შემოგვიერთდით facebook-ზე
ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი და უმაღლესი ჯილდო უწმინდესს და უნეტარესს
1-02-2013, 14:16  /  ნახვა: 4511

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, უახლოეს პერიოდში ბერი გაბრიელის ცხედარს სამთავროს მონასტრის ეზოდან ტაძარში გადაასვენებენ. ეს გადაწყვეტილება სინოდმა მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მიიღო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. 

კომუნისტური რეჟიმის დროს სარწმუნოებისთვის შეწირული სასულიერო პირებისა და ერისკაცთა ცხოვრების მასალები კანონიზაციის კომისიამ შემდგომი კანონიზაციისთვის სინოდს უნდა წარუდგინოს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტი გაბრიელის (ურგებაძე) საფლავი მალე გაიხსნება. წმინდა სინოდის წევრებმა სხდომაზე არქიმანდრიტი გაბრიელის წმინდანად შერაცხეს. მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა და მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.

საქართევლოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების 80 და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით, სინოდის განჩინებით, ილია მეორე საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი _ წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი  და უმაღლესი ჯილდო უწმინდესს და უნეტარესს

"მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად", _ ნათქვამია განჩინების ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

დაიწერება წმ. არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი.

განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდში საზოგადოებიდან შემოვიდა XIX-XX ს.ს. მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირის ცხოვრების ამსახველი მასალა და თხოვნა, მათი კანონიზაციის საკითხის განხილვაზე. კანონიზაციის კომისიას ასევე დაევალა შესაბამისი მასალის შესწავლა და წმ. სინოდზე განსახილველად დასკვნის წარდგენა.

 

მამა გაბრიელის მიერ აღსრულებული სასწაულები

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის მამა გაბრიელის საფლავთან, სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი. კანდელში ჩასხმულ ზეთს, მამა გაბრიელის სიწმინდის გამო, ღვთისაგან კურნების ძალა და მადლი ენიჭება. საოცარი კურნებებით ხშირად ექიმებიც გაოცებულნი არიან, რადგან მათი დიაგნოზი ავადმყოფის გადარჩენას გამორიცხავდა.

ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი  და უმაღლესი ჯილდო უწმინდესს და უნეტარესს

* * *

3 წლის წინ ჩემს ძმას ჰქონდა თავში ავთვისებიანი სიმსივნე - უკვე ბოლო სტადიაში იყო, მეტასტაზები ჰქონდა გასული. მხედველობა დაკარგული ჰქონდა ორივე თვალში და გონებაც დაქვეითებული. წავიღეთ მამა გაბრიელის ზეთი. თავზე ვუსმევდით და ძლიერი ტკივილი მომენტალურად უჩერდებოდა. ორი კვირის შემდეგ ოპერაცია გავუკეთეთ. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ სიმსივნე აღარ ჰქონდა. არადა ოპერაციას არ უკეთებდნენ, აზრი არ აქვსო. ხელიც მოგვაწერინეს, რომ პასუხს არ აგებდნენ. ისეთი ტკივილები უნდა ჰქონდეს, ვერ უძლებდესო. ჩვენ კი იმ 2 კვირის განმავლობაში წამალი არ დაგვილევინებია, მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვუსმევდით. დღეს ჯანმრთელად და კარგად არის.

გულნარა აღნიაშვილი

თბილისი, დიდი დიღომი.

 

* * *

მქონდა ფიბრომა და მიომა. საოპერაციო ვიყავი. სნეულების გამო ენა მიბუჟდებოდა.

ნათესავმა მომიტანა მამა გაბრიელის ზეთი. ორჯერ რომ წავისვი, უკეთესობა ვიგრძენი. მესამედ რომ უნდა წამესვა, ენა ისევ დამიბუჟდა. მაინც არ მშველის-მეთქი და იმ საღამოს ისე დავწექი, რომ აღარ წამისვია ზეთი. იმავა საღამოს ვნახე სიზმარი: მღვდელი შემოვიდა დიდი წვერით ჩემთან სახლში და მითხრა: რა გაიძახი _ არ მიშველა, არ მიშველა, რამ უნდა გიშველოს, როცა არ გილოცნია. აბა ილოცე, თუ არ გიშველოს. შემომხედე მე, მღვდელი ვარ და წვერი მაქვს. წვერი რომ არ მქონდეს, მღვდელი ვიქნებიო? რომ იძახი მწამსო, არა ლოცულობ და რა რწმენა შენა გაქვს. ილოცე და გეშველებაო.

გამომეღვიძა. გავაგრძელე ზეთის წასმა და თან ვლოცულობდი. გუშინ გადავიღე ექოსკოპია და არაფერი აღარ მაქვს. ექიმი გაკვირვებისაგან კინაღამ გაგიჟდა.

პელაგია თათარაშვილი

საგურამო

ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი  და უმაღლესი ჯილდო უწმინდესს და უნეტარესს

* * *

ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. გადავიღე ექოსკოპია. გამოჩნდა, რომ ბავშვს მუცლის არეში ჰქონდა კისტური წარმონაქმნი. ისეთ რთულ ფორმებში ჰქონდა, რომ ექიმის რჩევით აუცილებელი იყო აბორტის გაკეთება. უარი ვთქვი აბორტზე.

დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის ხმარება. გაჩნდა უჯანმრთელესი ბავშვი. მედპერსონალი გაოცებული დარჩა.

მარინა (მარიამ) კვიციანი

ქ. თბილისი. ვარკეთილი

* * *

1994-95 წელს, ცემისაგან მარცხენა ყურის ბარაბანი გამისკდა, რომლიდანაც დღემდე მდიოდა სისხლი და ჩირქი, თან სმენაც დავკარგე. გავიგე, რომ მამა გაბრიელის საფლავის კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს. სულ 2-ჯერ ჩავიწვეთე ყურში ზეთი და მოხდა საოცრება. ყველანაირმა ტკივილმა გამიარა და სმენაც აღმიდგა 80-90%-ით.

ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი  და უმაღლესი ჯილდო უწმინდესს და უნეტარესს

ამტკივდა ყელი. ვღეჭავდი სტრეპტოციდს, რომელიც ვერ მშველოდა. როგორც კი ზეთი დავლიე, ტკივილმა ხუთ წუთში გამიარა.

დიდი მადლობა უფალს და მამა გაბრიელს.

პატიმარი: გურამ მანაგაძე

ქსნის #7 საპყრობილე

* * *

ერთ დღეს, როდესაც ჩვეული სადიასახლისო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მოულოდნელად შევნიშნე, რომ მკერდზე დიდი კვერცხის ოდენა სიმკვრივე გაჩენილიყო, ძალიან მაგარი და დიდი იყო, შემეშინდა, მაგრამ ჩემს შვილებს არ გავუმხილე, მხოლოდ ჩემს მზახალს-ნუნუს (რძლის დედა) ვაჩვენე და ისიც დარწმუნდა წარმონაქმნის რეალურ საშიშროებაში, გადავწყვიტე არ გამემხილა და ჩემი მზახლის მიერ მოცემული მამა გაბრიელის ზეთი ვიცხე ლოცვებით, მოხდა საოცრება და ამხელა სიმკვრივე ერთ კვირაზე ნაკლებ დროში სრულიად გაქრა, უკვე წლები გავიდა და დღემდე ეს სასწაული რწმენაში მაძლიერებს.

მადლობა უფალს.

ციალა დვალიშვილი-მეფარიშვილი

სამტრედიის რაიონი

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მონაზონ პარასკევას მცხეთის დედათა მონასტერში. მასთან ასევე ინახება გაბრიელ ბერის უხრწნელი სისხლი, რომელსაც ავადმყოფები ეამბორებიან.

ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი  და უმაღლესი ჯილდო უწმინდესს და უნეტარესს

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა