შემოგვიერთდით facebook-ზე
თინა ხიდაშელი დაკავებულებს თავდებში უდგება
13-06-2013, 15:33  /  ნახვა: 2414

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების, დიდი ოდენობით მითვისების და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე, შპს „არსაკიძის" დირექტორი რევაზ ბაჩოშვილი, შპს „ პალაცოს" დირექტორი ზაზა მაისურაძე და, შპს „მშენებელი 2013"-ს დირექტორი გიორგი ადუაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს სახემწიფო ბიუჯეტიდან გამიყო 300 000 ლარი - საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების გადახურვა-შეკეთების დაფინანსების მიზნით.
2012 წლის 19 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო საკითხთა მთავარი სპეციალისტის თეიმურაზ ჯინჯიხაძის ორგანიზებით, მასთან დაახლოებული პირების სახელზე დაფუძნებული იქნა შპს „არსაკიძე", შპს „მშენებელი 2013" და შპს „პალაცო", რომლებთანაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ, გამარტივებული შესყიდვის წესით, გაფორმებული იქნა 3 ხელშეკრულება, 300 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე.

აღნიშნული კომპანიების მიერ, თ.ჯინჯიხაძისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირთა ზედამხედველობით, ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას ხელოვნურად იქნა გაზრდილი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, რის საფუძველზეც დაკავებულების მიერ მითვისებულ იქნა თანხა 80 000 ლარი.

თინა ხიდაშელი დაკავებულებს თავდებში უდგება
ამ ფაქტის შემდეგ, საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ლოლაძის და გამგეობის სხვა დაკავებული თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიცი აბსოლუტურად ყველა დეტალი ამ პროექტის შესახებ. პირადად ვამოწმებდი ყველა თეთრის ხარჯვას, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროექტთან. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ღონისძიება, რომელიც მე რაიონში განვახორციელე და დავეხმარეთ განსაკუთრებულად გაჭირვებულ ადამიანებს ამ სახლების გადახურვაში. ამიტომ მინდა მივმართო ფინანსურ პოლიციას, რომ თუ აქვთ რაიმე კითხვები, მეც დამკითხონ. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ კონტრაქტზე აბსოლუტურად, თავიდან  ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს პროექტი დაიწყო ჩემი ინიციატივით და მე ვიყავი საქმის კურსში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.“ -  აცხადებს თინა ხიდაშელი.
ხიდაშელი დაკავებულებს თავდებში უდგება და მზად არის ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს თავადაც უპასუხოს, რაც მისსავე განცხადებაში ნათლად ჩანს: „მე ვუდგები, ბუნებრივია, თავდებში ამ ადამიანებს, რომ მოხდეს მათი გათავისუფლება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გამოძიება დასრულდება პოზიტიურად და არაფერი არ დადასტურდება იმ ბრალდებებიდან, რაც დღეს წაყენებული აქვთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე კითხვები ამ კონკრეტულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, მეც უნდა დამკითხონ, ზუსტად ისე, როგორც დაიკითხენ ეს ადამიანები. იმიტომ, რომ საქმის კურსში ვიყავი და თავად ვიყავი ჩრთული და მონაწილე იმაში, რომ ყველა პრობლემა მოგვარებოდა იმ ოჯახების, რომლებსაც კონკრეტულად შეეხოთ ეს დახმარება, რაც მათ მიიღეს მთვრობისგან,“ - განაცხადა საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა.

ამბობენ, რომ გიორგი ლოლაძე თინა ხიდაშელის მეგობარია. ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამგებლად, უკონკურსოდ დაინიშნა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მისი მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე და სამი შპს-ს დირექტორი - რევაზ ბაჩოშვილი, ზაზა მაისურაძე და გიორგი ადუაშვილი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის - 80 ათასი ლარის მითვისება და  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 332-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა