შემოგვიერთდით facebook-ზე
კაკაო ახანგრძლივებს სიცოცხლეს
12-04-2013, 15:08  /  ნახვა: 3549

ბავშვების უსაყვარლეს სასმელში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა თავმოყრილი. ეს სასმელი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, აუმჯობესებს გონებრივ მუშაობას, აქვს გამამხნევებელი თვისება. კაკაო შეიცავს ნივთიერება ფლავანოლს, რომელიც ეფექტურად ებრძვის დაღლილობას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. აფართოებს სისხლძარღვებს და შესაბამისად, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასე, რომ დილით ერთი ჭიქა კაკაო სწრაფად გამოგაფხიზლებთ და სამუშაო განწყობას გაგიუმჯობესებთ.

კაკაოკაკო სასრგებლოა ჰიპერტონიკებისთვის – ის დაბლა სწევს სისხლის წნევას. კაკაოს რეგულარული გამოყენება 10%-ით ამცირებს ტვინში სისხლის ჩაქცევის, ინფარქტის, კიბოსა და დიაბეტის განვითარების რისკს.

კაკაო, ასევე შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და ამცირებს კუჭის წყლულის განვითარების რისკს. გარდა ამისა, კაკო ანელებს დაბერების პროცესს და აქრობს ახალწარმოქმნილ ნაოჭებს. პოლიფენოლები, რომლებითაც მდიდარია კაკაო, ადამიანს იცავს ართრიტის, სიმსუქნისა და ენდოკრინული სისტემის სხვა პრობლემებისგან. ფენოლები ხელს უშლის სისხლძარღვების კედლებზე ცხიმების დალექვას.

კაკაოში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ამცირებს ტკივილს და ტვინს ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაში ეხმარება. სწორედ, ამითაა განპირობებული კაკაოს მირთმევის შემდეგ სიმხნევისა და კარგი გუნება განწყობის შეგრძნება.

გარდა ამისა, კაკაოში უხვადაა მაგნიუმი -ცნობილი ანტიდეპრესანტი. იგი ასწორებს ნაოჭებს, ამშვიდებს და ამკვრივებს კანს. 

დღიური ნორმა 1-3 ფინჯანი კაკაო. 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა