4- 6 ოქტომბერს ქალაქ ბურსაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა კლუბებს შორის, სადაც საქართველოს 9 კლუბის 30 სპორტსმენი იბრძოდა საქართველოს სახელისთვის. თუქრეთის ევროპის ჩემპიოანტში 1700 სპორტსმენი ასპარეზობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრი ევროპის კარატეს კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა.
სამართალდამცველებმა წყალტუბოში უცნობი მამაკაცი იპოვეს
2013 წლის 3 ოქტომბერს, შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვენეთის სამხარეო მთავარი სამმრთველოს წყალტუბოს რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, დაახლოვებით 35-დან 45 წლამდე ასაკის უცნობი მამაკაცი იპოვეს, რომელიც ვერ ასახელებს თავის ვინაობას, სავარაუდოდ სმენის და მეტყველების პრობლემა აქვს.
გარეგნობის აღწერილობა: ,,ქართული იერსახის, თხელი აღნაგობის, სუსტი პირისახის, დაახლოებით 1,80 მ სიმაღლის, ჭაღარაშერეული შავი, მოკლე, შეთხელებული თმით, შავი წვრილი რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით, თაფლისფერი თვალებით.
განსაკუთრებული ნიშნები: არ აღენიშნება.
ტანთ აცვია: მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის თეთრზოლიანი გრძელსახელოიანი პერანგი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი ელვაშესაკრავით.“
აღნიშნული პიროვნების ამოცნობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს შემდეგ ნომრებზე: 577 526618, 577 529897.
ქართული ღვინო რუსეთში შეიძლება კვლავ აიკრძალოს
სტატიას, ამ სათაურით რუსული საინფორმაციო საიტი ,,ინტერფაქსი" აქვეყნებს. ნათქვამია, რომ რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, რუსულ ბაზარზე, 28 სახეობის ქართული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვა, რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა რუს ექსპერტებს წარუდგინეს.
რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს განცხადებით, 28 დაწუნებული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შორის არიან - ,,იმედი-96", ,,შუხმაინ ვაინს ჯორჯია", ,,ძმები ასკანელები" და სხვა.
,,ამ ყველაფერმა გვაიძულა, კვლავ ეჭვი შევიტანოთ ქართული მხარის სურვილზე, შემოიტანოს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია რუსულ ბაზარზე, რაც იმის საფუძველი შეიძლება გახდეს, რომ გვქონდეს სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობა მათთან. მიღებული დასკვნები, მიგვითითებს რომ, ქართული ღვინის მწარმოებლებმა ვერაფერი ისწავლეს, იმ სიტუაციიდან, რაც ჩვენ გვქონდა. ამ ყველაფერმა კი შეიძლება ჩვენი ურთიერთობების გადახედვა გამოიწვიოს, ქართულ-რუსული საქმიანი პარტნიორობის კუთხით" - განუცხადა ,,ინტერფაქსს" მთავარმა სანიტარმა.
პოლიციამ ორი ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისთვის ძებნილი, 1981 წელს დაბადებული მირზა მ. და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ირაკლი მ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დააკავეს.
დაკავებულები საქართველოში უკრაინის რეისით ჩამოფრინდნენ. ორივე ბრალდებული ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2008 წლიდან იძებნებოდა. სასამართლომ მირზა მ-ს 4 წლისა და 9 თვის ვადით, ხოლო ირაკლი მ-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ორივე მსჯავრდებული, ამ დროისთვის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაშია მოთავსებული.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
რენზო მარტენსის ფილმით ნათქვამი სიმართლე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ სამკითხველოს დარბაზში, ჰოლანდიელი რეჟისორის რენზო მარტენსის ფილმის (,,ეპიზოდი 1" ) ჩვენება მოეწყო.
ათ წელზე მეტია, იგი დოკუმენტურ ფილმებს იღებს. ,,სამყარო, როგორც მაყურებლის სამოთხე" - ეს არის მარტენსის კონტრვერსიული ფილმების მთავარი თემა. ფილმი მოგვითხრობს, რეჟისორის ფარულ ვიზიტს ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკში, ომისა და გენოციდის თემაზე დოკუმენტალისტების მუშაობას. ფილმის შესახებ ისაუბრა ხელოვანმა, ელკე რულანტმა. (ელკე რულანტი ფოტოგრაფი და მედიასპეციალისტია. არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ფოტო-პროექტზე მუშაობდა, მათ შორის, საქართველოშიც.)
რეჟისორის ტრილოგიას - ,,სამი ეპიზოდი", რომელიც ახლა იქმნება, მსოფლიოში, უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. „ეპიზოდი 1 “ – 2003 წ. , ,,ეპიზოდი 3” – 2008 წ. და მესამე ფილმს - ,,ეპიზოდი 2”, ახლა იღებს, არ ვიცით სად და შინაარსობრივად რის შესახებ. „ჰუმანიტარული აქტივობების ინსტიტუტი“ ეს ორგანიზაცია კონგოში დაარსდა. მთელ მის ჯგუფს რაც აინტერესებს არის: სიმართლე და პოლიტიკა. მისი აზრით, ომში და კრიზისულ რეგიონებში, ყოველთვის არის მაყურებელი, რომელიც ირჩევს ვისი მხარე დაიჭიროს. მეორე ფილმი კიდევ უფრო მძაფრი საყურებელია, იგივე ჯგუფი მიდის კონგოში, სადაც ომია გაჩაღებული და, იქ თვითონ მარტენსი იღებს მონაწილეობას, ამით მას სურს, მაყურებელმა განიცადოს რას გრძნობენ ომისგან დაზარალებული ადამიანები, რომელთანაც ჩადიან ჟურნალისტები, კინო რეჟისორები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, უსვამენ მათ კითხვებს და გამოხმაურება არ არის, რადგან სწორედ ეგ ადამიანები იკეთებენ რეკლამას ამ თემაზე მუშაობით... ფილმში, რეჟისორის მხრიდან არსებული სიტუაციის ცინიზმით აღქმა ჩანს.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ნინო ქავთარაძე: საქველმოქმედო კონცერტებით მთელი საქართველო მოვიარეთ
მომღერალი ნინო ქავთარაძე, დღეს ჩვენი სტუმარია, იგი პროფესიით ფოლკლორისტი გახლავთ. მისი სიმღერის ჰანგები პირველად რადიოში გაისმა. სიყვარულით გულანთებული გოგონა სამშობლოზე მღეროდა, ჩვენს ლამაზ და ტკივილიან საქართველოზე.
- ნინო სიმღერა როდიდან დაიწყეთ?
- ბავშვობიდან მიყვარს ეს საქმე. დედა მეუბნება სიმღერით აიდგი ენაო. მას მერე ვმღერი, ხმის საშუალებით მივიქციე საზოგადოების ყურადღება, რის შედეგადაც მოვედი აქამდე.
- როგორ მოხვდა რადიოში თქვენი სიმღერა?
- სიმღერების, ლექსებისა და ჩანახატების წერა დავიწყე. მეგობრებმა იაქტიურეს, სხვებსაც გააცნეს ჩემი ნამუშევრები, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. შემდეგ ჩემს ანსამბლ ,,ზეგანთან“ ერთად, ერთ-ერთი სიმღერის არანჟირება გავაკეთეთ და ძალიან კარგი გამოგვივიდა. რომელიც შემდეგ საპატრიარქოს სტუდია ,,კოლხაში“, მერაბ მამულაშვილის მეშვეობით ჩაიწერა და რადიოში მივიტანეთ. სიმღერა ჯარისკაცებს და სრულიად საქართველოს პატრიოტ ადამიანებს ეძღვნება.
სამომავლოდაც მაქვს მომზადებული სიმღერა, იგივე თემაზე და მინდა ჩემს ხალხს გავუზიარო.
ავტორი
გიორგი გაბაშვილი
სოსო ცინცაძე: ქვეყანაში პოლიტიკური უკულტურობაა
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მოვლენები ყოველდღიურად იცვლება. საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, 27 ოქტომბერს ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, პრემიერი ივანიშვილი კი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. საინტერესოა პოლიტიკური თვალსაზრისით რას მოუტანს ეს ყველაფერი საქართველოს, რა როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართული პოლიტიკური ელიტა. ამ საკითხებზე ჟურნალი ,,ქართული ელიტა" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, რა შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?
- ყველაზე მთავარი ის, რომ შიში გაქრა. მაგალითად ხელისუფალთან შეხვედრის შიში. პოლიტოლოგებთან ივანიშვილის ბოლო შეხვედრამ, დაგვანახა, რომ არავის ეშინოდა შეკამათებოდა მას არგუმენტირებულად. ახლა ვლაპარაკობთ პრობლემებზე და არ გვეშინია, რომ ჩვენი ნათქვამი ვიღაცას არ მოეწონება. მუდმივი თვალთვალი და ფარული მოსმენები აღარ არის, თუმცა სხვა, რადიკალურ ვცლილებებს ვერ ვხედავ. მაგალითად ბიზნესი, ისეთივე მდგომარეობაშია როგორიც იყო, მართალია რეკეტი აღარაა, მაგრამ პრესაში იწერება, რომ კიდევ არის მცდელობები გარკვეულმა პირებმა ბიზნეს წილები ხელში ჩაიგდონ. რატომღაც ქართველი პოლიტიკოსები შეეჩვივნენ, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, უნდა გამდიდრდეს.
