ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ქალიშვილი თამთა კოსტავა სოციალური ქსელით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. ის განმარტავს, რომ გარკვეული ძალები ავიწროვებენ და მისი საგიჟეთში გამოკეტვა სურთ. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
,,თამთა მერაბის ასული კოსტავს ღია წერილი
ბატონ ბიძინა ივანიშვილს
ვაქვეყნებ საჯაროდ
რადგან მე არცერთი გაზეთი არ დამითმობს გვერდებს,მივმართავ ბატონ ბიძინას ინტერნეტის საშუალებით..
ბატონო ბიძინა! მე ამერიკაში 18 წელი ვიცხოვრე. ვიყავის საქართველოდან დევნილი.. როცა "ვარდების რევოლუცია" მოხდა,სააკაშვილი შევარდნაძეს რომ უყვიროდა-"გადადექიო.." ვიფიქრე-მამაჩემი და ზვიად გამსახურდია საფლავში ჩადეს და ეს ვინ არის,შევარდნაძეს რომ უყვირის და მისი გადაგდება უნდა თქო.. მივხვდი-მას ზურგი რომ არ ჰქონოდა,შევარდნაძეს ამას ვერ გაუბედავდა! რადგან ეს დავინახე,მე მიშას ხალხთან და მის პარტიასთან აღარანაირი ურთიერთობა აღარ მომინდა!
ამერიკიდან საქართველოში ჩამოსვლამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში მესმოდა,რომ სააკაშვილს უნდოდა ცოტნე გამსახურდია ციხეში ჩაეგდო და ეს კიდეც მოახერხა. მე შევეცადე ცოტნესთვის სულიერი თანადგომა აღმომეჩინა. სააკაშვილის მიმართ პროტესტის და ცოტნეს მიმართ სოლიდარობის გამო მე 40 დღის განმავლობაში ვშიმშილობდი!
ამ პერიოდში მიხეილ სააკაშვილზე და ვანო მერაბიშვილზე მე წერილებს ვწერდი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებს,ვამხელდი ცოტნეს მიმართ განუკითხაობას.
სწორედ ამ მიზეზის გამო მე ამერიკაში,სააკაშვილის ამერიკელი მეგობრების გავლენით 4-ჯერ მომათავსეს საგიჟეთში! უკვე საქართველოში დაბრუნების შემდეგ საგიჟეთში კიდევ 5-ჯერ ჩამსვეს!
საავადმყოფოში შიზოფრენიის დიაგნოზი "დამიდგინეს.." მე ვერ დავხუჭავ თვალს,იმაზე,რომ მამაჩემი-მერაბ კოსტავა და ჩემი ზმა-ირაკლი კოსტავა მაშინდელმა კომუნისტურმა რეჟიმმა მოკლეს. ასეთივე დაუნდობლობით,არანაკლებ დაუნდობელმა სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა მოკლა გურამ შარაძე და ზურაბ ჟვანია!
მამაჩემი და ზვიად გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.. და თუ ჩვენი ქვეყანა მართლაც დამოუკიდებელია,დასანანია, რომ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას შვილებს თანამედროვე საქართველოშიც ავიწროვებენ!
მინდა,ჩემს შესახებ გიამბოთ: მე არ გამითვალისწინეს.. მამაჩემის მუზეუმი ისე გადასცეს სახელმწიფოს და დღეს უკვე მერიას ეკუთვნის. ამას გარდა,არსებობს მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდი, იქ მამაჩემის სახელით თანხები გროვდებოდა,საიდანაც,როგორც მერაბ კოსტავას შვილს,მე სამემკვიდრეო მეკუთვნის.. თუმცა ამაში უკვე ვაჟა ადამიამ არ გამითვალისწინა.
რამდენიმე დღის წინ,დედაჩემის კარადაში აღმოვაჩინე ცული.. ის ვიღაცას განგებ ჩაუდია.. ყველაფერი ნათელი გახდა: როცა მე საგიჟეთში მივყავარ პოლიციას,საბუთებს ისე ადგენენ,თითქოს დედაჩემს ცულით დავდევ..
ბატონო ბიძინა,შევეცადე,დავკავშირებოდი ირაკლი ღარიბაშვილს,რადგან პოლიციის უწყებას ხელმძღვანელობდა და შეეძლო იმის დადგენა,ვის ინტერესებში შედიოდა ჩემდამი ასეთი დაუნდობელი მოპყრობა.. თუმცა,ხმა ვერ მივაწვდინე!
ამჟამად კვლავ მიწყობენ ინტრიგებს და ჩემდამი განუკითხავი მოქმედებები გრძელდება!
თავის დროზე, რეჟიმები გიჟებად აცხადებდნენ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას.. დასანანაია,რომ ასეთი მიდგომა დღევანდელ საქართველოში უკვე მათი შვილების მიმართ გრძელდება და ტრადიციად გადაიქცა!
მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველა იმ დახმარებისთვის,რაც თქვენ მე და ჩემს ოჯახს მატერიალურად აღმოგვჩინეთ.. მაგრამ ამჯერად თქვენი თანადგომა არასათანადო ზემოქმედებისგან თავის დასაცავად მჭირდება. მე-6 წელია,საქართველოში ვარ.. და ცხოვრებას საგიჟეთში მატარებინებენ..
გთხოვთ,დამეხმარეთ და აღკვეთეთ ჩემს მიმართ განუკითხავი მოპყრობა!"