შემოგვიერთდით facebook-ზე
პენსია 1 ივლისიდან 180 ლარი გახდება
27-11-2015, 14:48  /  ნახვა: 2479

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქება და სახსრები გაიზრდება პენსიონერთა, პედაგოგთა საბაზო ხელფასის და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის. კერძოდ კი პენსია 1 ივლისიდან 180 ლარამდე გაიზრდება.
,,გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. შევახსენებ ყველას, რომ ჩვენ პენსიები გავზარდეთ დაახლოებით 64%-ით და ეს არის 6 მილიონ ლარამდე. თუ ჩვენ შევადარებთ 2012 წლის ბიუჯეტს ამ მიმართულებით, 6 მილიონი ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებზე", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა