შემოგვიერთდით facebook-ზე
საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ
26-11-2014, 14:27  /  ნახვა: 1077

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტები დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ორი პარტნიორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ თანამშრომლობის უფრო გაღრმავების სურვილი.
გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ლატვიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის; მან ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს მხარდამჭერი იმ განცხადებისათვის, რომელიც 24 ნოემბერს ბალტიის ასამბლეამ რიგაში გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლატვიის პრეზიდენტის უმაღლესი რანგის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ამ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯი გადადგა.
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხობის საკითხებსა და უკრაინაში შექმნილ კრიზისს, შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში შექმნილ ვითარებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა მიუღებელია.
პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ დელეგაციები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, გამოითქვა სურვილი გაღრმავდეს თანამშრომლობა ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
შეხვედრისას განხილულ თემებს პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა