შემოგვიერთდით facebook-ზე
დათო ხუჯაძეს საქართველოს მოღალატე უწოდეს!
10-10-2014, 22:58  /  ნახვა: 2531

ინგა გრიგორიას დღევანდელ გადაცემა ,,რეაქციაში", სადაც მთავარ თემად განიხილებოდა – ,,უნდა მართავდნენ თუ არა კონცერტს ქართველები მოსკოვში"., – სხვა სტუმრებთან ერთად, მიწვეული იყვნენ შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები. პირდაპირ ეთერში დავით ხუჯაძეს და რუსეთში წასულ მომღერლებს სამშობლოს მოღალატეები უწოდეს.
დავით ხუჯაძემ აღნიშნულ კომენტარს დარბაზშივე უპასუხა: ,,არავის გაქვთ უფლება, არცერთ რიგით ადამიანს, ხელოვანს გადაუწყვიტოთ და უკარნახოთ, სად წავიდეს ან სად იმღეროს. რუსეთში მცხოვრები ქართველებიდან ყველას არ შეიძლება მოღალატე უწოდოთ!"
,,რეაქციაში" ძირითადად განიხილებოდა თბილისობას მოსკობში წასული მომღერლების; ნინი ბადურაშვილის, ნინო ჩხეიძის და ლელა წურწუმიას მოსკოვური ,,თბილისობის ტურნე".
პირდაპირი ჩართვისას კი მიხეილ ხუბუტიამ, პუტინთან დაახლოვება არ უარყო და განაცხადა, რომ ვცდილობ, საქართველო–რუსეთს შორის ურთიერთობები აღდგეს. ის, რომ საქრთველოს გასაღები პუტინის და ღმერთის ხელშია, ეს ჩემი მოსაზრებაა და სიმართლეა. ამ სიმართლეს თუ არ მიიღებთ, მაშინ ყველაფერი ასე დარჩება. თუნდაც უკრაინის მაგალითს თუ გადავხედავთ. პუტინი ნომერ პირველი მმართველია მსოფლიოში.

დათო ხუჯაძეს საქართველოს მოღალატე უწოდეს!
ხუბუტიამ განაცხადა, რომ მოსკოვში კონცერტზე ჩასულ მომღერლებს ჰონორარი არ აუღიათ: ,,ნინო ჩხეიძემ და ნინი ბადურაშვილმა თავიდანვე უარი განაცხადეს თანხის აღებაზე, ხოლო ლელა წურწუმია ახლობლებთან იყო ჩამოსული."
გოგა ხაჩიძემ კი, რომელმაც ყველაზე პირველმა ,,ატეხა განგაში" მომღერლების მოსკოვურ ვიზიტზე, განაცხადა, ,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მომღერლები, ვინც იქ წავიდნენ საქართველოს მოღალატეები არიან, თუმცა ყველას გვაქვს საკუთარი მოსაზრება მსგავსი საკითხების მიმართ."
ინგა გრიგორიამ ნაციონალებს მიხეილ სააკაშვილის და მიხეილ ხუბუტიას ურთიერთობა და მეგობრული ფოტოსესია შეახსენა.
ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი და ლელა წურწუმია გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
გადაცემის ინტერაქტივის გამოკითხვებით კი მოსახლეობის უმრავლესობა დაეთანხმა იმას, რომ – ქართველები უნდა მართავდნენ კონცერტს მოსკოვში.

დათო ხუჯაძეს საქართველოს მოღალატე უწოდეს!

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა