წოდებული რუსუდანიც...
საქართველოში, სადაც საპატიო მანდილოსნები - კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი , დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ პოლიტიკურ დასთან...
საქართველოში, სადაც XVIII საუკუნეში, მებრძოლ ქალებს -გლეხებს - მაია წყნეთელს, თამრო ვაშლოვნელს, თინა წავკისელს მამაკაცები აღიარებდნენ წინამძღოლად და ბრძოლაში მიჰყვებოდნენ..
საქართველოში, სადაც ქეთევან, თეკლა და მარიამ ბატონიშვილები იყვნენ 1805 წლის აჯანყების მთავარი მონაწილეები..
საქართველოში, სადაც 1832 წლის შეთქმულებაში , ბატონიშვილი თამარი (ერეკლეს შვილისშვილი) არამარტო ორგანიზატორი იყო, არამედ ადგენდა შტაბის სამოქმედო გეგმას..
შეთქმულებაში მონაწილეობდნენ: ბატონიშვილი რიფსიმე, გიორგი მეფის ასული, მეუღლე დიმიტრი ჩოლოყაშვილისა, ბატონიშვილი სალომე, ფარნაოზის ასული.. ეკატერინე დავითის ასული ბარათაშვილი .. მელანია შანშეს ასული ერისთავი... მანანა ორბელიანი...
რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
სამეგრელოს აჯანყებული დედოფალი ნინო, გრიგოლ დადიანის მეუღლე, გიორგი მეფის ასული - ცალკე დიდი თემაა..
საქართველოში, სადაც დედაკაცი - ვაჟკაც ქალს და დედაბერი -ბრძენ ქალს ნიშნავს…
,,ქალი იყო ქართული ოჯახის ბურჯი, სიმტკიცე და საფუძველი სახელმწიფოსი. არა ნაკლები იყო ქართველი ქალის როლი პოლიტიკაშიც, სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში." - წერს
ექვთიმე თაყაიშვილი --- კიდევ რამდენი დაწერილა მსგავსი ?!
რას ბოდავთ... რეებს როშავთ.. რაის ქალი არ ფასდებოდაო საქართველოში?! რაის კაცი არ აღიარებდაოოო?!
ჩვენი ადათ-წესების ხსენებისას, ბალღამს რომ ანთხევთ!..
საფო მგელაძის, კატო მიქელაძის, ელენე დარიანის, ელიჩკა ახვლედიანის, ეკატერინე ფორაქიშვილის, ქეთავან მაღალაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის ქვეყანაში, ქართველი ქალი ,,ჩაკეტილი" და ,,დაჩაგრული" იყო?!
ვინ მოგცათ საქართველოს დაკნინების უფლება, ამებებს ?! ვის დაკვეთას ასრულებთ მიზანმიმართულად, კიკუებო?!
ამდენი ,,პრადვინუტი" ბნელი და წერა-კითხვის უცოდინარი, სად შეიყარეთ.. სად გაიზარდეთ , ასეთ წკვარამში.. საიდან აღმოცენდით შხამიანი სოკოებივით?!

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა