შემოგვიერთდით facebook-ზე
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ხუთი პირი დააკავეს
14-06-2013, 12:17  /  ნახვა: 1864

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული იმედა ა, 1959 წელს დაბადებული ირაკლი კ, 1979 წელს დაბადებული ალექსანდრე მ, 1974 წელს დაბადებული რუსლან ჩ. და 1972 წელს დაბადებული ლევან კ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ხუთივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, ერთდროულად დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე. წ. „ქურდული წილების“ მისაღებად აჭარაში ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
ყველა მათგანი, წარსულში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით).

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა