შემოგვიერთდით facebook-ზე
რაზე ოცნებობს სალომე ტეტიაშვალი და ვინ ინანებს მის დაკარგვას?!
17-03-2014, 17:58  /  ნახვა: 3378

ავტორი

სოფო ხვიბლიანი

მომღერალი სალომე ტეტიაშვილი, ,,youtube”-ის მეშვეობით გახდა ცნობილი. თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, რადგან იმ საქმეს აკეთებს, რომელიც ძალიან უყვარს. ფიქრობს, რომ  სიმღერამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და დიდი სტიმული მისცა.

- სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდით  რას საქმიანობდით?

- კოლეჯში ვსწავლობდი და პარალელურად ტანსაცმლის მაღაზიაში, გამყიდველად ვმუშაობდი.

- ელოდით თუ არა, რომ თქვენს სიმღერას ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა და ვისი იდეა იყო ვიდეოს ,,youtube”-ზე ატვირთვა?

- ასეთ პოპულარობას ნამდვილად არ ველოდი.  ეს ყველაფერი კი ბესო როსტიაშვილის იდეა იყო.

- არის თუ არა ვარსკვლავობა შემაწუხებელი?

- პირიქით, ბევრი დადებითი მხარე აქვს. ხალხი, რომელიც გისმენს და პატივს გცემს, ელოდება შენს ახალ ვიდეოს და კომენატრებით გესიყვარულება, ძალიან დიდი სტიმულია.

- გვესაუბრეთ ბენდზე, რომელშიც დღეს ხართ, როგორ მოხვდით და აპირებთ თუ არა კონკურსებში მონაწილეობას?

რაზე ოცნებობს სალომე ტეტიაშვალი და ვინ ინანებს მის დაკარგვას?!

- ბენდის წევრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, 23 თებრევარლს, ბარ „aurashi“ კონცერტი ჩატარდა, რისთვისაც დიდი მონდომებით ვემზადობოდით და ამ ყველაფერმა ძალიან დაგვაახლოვა. სამომავლოდ რას გავაკეთებ ან მივიღებ თუ არა კონკურსებში მონაწილეობას, ჯერ არ გადამიწყვეტია. 

- თვისება, რომელიც წარმატების მოპოვებაში გეხმარებათ?

- მოთმინება, შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა.

- გეგმავთ თუ არა კონცერტს თქვენს მეწყვილე ბესო როსტიაშვილთან ერთად?

- ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ თუ შემოთავაზება იქნება დავთანხმდები.

- რას იტყვით დედაზე, რომელმაც დედობასთან ერთად მამობაც გაგიწიათ და მიზეზი, რისთვისაც მამამ მიგატოვათ? 

- დედაჩემი  გმირია, მან ჩემს გამო უამრავი რამ გააკეთა... ბევრი გაჭირვება გადავიტანეთ. მამამ კი, რომელმაც ხუთი წლის ასაკში მიმატოვა, არანაირი ურთიერთობა არ მქონია, რის გამოც ვეტყოდი, რომ ძალიან ინანებს. 

- როგორც ცნობილია შეყვარებულს დაშორდით, რა იყო მიზეზი?

რაზე ოცნებობს სალომე ტეტიაშვალი და ვინ ინანებს მის დაკარგვას?!

- უბრალოდ ვერ გავუგეთ, ჩვენი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვეოდა... 

- ძლიერი პიროვნება ხართ?

- ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერი ვარ.

- რაზე ოცნებობს საალომე ტეტიაშვილი?

- იტალიაში მოგზაურობაზე...

- გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე.

- იგეგმება ბევრი საღამოები, კონცერტები, მაქვს შემოთავაზებები,  ასევე ბენდთან მიდის მოლაპარაკება...  თუმცა ამ ყველაფერზე წინასწარ ლაპარაკი არ მინდა.

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა