შემოგვიერთდით facebook-ზე
ექსკურსი საოცნებო საქართველოში და სეთურის გაძლიერებული ასინეთების ინსტიტუტი
17-01-2015, 20:55  /  ნახვა: 3800

საოცნებო საქართველო ზეციური საქართველო არ გეგონოთ!
არა, საოცნებო იცით რომელია? ავტომანქანების სანომრე ნიშნებზე – ,,005" ,,041"-მა რომ შეცვალა, ციხეებში ცოცხს დამლაგებლებიც რომ აღარ ხმარობენ, მთავრობას მძიმე მემკვიდრეობა რომ ერგო და ხალხს არაფერი...
საქართველოზე ამბობენ – 20 წელია წრეზე ბრუნავსო!
ნურას უკაცრავად! 20 წლის წინ ქვეყანას ფიქტიურად "ბუშლატიანი" და შეიარაღებული ჯაბა იოსელიანი მართავდა, საოცნებო ხელისუფებას კი ფიქტიურად კოსტუმში გამოწყობილი ბიძინა მართავს.
უცნაური დამთხვევაა, რომ ჯაბას იდეოლოგია იყო "ყველა მინუს გამსახურდია" , ხოლო ბიძინასი "ყველა მინუს სააკაშვილი".
ჯაბასგან განსხვავებით ბიძინა ივანიშვილმა "საოცნებო" საქართველო შექმნა.
საოცნებო საქართველო მოთხრობაა, მოთხრობა კი არა წიგნია, ლექსია, ანდა ფილმია, არამედ შეიძლება უფრო იგავ-არაკი (თუ ალასანიასა და მარგველაშვილს გავიხსენებთ).
ცნობილ მოთხრობაში პერსონაჟმა სახელი არქიფო ცუდად ჟღერსო და აბელი დაირქვა. იმ პერსონაჟს ერთგული ყმა - კაკოია თაბაგარი ჰყავდა, გამეორება არ სჭირდებოდა, ყველაფერი ესმოდა...
ჰო, კიდევ არქიფოს სტუმრებმა განსხვავებული ხასიათი გამოავლინეს და არქიფოისტებმა ჯოხებით სცემეს.
არქიფო ამბობდა, ხალხს იმედი უნდა მისცეო და კაკოია თაბაგარი მიუძღოდა ხალხს წინ მიწაში, მაგრამ ევროპისკენ.
არქიფო სეთურმა გააძლიერა ასინეთების ინსტიტუტი, უზრუველყო რა ისინი მიყურადების უპრენცენდენტო საშუალებებით.
არა, პროვოკაციულ კითხვებს არ ვართ და არ იკითხოთ რა შუაშია საოცნებო საქართველოსთან ეს ყველაფერი.
დღეს უფრო საინტერესოდ დაწერდა ამირეჯიბი "დათა თუთაშხიას" რომ არა ერთი გარემოება, დღეს საქართველოს არ ჰყავს დათა თუთაშხია!
საოცნებო საქართველოში მოთხრობების გარდა უყვართ გამონათქვამებიც.
რაც მოგივა მარგველაო ყველა შენი თავითაო - თანამედროვე ქართული ანდაზა.
დამიჭირეს მკლავი მომჭრეს და მერე მომხსნეს, რატომ რეიტინგი აგიღიაო - ხალი(სი)ანი გამოთქმა.
მავანი და მავანი ამბობს, რომ საოცნებო ხელისუფლება ,,1001 ღამე"–ს უფრო ჰგავს, თავისი ზღაპრებით.
ნეიტრალებისთვის საოცნებო საქართველო არ არსებობს. არც რეალისტებისთვის.
საქართველო ცხოვრობს იმედით, მაგრამ ეს ის იმედი არაა, არქიფო რითიც გვმართავს. ეს სხვა იმედია, იმედი რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებული სურვილებიდან ერთ მთლიანობად შეიკრა. ჯერ ვერ გახდა რეალური, მაგრამ იმედი იმედად დარჩა.
და მაინც, იბერია გაბრწყინდება!
გიორგი გაბაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა