შემოგვიერთდით facebook-ზე
რა არის რუსეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე და ვისი სამიზნეა აფხაზეთი და ყირიმი?!
27-11-2014, 11:56  /  ნახვა: 2812

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო პოლიტიკის ახალ სტრატეგიაზე და მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
,,პუტინმა და ხაჯინბამ კი მოაწერეს ხელი "ასოცირებაზე" - ანუ იმიტაცია ევროკავშირი საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებისა, რათა დაგვაჯეროს რომ ეს თუ არა ... რა? გვიბრუნებდა აფხაზეთს, როგორც თავის დროზე შევარდნაძეს სნგ-ში შესვლის ფასად დაპირდნენ ... და კარგად შეასრულეს!!!!
ამ დროს მსოფლიო ახალ გადაჯგუფების წინაშე დგას .... კი გადაიდო, მაგრამ შეთანხმება ირანთან გადაუვალია, რამეთუ ახალი ბრძოლა რეგიონში "ისლამურ სახელმწიფოს " წინააღმდეგ მოითხოვს ირანის - როგორც მთავარი მებრძოლე ძალის რეგიონში - და დასავლეთის ძალების დაჯგუფებას.... ამის წინაშე ბირთული იარაღის საკითხი ნელნელა უკანა პლანზე იწევს და გუშინ თითქმის მიღწეული ხვალ და ზეგ უთუოდ შედგება შეთანხმება.... რუსეთი ამითი თავის უნიკალურ როლს და მთავარ მოკავშირეს ჰკარგავს ამავე რეგიონში, უფრო სწორედ კარგავს მონოპოლიას ირანთან ურთიერთობისა... მალევე ნავთის ფასიც დაიწევს სათანადოდ, როცა ირანი როგორც უკვე დაპირებულია, პროდუქციას ორმაგად გაზრდის.... რჩება რუსეთი თავის სირიელ დიქტატორის მოკავშირედ, რომელსაც დიდი მომავალი არ უწერია....
დასავლეთ ფლანგზე კი პირველად ომის შემდეგ გერმანიამ - იგივე აქამდე რუსეთის ევროპაში ყველაზე მჭიდრო მოკაცვშირე - აუწია ტონს და ანგელა მერკელმა თავის აწ ცნობილ ლოვის ინსტიტუტის (ავსტრალია) სიტყვაში პირდაპირ გააკრიტიკა პუტინის პოლიტიკა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველო მოლდავეთთან მიმართებაში და დაახასიათა, როგორც სრული დარღვევა ომის შემდგომ დაწესებული საერთაშორისო ყველა პრინციპებისა, რომელზედაც დამყარებულია სტაბილურობა და მშვიდობა.
მართალია ჩინეთის იმედად დარჩენილი, რუსეთი ალბათ თვლის, რომ ამ ძალას ვერავინ აღუდგება წინ. მაგრამ ეს არ ითვალისწინებს იმას, რომ ჩინეთს არავის მიმართ ვალდებულების განცდა არ გააჩნია და იმდენად იყენებს ეგერეთწოდებულ მოკავშირეს, სანამ მისი ინეტერესებში შედის და არ აპირებს რუსეთის გულისთვის თავის მიზნები შეცვალოს ან თავისი ინტერესები მეორე პლანზე გადაიტანოს.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი, და მისი დღევანდელი მეთაური, სრულიად გაგებაში არ არიან ახალი გამოწვევების და ახალი საფრთხეების... აფხაზეთი და ყირიმი კი არა ... ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთისთვის კარზე მომდგარია და საკმარისია მოუსმინოს იმ განცხადებებს, რაც გაკეთებეულია "ისლამურ სახელმწიფოს" სახელით .... მათ სამიზნეში ჯერ ჩრდილო კავკასიაა და მერე ძალიან ლოგიკურად მათთვის "მუსულმანური" ყირიმიც იქნება და ქრისტიანებისგან დაცლილი აფხაზეთიც ... ამ მომავალ ბრძოლაში პუტინს ვერ გამოადგება მისი ახლადახალი შეძენილი მოკავშირეები ევროპის ულტრა მემარჯვენე ძალებთა შორის " ფაშისტური ევროპა" (რომელსაც ვითომც ებრძვის უკრაინაში და სინამდვილეში ეკავშირება ჩეხეთში , ან კიდევ საფრანგეთში...).... ამიტომ არ ვარგა ქვეყნის სათაავეში როცა ხელმძღვანელობენ ძველი სტრატეგიებით და ვერ ხედავენ რომ მსოფლიო წუთიერად იცვლება და ყველაფერს სჭირდება გადახედვა და გააზრება! გუშინდელი იდეოლოგია ვერ იქნება მომავლის გზის მაჩვენებელი!".

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა