შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბიბუტეიშვილი

სტუმრად მყოფმა ქალმა ნათესავს 500 ლარი მოპარა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ნინო ნაჭყებიას თავმჯდომარეობით,  ლიკა გერლიანის საქმე განიხილდა. განსასჯელი სსკ–ს 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით სამართლდებოდა, რომელიც ქურდობის ფაქტს ითვალისწინებს, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგივე ქმედება , ჩადენილი არაერთგზიის რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე

24-06-2013, 12:46

ავტორები
თეონა აბროლიანი
ვერიკო ბუბუტეიშვილი
დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოწმეების დაკითხვა ისევ გრძლედებ
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე დავით მგელიაშვილის თავჯდომარეობით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილი საქმის განხილვა, ისევ გრძელდება.
დამნაშავეთა ჯგუფის რვა წევრიდან, რომელსაც დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა, პროცესს ექვსი ბრალდებული ესწრებოდა. ლევან ლაფანაშვილი, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა, პროცესსზე გამოცხადდა, ხოლო დავით კეზერაშვილი და მამუკა (მეილი) ჯანაშვილი, კვლავ მიმალვაში იმყოფებიან.
სასამართლოზე, მოწმედ ოთხი პიროვნება;  გიორგი ხელაშვილი, გიორგი ბალუყაშვილი, გოჩა ლობჟანიძე და ნიკოლოზ ბიწკინაშვილი უნდა დაკითხულიყვნენ.   მათთან პროკურორს ერთი და იგივე კითხვა ჰქონდა, შპს „ნაფარაულის“ ქარხანასთან დაკავშირებით. სწორედ, ამ ქარხნიდან გადიოდა ფალსიფიცირებული, საკონიაკე სპირტი, რომელსაც დავით კეზერაშვილის ჯგუფი ამზადებდა.

24-06-2013, 12:40

სასამართლომ ბრალდებულ დავით ხიზანიშვილის მიმართ განაჩენი გამოიტანა
2013 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ დავით ხიზანიშვილის მიმართ, კანონიერი ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და ექიმის დანიშნულების გარეშე პირადი მოხმარების ფაქტებზე.
საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის აგვისტოს თვეში, დავით ხიზანიშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მიერ აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად. აღნიშნულის შემდეგ მან დაიმკვიდრა კრიმინალური ავტორიტეტი, გარკვეულ პირთა წრეში მოიპოვა გავლენა, მათზე დაამყარა კონტროლი და ქურდული სამყაროს წესებით არჩევდა საქმეებს.

14-06-2013, 12:29

ქურდული სამყაროს წევრობისთვის ხუთი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული იმედა ა, 1959 წელს დაბადებული ირაკლი კ, 1979 წელს დაბადებული ალექსანდრე მ, 1974 წელს დაბადებული რუსლან ჩ. და 1972 წელს დაბადებული ლევან კ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ხუთივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, ერთდროულად დააკავეს.

14-06-2013, 12:17

რეჟისორი გიგა ლორთქოფანიძე გარდაიცვალა
დღეს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქოფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემოქმედებას და ღვაწლს კარგად იცნობს ქართული საზოგადოება; გრიგოლ (გიგა) დავითის ძე ლორთქიფანიძე დაიაბადა 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1950 წელს დაამთვარა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. სადიპლომო სპექტაკლი დადგა ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში. 1952-54, 1957-63, 1963-67, 1976-80 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1954-56 წლებში - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, 1963-65 წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 1967 წელს რუსთავში დაარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე. 1984-86 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი, 1985 წლიდან - საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, პარალელურად - ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1999-2000 წლებში იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.
მისი მნიშვნელოვანი დადგმებია კ. გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი” (1952), კ. ლორთქიფანიძის “კოლხეთის ცისკარი” (1959), ნ. დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს” (1960, 1961), პ. კაკაბაძის “კახაბერის ხმალი” (1965), ა. როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი” (1967), ვ. კოროსტილიოვის “ასი წლის შემდეგ” (1967) და “მარტოობის დღესასწაული” (1974), ნ. დუმბაძის “საბრალდებო დასკვნა” (1976), სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე” (1978), ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში - “მევიოლინე სახურავზე” (1986), თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის “ქეთო და კოტე” (1990), ბ. კვერნაძის “კოლხთა ასული” (1997), ბათუმის საოპერო თეატრში - ჯ. ვერდის “აიდა” (1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკში“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე.
გადაიღო მხატვრული ფილმები “დათა თუთაშხია” (1976-77, 7 სერია გ. გაბესკირიასთან ერთად). “წიგნი ფიცისა” (1983), “ერთ პატარა ქალაქში” (1985), “თეთრი ბაირაღები” (1990), “პრემიერა” (1992).

13-06-2013, 17:08

თინა ხიდაშელი დაკავებულებს თავდებში უდგება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების, დიდი ოდენობით მითვისების და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე, შპს „არსაკიძის" დირექტორი რევაზ ბაჩოშვილი, შპს „ პალაცოს" დირექტორი ზაზა მაისურაძე და, შპს „მშენებელი 2013"-ს დირექტორი გიორგი ადუაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს სახემწიფო ბიუჯეტიდან გამიყო 300 000 ლარი - საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების გადახურვა-შეკეთების დაფინანსების მიზნით.
2012 წლის 19 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო საკითხთა მთავარი სპეციალისტის თეიმურაზ ჯინჯიხაძის ორგანიზებით, მასთან დაახლოებული პირების სახელზე დაფუძნებული იქნა შპს „არსაკიძე", შპს „მშენებელი 2013" და შპს „პალაცო", რომლებთანაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ, გამარტივებული შესყიდვის წესით, გაფორმებული იქნა 3 ხელშეკრულება, 300 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე.

13-06-2013, 15:33

წამალი ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ

პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირლანდიელების მსვლელობის ნაცვლად, გეი აღლუმზე წასვლა არჩია. მისთვის უფრო ხელსაყრელი სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერა იყო, ვიდრე ტრადიციული, წმინდა პატრიკის დღესასწაული, რომელიც არც თუ ისე იწონებდა გეებს.
მეცნიერება და ცხოვრება
ჰომოსექსუალიზმი, როგორც სხვა დაავადებები, განკურნვადია. ფსიქოთერაპიის კურსის შემდეგ,  ყოველი მესამე გეი, ჰეტეროსექსუალი ხდება, თუმცა თანამედროვე საზოგადოება, მას, როგორც დაავადებას უარყოფს. 1992 წელს, ჰომოსექსუალიზმი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, აღიარებული გახდა, როგორც ავანდმყოფობა. ამ შემთხვევაშიც, მსოფლიო ბრმად მიჰყვა ამერიკულ თეორიას. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ექიმებმაც, ჰომოსექსუალიზმი ნორმად არ ჩათვალეს. 1963 წელს, ჯანდაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა, ნიუორკის სამედიცინო აკადემიის რიგი კვლევების დასკვნა გამოიტანა:
ჰომოსექსუალობა - ნამდვილად დაავადებაა.
ჰომოსექსუალი - არის ინდივიდუმი ემოციონალურ სფეროს დარღვევით, რომელსაც არ შეუძლია განვითარება ნორმალურ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში.
მკვლევარები ამბობდნენ, რომ ჰომოსექსუალთა ნაწილი ფიქრობს, თითქოს ეს არ არის დაავადება, არამედ ეს არის ცხოვრების სტილი.
1971 წელს, ჰომოსექსუალთა გადამწყვეტი აქცია მოხდა. მათ ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის (APA)-ს სხდომა ჩაშალეს.  „ჩვენ უარვყოფთ თქვენს ძალაუფლებას ჩვენზე და მზად ვართ თქვენთან ომისთვის“ -განაცხადეს თავდამსხმელებმა.

13-06-2013, 15:17

თბილისში ტერორისტები დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. კერძოდ, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.
გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

13-06-2013, 13:55

მგზავრს სხეულზე დამალული ოქრო აღმოუჩინეს
13 ივნისს, თბილისის აეროპორტში, სტამბოლი-თბილისის რეისით აზერბაიჯანის მოქალაქე ზ.ა. ჩამოფრინდა. საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ გახორციელებული საბაჟო პროცედურების შედეგად, მგზავრს წელზე შემორტყმული, სამედიცინო დანიშნულების ქამრის ქვეშ დამალული, 687,89 გრ  წონის, ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩნდა.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ნაკეთობების სატარიფო ღირებულება 17902,2 აშშ დოლარია.
საქმე, შემდგომი რეაგირებისათვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.
 

 

13-06-2013, 13:41

პატიმარი ხელჯოხით გააუპატიურეს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  N15  დაწესებულების  ყოფილი თანამშრომელები დააკავეს. მათ ბრალად მსჯავრდებულისთვის არაადამიანური მოპყრობა და წამება ედებათ.
პატიმრის წამების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა.  გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ლევან ლეჟავამ, ამავე დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ფარჯანაძემ და პატიმრობის განყოფილების უფროსმა დიმიტრი ჩხეიძემ, 2012 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 22.00 საათზე მსჯავრდებულ პ.ო-ს  ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის სავარჯიშოდ განკუთვნილ ოთახში  ხელ-ფეხი შეუკრეს და სასტიკად სცემეს, მათ შორის რეზინის ხელკეტით. პატიმრის მიმართ არაერთხელ გამოიყენეს ელექტროშოკი, რის შემდეგაც წყლით სავსე ჭურჭელში,  რამდნეჯერმე ჩააყოფინეს თავი და რეზინის ხელჯოხით გააუპატიურეს.

12-06-2013, 15:11

ბიუროს დნმ ექსპერტები ევროპელ ადამიანთა გენეტიკის კონფერენციაზე
2013 წლის 8-11 ივნისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთში კონფერენციაზე იმყოფებიან.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი და ექსპერტი ნინო ფირცხელანი, ქალაქ პარიზში, ადამიანის გენეტიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობას  იღებენ.
ბიუროს ექსპერტებმა, კონფერენციაზე, სამეცნიერო გრანტის ფარგლებში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული გენეტიკური კვლევის შედეგები, საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეს. გრანტის ხელმძღვანელის ნინო ფირცხელანის მიერ, თანაავტორებთან ერთად წარდგენილ იქნა აბსტრაქტი თემაზე „მემკვიდრული თრომბოფილია და გართულებები ფეხმძიმობის დროს ქართულ პოპულაციაში“.

12-06-2013, 15:01

შსს-მ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული გოჩა ფ. ოჯახის წევრების მკვლელობის ფაქტზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
დაკავებულმა, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ თამუნა ბერუაშვილს და მცირეწლოვან შვილს -2008 წელს დაბადებულ ნია ფ-ს, ცივი იარაღით, სხეულზე მრავლობითი მძიმე დაზიანება მიაყენა. დედა-შვილი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
მოგვიანებით, გოჩა ფ-მ თვითმკვლელობის მიზნით, დანის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიიყენა.

11-06-2013, 14:24



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა