შემოგვიერთდით facebook-ზე
ახმეტის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
4-03-2015, 20:11  /  ნახვა: 2339

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გათავისუფლდა. ცნობილია, რომ წარსულში იგი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განცხადება გააკეთა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ახმეტის პოლიციის უფროს ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს.
,,პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ეს დამტკიცდება, შესაბამისად, ეს ადამიანი დაისჯება . რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მოვიკვლევთ. თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, თანამდებობას დატოვებს აუცილებლად", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა