შემოგვიერთდით facebook-ზე
მირანდა ქერი თავისი სილამაზის საიდუმლოს გვიზიარებს
16-10-2013, 17:10  /  ნახვა: 3337

ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენზე სუპერ მოდელი ამტკიცებს, რომ საუკეთესო წამალია თმის გაყოფილი ბოლოებისთვის. მირანდა ქერი და მისი ოჯახის წევრები, ხშირად ხვდებოდნენ მსოფლიოს ულამაზეს ქალთა სიაში.
,,ბებიაჩემი ყოველთვის ბუნებრივი სილამაზით გამოირჩეოდა, როდესაც იცინოდა მისი ღიმილი ოთახს ანათებდა. რჩვევებს სილამაზესთან დაკავშირებით დედისგან ვიღებდი. ის ყოველთვის მარიგებდა, მთელი დღის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტჯერ გამეღიმა, რადგან ღიმილი სილამაზის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა”, განაცხადა მირანდამ.
ვარსკვლავმა ორლანდო ბლუმზე დაქორწინების შემდეგ, კანის მოვლის საშუალებების საკუთარი ხაზი გახსნა. მირანდა მიიჩნევს, რომ მსგავსი საშუალებების  დამზადება სახლის პირობებშიც ადვილი შესაძლებელია.
ქერიმ აღნიშნა, რომ კვირაში ერთხელ, ის თმის ბზინვარების შესანარჩუნებლად ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენს იყენებს.
,,ერთ დღეს, ეს ორი პროდუქტი ერთმანეთში ავურიე და თმაზე იმდენ ხანს გავიჩერე, რამდენ ხანსაც ეს შესაძლებელი იყო. ეს ხერხი დედამ მასწავლა და ვთვლი, რომ ამაზე კარგი საშუალება ჩემი თმისთვის არ არსებობს.“
გასულ კვირას, სუპერ მოდელი მეუღლესთან ერთად ბროდვეიზე იმყოფებოდა.  მან განაცხადა:  ,,ფრენის დროს, ყოველთვის თან მაქვს ვარდის ზეთი, გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი ჩემს კანს უფრო გლუვს ხდის, ის ასევე მამდიდრებს საჭირო ვიტამინებით."


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა