გოდერძი ჩოხელი სხვისი დარდების შემგროვებელი იყო. 9 წლის წინ, სწორედ მას სჭირდებოდა ქართველი ხალხის დახმარება, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, გარდაცვალების შემდეგ კი ხალხში სინანული დაიბადა. მრავალი ფილმის, სცენარის, ლექსის, მოთხრობის, რომანის ავტორი გოდერძი ჩოხელი, გულის უკმარისობით, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მთელი საქართველოს დარდი და ტკივილი წაიღო თან. ახლა, ჩოხელების უმთავრესი დარდი, ტკივილი და სევდა, მისი ვაჟის ნიკა ჩოხელის ავადმყოფობაა. ნიკა ჩოხელი გოდერძის უმცროსი ვაჟიშვილია. თვის წინ, 24 იანვარს, ფასანაურისკენ მიმავალი ნიკა და ლუკა ჩოხელები ავტოკატასტროფაში მოყვნენ. გზად მანქანა მოუცურდათ, როცა მანქანიდან გადმოსულები სასწრაფო დახმარებას იძახებდნენ, საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა მოცურდა და ნიკას დაეჯახა. ნიკამ ავარიის შედეგად ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო, მეოთხე და მესამე მალები აქვს მოტეხილი. თბილიში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ნიკამ გავლა ვერ შეძლო. უკვე 5 თვეა ნიკა ჩოხელი საწოლსა და ეტლს არის მიჯაჭვული. მისი ძმა ლუკა და დედა ნინო მელაშვილი გოდერძის გარეშე ებრძვიან ამ ტკივილს. ნიკას საზღვარგარეთ რეაბილიტაცია სჭირდება, გავლა რომ შეძლოს, თანაც დროულად, სანამ კუნთები მუშაობს. მისი საზღვარგარეთ მკურნალობა 50 ათასი ევრო ჯდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ახლა, მხოლოდ საზოგადოების და ქართველი ხალხის იმედად დარჩენილი ჩოხელების ოჯახი თანხის შეგროვდებას ელოდებიან. ამისთვის სხვადასხვა ღონისძიებები და საქველმოქმედო კონცერტები იმართება. სწორედ ხვალ, დუშეთის რაიონში, კულტურის ცენტრში, კეთდება საქველმოქმედო კონცერტი ნიკა ჩოხელის დასახმარებლად, რომელიც საღამოს 6 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას ქართველი ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ, ხოლო 9 ივლისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე მაშტაბური ღონისძიება გაიმართება. ახლა დროა, ქართველი ხალხი გავერთიანდეთ და დავეხმაროთ დიდი საზოგადო მოღვაწის, გოდერძი ჩოხელის ოჯახს.
მიმღების ანგარისის ნომერი: GE59 CR00 0000 9413 6736 01 US DOLLAR (USD) Beneficiary Bank: CARTU BANK JSC 39A Chavchavadze Ave, Tbilisi, Ge SWIFT CRTUGE 22 Beneficiary: NIKOLOZI CHOKHELI Correspondent Banks: 1. Deutche Bank