შემოგვიერთდით facebook-ზე
დაკავებული ივანე ბეგიაშვილის დედა ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს ემუქრება
5-03-2015, 18:58  /  ნახვა: 2564

დაკავებული ივანე ბეგიაშვილის  დედა ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს ემუქრებაფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე საკუთარ ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ემუქრება დაკავებული ივანე ბეგიაშვილის დედა თეა კუპრეიშვილი. ივანე ბეგიაშვილმა, რომელიც 1994 წელსაა დაბადებული, გუშინ ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციაზე სცემა. გედენიძე ,,ვარდების მოედანზე" აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის ,,პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. პოლიციამ ბეგიაშვილი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავა.

,,მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვა, ჯერ კიდევ დღეს დილით 6 საათზე სახლში პოლიციიდან მიმავალს სხვა აზრი მქონდა გადაწყვეტილების გამოსატანად, ეხლა კი ჩემს გვერდზე ეს შეტყობინება დამხვდა აბა რაღა უნდა გადავწყვიტო ამ ტექსტის შემდეგ? ერთს კი გამომგზავნისთვის დავამატებ, მესმის დედა ხართ, გამწარებული, აღელვებული მაგრამ იქით სხვის განსჯას და საკითხის ასეთი ფორმით გადაწყვეტას ნამდვილად არ გირჩევდით...", - წერს ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე.

,,ირაკლი გედენიძე, შენ ხარ არაადამინი, სუფთა პროვოკატორი წამოიკიდე 20 წლის ბიჭი პროვოკაციაზე და ხარ ახლა კმაყოფილი, არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება, რომ გამოჭიმეთ ტელევიზიით კარგი კრიმინალივით, ის არც პარტიის წევრია და საერთოდ პოლიტიკა არც აინტერესებდა და არც აინტერესებს, შემთხვევით მოხვდა იმ ადგილზე შენ კი მისი უფლება დაარღვიე
იმით, რომ გითხრა ნუ მიღებო და მაინც არ მოეშვი გამოიყვანე მდგომარეობიდან ხომ ხედავდი მთლად ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი, 20 წლისაა და მისი ჩხუბი დიდი ხანია არ გამიგია და არ შევსწრებივარ სადაც გინდათ იქ გაიკითხეთ, მაგრამ თვენ ხომ პროვოკატორები ხართ შენი თამადობით აგყვნენ ეს ვაი ჟურნალისტები და დაუდეთ პოლიტიკური სარჩული, ამ დროს არანაირი პოლიტიკა აქ არაფერ შუაში არ არის ეს შენც კარგად იცი. 20 წლის ასაკში შენ არ გიჩხუბია? ან ეხლა შეგებრუნებინა ხელი თუ გაწყობდა რაც მეტს დაგაზიანებდნენ მით უფრო კარგად გამოიყენებდი.... ამხელა კაცს შეგრცხვეს ფუუუი" - ნათქვამია ივანე ბეგიაშვილის დედის წერილში, რომელიც გედენიძეს ფეისბუქზე მიწერა.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა