შემოგვიერთდით facebook-ზე
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა
9-12-2014, 16:19  /  ნახვა: 2027

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანია, სიკვდილის შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში, მისი ოჯახის წევრებს გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის, საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
,,თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში ზურას წვლილი მართლაც ძალზე დიდია, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ზურა ავითარებდა, არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, მედიას, სამოქალაქო სექტორს. ბუნებრივია, გარდა იმ ტკივილისა, რომელიც ზურას ჩვენგან წასვლით არის გამოწვეული, მის მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობით ვართ გამსჭვალული იმისთვის, რაც მან სამშობლოს გაუკეთა. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ზურას ოჯახსაც, რადგან თითოეული წევრი - ქალბატონი რემა, ნინო, გოგლაც იყვნენ ჩაბმული იმაში, რითაც ცხოვრობდა ზურა და რითაც ქმნიდა ახალ საქართველოს. მინდა მადლობა მოგახსენოთ და გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება", - მიმართა პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა დიდუბის პანთეონში კიდევ ერთხელ მიაგო პატივი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის, სახელმწიფო მოღვაწისა და მეგობრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას.
ზურაბ ჟვანიას დღეს 51 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა