33 წლის, მარტოხელა, ორი შვილის დედა, მაია სტურუა ქუთაისში ცხოვრობს. 2013 წელს, მას ჯანმრთელობის პრობლება შეექმნა და თბილისის ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, ოპერაცია გაუკეთდა. მუცელში დიდი რაოდენობით წყალი ჰქონდა. ოპერაციის შემდეგ, აბდომინალური და გენიტარული ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. შემდეგ სენსიტიური ფორმით, ექვს თვიან სამკურნალო კურსში ჩასვეს. თვენახევარში თბილისიდან პასუხი მიიღო, რომ რეზისტენტული ფორმის ავადმყოფი იყო. ერთ დალევაზე სხვადასხვა დასახელების 11 აბს სვამდა. ეს პრეპარატები საშინელ მდგომარეობაში აგდებდა. მალე ორწლიან სახელმწიფო სამკურნალო კურსში ჩასვეს, რომელიც მეტი პრეპარატებით მკურნალობას მოიცავდა. ორგანიზმის დაუძლურების გამო იძულებული გახდა, მკურნალობა თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაეგრძელებინა, სადაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. იქ თითო დალევაზე19 ტაბლეტს ერთად სვამდა. როგორც თვითონ ამბობს, ამ წამლებმა არანორმალურ მდგომარეობამდე მიიყვანა.
მაია სტურუა: ეს პრეპარატები პირდაპირ ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და ორგანიზმს თითქმის ანგრევს, ამ წამლებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს კი არავინ აკონტროლებს და ავადმყოფი დაღუპვამდე მიჰყავთ.
- რას გულისხმობთ? დაწვრილებით მოგვიყევით.
- ეს პრეპარატები ადამიანს ჭკუიდან შლის, არც შიმშილის გრძნობა აქვს და არც აზროვნება შეუძლია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, ამ წამლების გვერდითი მოვლენების მართვა და კონტროლი არ ხდება. ამიტომ ავადმყოფები, ხშირ შემთხვევაში მკურნალობას წყვეტენ და იწყებენ ალკოჰოლური სასმელების მიღებას, რადგან ასეთ მკურნალობას ვერ უძლებენ. იმ უყურადღებობასა და უსამართლობაზე, რომ აღარაფერი ვთქვა, რაც თბილისის ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში ხდება. საკვებიც კი არ კეთდება კალორიული, საჭმელად, მხოლოდ მარილიანი წყალი და კვირაში ერთი ნაჭერი ხორცია. პენსიასაც კი არ უნიშნავენ ტუბერკულოზით დაავადებულებს. მე, პირადად ორი შილის დედა, სასიკვდილოდ გამიმეტა აბასთუმნის და თბილისის ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა - ნანა ქირიამ და ტარიელ ენდელაძემ, იმის გამო, რომ მოვითხივე ის, რაც კანონით მეკუთვნოდა.
- რა მოითხივეთ და რა რეაგირება იყო?
- ბევრ ზომას მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. ჟურნალისტების ჩარევით, ბვრჯერ შევეცადე ამ დარღვევების და უსამართლობის, ჯანდაცვის სამინისტრომდე მიტანას, მაგრამ სახელმწეიფოს არც ერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჟურნალისტებს, ვინც სიმართლის დამტკიცებაში მეხმარება. ერთ-ერთი ჩემი ინტერვიუს საპასუხოდ, ქალბატონმა ნანა ქირიამ სატელეფონო ჩართვისას ჟურნალისტს განუცხადა, რომ მაია სტურუამ თვითნებურად დატოვა აბასთუმნის კლინიკა, მე არავინ გამიგდიაო. არადა კლინიკიდან ქალბატონმა ნანამ გამომაძევა იმისთვის, რომ ჩვენი მდგომარეობის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროს, ერთ-ერთ პორტალზე მივწერე. წერილში აღწერილი იყო კლინიკაში გაუსაძლისი პირობები, უსამართლო მოპყრობა. რაც მესაჭიროვებოდა არაფერს მიკეთებდნენ, სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება დაპირებად რჩებოდა. აბასთუმნიდან რომ გამომწერეს, დირექტორს ვკითხე: ბატონო ტარიელ, იგივე პრობლემები მაქვს და როგორც ჩანს შედეგი არ არის, როგორია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეთქი? პასუხად კი მივიღე, რომ შენი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაო. დაისაჯოს ყველა ექიმი, თუ დირექტორი, რომლებიც პაციენტის უკანონო მკურნალობის ხერხებს მიმართავენ! ავადმყოფებს არ უნდა აგდებდნენ კლინიკიდან, სახელმწიფოდან ჩარიცხული თანხები ჩვენამდე არ მოდის. მხოლოდ მომაკვდავს სვამენ სახელმწიფო პროგრამაში, რაც უკვე დაგვიანებულია და დასუსტებული ორგანიზმი, ამ მედიკამენტებს ვეღარ უძლებს.
- ახლა როგორ ხართ?
-ერთი წელი შემისრულდა მკურნალობის დასრულებიდან, დღევანდელი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუსაძლისია, თუმცა სამკურნალოდ არანაირი საშუალება მაქვს. ვარ მარტოხელა, ორი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი. მედიკამენტებმა მეხსიერებაც დამიქვეითა. გაუსაძლის პირობებში ვცხოვობ, წამლის ფულს არ ვჩივი, ნეტავ პურის ფული მქონდეს, რომ ბავშვები მშივრები არ მყავდეს. უმცროს შვილს, ნინო რუხაძესაც, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ყურიდან ჩირქი სდის. იმის საშუალება არ მაქვს, რომ ბავშვს ვუმკურნალო. მხოლოდ კეთილი ადამიანების და უფლის იმედი მაქვს. არ მინდა ჩემი შვილები, ასეთ გაჭირვებაში მივატოვო და უდედოდ გაიზარდნენ. ვისაც რისი საშუალება ექნება, იქნებ შემეწიოს. ეს ჩემი ანგარიშის ნომერია: GE39BG0000000342064400
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)