შემოგვიერთდით facebook-ზე
საწოლს მიჯაჭვული მომღერლის სიცოცხლე სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს!
10-01-2016, 22:20  /  ნახვა: 10112

ანსამბლ ,,ლაშარის" მომღერალი, თვრამეტი წლის ირაკლი მელიქიძე, უბედური შემთხვევის გამო, მეორე წელია საწოლსაა მიჯაჭვული. მისი რეაბილიტაცია თურქეთის კლინიკაშია შესაძლებელი, რომელიც ათასობით ლარი ჯდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ის ეტლში ჯდომას. ოჯახმა ირაკლის სამკურნალოდ ყველაფერი გაიღო და ახლა კეთილი ადამიანების შემოწირულობების იმედად არიან დარჩენილნი. ირაკლის მდგომარეობაზე მისი მამიდა ციალა მელიქიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც ღნიშნა, რომ საზოგადოების დახმარების გარეშე ირაკლის სიცოცხლის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, რადგან ოჯახს უკვე ყველანაირი რესურსი ამოეწურა.
ციალა მელიქიძე: 2015 წლის 6 ივნისს ოჯახს დიდი ტრაგედია დაგვატყდა. ჩემი ძმისშვილი ირაკლი სკოლიდან ექსკურსიაზე ზუგდიდში წავიდა. სუფრა მდინარე აბაშის სანაპიროზე ჰქონდათ გაშლილი. ირაკლის ცურვა ძალიან უყვარდა და მდინარეში შეცურა. წყალში გადახტომის დროს კისრის ორი მალა გაუტყდა, ღუდუშაურის კლინიკაში უმძიმესი ოპერაცია გაუკეთდა. კისრის მეოთხე მალა იმპლანტირებული აქვს, ხოლო მეხუთე მალა დაფიქსირებული, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება. ოპერაციის შემდეგ 57 დღე კლინიკაში იწვა, სამივე კიდური გათიშული ჰქონდა, მხოლოდ მარჯვენა ხელს ამოძრავებდა.ოპერაციიდან მეთექვსმეტე დღეს აღმოაჩინეს რომ ფილტვი გახეთქილი ჰქონდა და ლიტრანახევარი სისხლი ჩაქცეული. ეს ფილტვი მას დღემდე პრობლემურ ტრავმად დარჩა.
-კლინიკიდან გამოწერის შემდეგ როგორ განვითარდა მდგომარეობა, რამდენად სტაბილური იყო ირაკლის ჯანმრთელობა? საწოლს მიჯაჭვული მომღერლის სიცოცხლე სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს!
–კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ექიმებმა ჩათვალეს რომ კარგი იქნებოდა, თუ ნაკლებად დატვირთავდნენ მედიკამენტებით. ჩვენ მათ ვენდობოდით, რადგან გამოუცდელები ვიყავით და ბევრი შეცდომა დავუშვით. ორი კვირის შემდეგ ირაკლი გაითიშა და რეანიმაციაში დავაწვინეთ. ექიმები ამბობენ, რომ რომ ასეთ მდგომარეობას ხშირად სეფსისი მოჰყვება. ირაკლის შემთხვევაში ანალიზებით სეფსისი არ დგინდებოდა, ამიტომ დიაგნოზში ქრონიო სეფსისი ჩაგვიწერეს. სეფსისის ცენტრში მოსახვედრად ბევრი ეტაპი იყო საჭირო, დრო არ იცდიდა და ამიტომ, სადაც სასწრაფომ მიგვიყვანა იმ კლინიკაში დავწექით. მათ ჰყავდათ თავისი სეფსოლოგი, რომელმაც გვითხრა, რომ სეფსის ცენტრში რემონტი იყო და ვერ გადავიდოდით. მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა, ამიტომ ფიქრი საზღვარგარეთ წასვლაზე დავიწყეთ. საზთღვარგარეთ ოთხმა კლინიკამ ირაკლის მიღებაზე უარი განაცხადა, მიზეზი ღუდუშაურის კლინიკიდან წაღებული ისტორია გახლდათ. ვიდრე ჩვენ საბუთებს მოვაწესრიგებდით მამა გაბრიელის პიჯაკი გვქონდა მობრძანებული, ვისგანაც ეს პიჯაკი წამოვაბრძანეთ, საზღვარგარეთ წასვლაზე იმ ოჯახმა დაგვაკვალიანა.
– რომელ ქვეყანაში წაბრძანდით და როგორ მოიპოვეთ თანხები?
– წასვლა თურქეთში დაიგეგმა, ვიდრე წავიდოდით იქედან ისეთი ინვოისი ჩამოვიდა, რომ ოპერაციას ვგეგმავდით. თანხები საახლობლოში, სანათესაოში შევაგროვეთ, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა.
– დაახლოებით რა თანხაზე იყო საუბარი?საწოლს მიჯაჭვული მომღერლის სიცოცხლე სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს!
– ორმოციათასი დოლარი იყო საჭირო და ამასთან ერთად მგზავრობის 7500 ევრო.
– როგორ შეაფასეს თურქმა ექიმებმა ირაკლის მდგომარეობა?
– იქ ჩასულებს გეგმები შეგვეცვალა, ოპერაცია მოგვიხსნეს. თურქეთში თექვსმეტი დღე ვიყავით, სხვადასხვა რეკომენდაციები მოგვცეს. თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ წმინდა ლაზარეს სახელობის კლინიკაში დავწექით, შევიძინეთ სუნთქვის, სანაციის აპარატები, ყველა ინვენტარი, რომ ირაკლი სახლში გვყოლოდა. ფაქტიურად სახლში მინი რეანიმაციული განყოფილება გავაკეთეთ. ოთხი თვის შემდეგ ჟანგბადის აპარატიდან მოვხსენით. გაზაფხულზე მაღალი სიცხეების გამო ისევ შევბრუნდით რეანიმაციაში, სადაც ორთვენახევარი ვიწექით. რეანიმაციიდან გამოსვლის შემდეგ თავი ახალმა პრობლემამ იჩინა, უშაქრო დიაბეტი აღმოაჩნდა. მისმა ფსიქოლოგიურმა მდოგომარეობამ კრუნჩხვა გამოიწვია და სამ დღეში ისევ რეანიმაციაში შევბრუნდით, სადაც თვენახევარი ვიწექით და შემდეგ უკვე ქართულ-გერმანულ რეაბილიტაციის ცენტრში გავაგრძელეთ მკურნალობა.
– ირაკლის გადასარჩენად ყოველდღიურად რა თანხაა საჭირო?
– მინიმუმ ორასი ლარი, ამ თანხის იქით საჭიროა ფსიქოლოგი, მასაჟისტი, რეანიმატოლოგი და ასე შემდეგ... ოჯახს უკვე ყველანაირი რესურსი ამოეწურა, ისევდაისევ კეთილი ადამიანების იმედად ვართ დარჩენილნი.
მსურველებმა ირაკლის გადასარჩენად შეუძლიათ თანხა შემდეგ კოორდინატებზე გადარიცხონ – ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღების ანგარიშის ნომერი: GE78BG0000000497231300 მიმღები: მელიქიძე ნათელა. T.: 595740077
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა