ავტორი
დიანა ოვანესიანი
ირანის ხელისუფლება, ბენ აფლეკის მიერ გადაღებულ ფილმზე - ,,არგო"- სარჩელის შეტანას აპირებს, რადგან მათი თქმით, ირანზე ფილმში არარეალური ფაქტებია წარმოდგენილი.
ქვეყანაში ფრანგი ადვოკატი, იზაბელ კუტან პეირი ჩამოვიდა, რათა საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით, მთავრობის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკება გამართოს. იზაბელ კუტან პეირი, ასევე გახლავთ ადამიანის უფლებათა დამცველი. ის იყო ერთ-ერთი ტერორისტის ილიჩ რამირეზ სანჩესის ადვოკატი.
სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც ირანის ოფიციალური პირები ქალაქ ტეგერანში, კინოპრემიერას კინოკრიტიკოსებთან ერთად დაესწრნენ.
ფილმი ,,არგო" მოგვითხრობს, 1979 წელს, ტეგერანში, ამერიკელი მძევლების გაქცევის შესახებ. ფილმის ნახვის შემდეგ, მთავრობამ ერთ დღიანი კონფერენცია მოაწყო, რის შემდეგაც გაირკვა, რომ დამახინჯებული იყო, ისტორიული ფაქტები.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბენ აფლეკის ფილმში წარმოსახულია ანტი ირანული პროპაგანდა. ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები გვამცნობენ: რომ ამ ფილმს ოსკარი პოლიტიკური მოტივაციით მიენიჭა, რადგან დაჯილდოვების ცერემონიალზე, ოსკარის მიცემაში მიშელ ობამა მონაწილეობდა.
ირანის კინოთეატრებში ფილმის ჩვენება აკრძალულია.