ვიტამინი c: ამცირებს დაბერებას და ნაოჭებისა და ნაოჭების წარმოქმნის პროცესს, განსაკუთრებით ხელს უწყობს კოლაგენის წარმოშობას. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს კანის სიმკვრივეს და ელასტიკურობას.
ვიტამინი A: ზრუნავს ეპითელიუმის განახლებაზე, საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე, კანს უნარჩუნებს სინოტივეს და იცავს მას გამოშრობის, აქერცვლისა და ნაოჭების გაჩენისაგან. ამისათვის საჭიროა, მიირთვათ რძე, ხაჭო, ყველი, კვერცხი, სტაფილო, პომიდორი, გარგარის ჩირი, წითელი წიწაკა.
ვიტამინი B12: აქტიურადაა ჩართული ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესში, ცილებისა და ცხიმების ათვისებასა და ჰემოგლობინის წარმოქმნაში. მიირთვით რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი, სოკო, ღვიძლი.
ვიტამინი E: ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს სიბერის პროცესს. სასურველია მიირთვათ მზესუმზირა, სიმინდი და ზეითუნის ზეთი, ასკილის ნაყოფი, კვერცხის გული, ბარდა, ლობიო, თხილი.
თუთია: ამკვრივებს კანს, ეხმარება ჭრილობების იოლად შეხორცებას და ებრძვის დაავადების წარმომქმნელ და გამომწვევ მიკრობებს. მას შეიცავს მიწის თხილი, ნიორი, ნუში, ტკბილი წიწაკა, კომბოსტო, სტაფილო.