არჩევნებზე ხელისუფლება თავადაა სუბიექტი, ანუ თავად ატარებს მას. თუ დავუჯერებთ პრესას, ისევ ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და სოციოლოგიური კვლევების გაყალბება. არავინ დაიჯერებს, რომ ნაცოინალურ მოძაობას ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ქალბატონ ბურჯანაძეს. როგორც ჩანს, უკვე აუცილებელია შეიქმნას ძლიერი სოციოლოგიური კვლევების ცენტრი, რომელსაც ყველა დაუჯერებს. დღევანდელ კვლევებს ის ორგანიზაციები ატარებენ, რომლებიც ბოლო 10 წელია ამას აკეთებენ და ამიტომაც არ არსებობს ნდობა მათ მიმართ.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
პოეტ ფიოდორ ტიუტჩევს 210 წელი შეუსრულდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პოეტ ფიოდორ ტიუტჩევის დაბადებიდან 210-ე წლის აღსანიშნავად, შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მოეწყო გამოფენა, სადაც უამრავი ნახატი იყო წარმოდგენილი.
საღამო, 96-ე საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ანა ნალბანდიანს მიჰყავდა. მუსიკალურად კი მისმა ქალიშვილმა ნინა მეტრეველმა გააფორმა.
ავტორები
ვერიკო ბუბუტეიშვილი
თეონა ამბროლიანი
სასამართლო პროცესზე პატიმარმა ადვოკატს უნდობლობა გამოუცხადა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე მაია შოშიაშვილის თავჯდომარეობით, ზურაბ გაბლიშვილის საქმე განიხილეს, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “დ“ ქვ/პ სამართლდება. აღნიშნული მუხლი, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტს ითვალისწინებს, რაც ჩადენილია არაერთგზის და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან-თოთხმეტ წლამდე. დაცვის მხარეს ადვოკატი ნინო მიქატაძე წარმოადგენდა.
სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე, ბრალდებულმა ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებით, მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. რაზეც მან განმარტა, რომ ადვოკატისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა და იგი, პირადი შეუთანხმებლობით არის გამოწვეული. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
პოეზიით დამარცხებული ტკივილი
დარდით დაქანცული ძალას მოვიკრებ და
თვალში კვლავ მოვახჩობ სევდას,
დედი, სხვებივით რად არ დადიხარო,
შვილი მეკითხება დედას.
ეს სევდიანი სიტყვები, არაჩვეულებრივ პოეტ ქალბატონს მიმოზა ცანავას ეკუთნის. იგი ბავშვობიდან პოლიომიელიტითა დაავადებული, მაგრამ ცხოვრებას არ ეპუება, საოცრად აქტიურია. მისი ლექსები ცხოვრებაზე დაგვაფიქრებს. მას საკუთარ შემოქმედებაზე სასაუბროდ სახლში ვეწვიეთ.
მიმოზა ცანავა: ჩემი პოეტური მოღვაწეობა ბავშვობიდან დაიწყო. ლექსის წერა ჩემთვის უფლის წყალობა და დიდი ჯილდოა. მწერალთა კავშირის წევრი და 7 პოეტური კრებულის ავტორი ვარ. ეხლახანს, გამოვეცი კრებული, რომელსაც ,,კოლხური" ჰქვია. ეს წიგნი, ჩემს მშობლიურ სამეგრელოს მივუძღვენი, სადაც ჩემმა ყმაწვილქალობამ ჩაიარა და სატრფომ ყელზე მძივი დამკიდა.
- როგორ გაიხსენებდით თქვენი სიყვარულის ისტორიას?
- ძალიან რომანტიული იყო. ყავარჯნიანი გოგოს შეყვარება არც ისე იოლია, მაგრამ სიყვარული ამ ნაკლს ვერ ხედავს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გრძნობებში გამომიტყდა, მას უანგაროდ ვუყვარდი...
თარგმნა
მზია კევლიშვილმა
,,სამსუნგმა“, ერთი მილიარდი ევრო ,,Apple”-ს, 5 ცენტიანი მონეტებით სავსე ოცდაათი სატვირთო ავტომობილით მიუტანა
კალიფორნიაში, ,,Apple“-ს შტაბბინის წინ, 5 ცენტიანი მონეტებით სავსე, 30 სატვირთო მივიდა. უსაფრთხოების კომპანიას, რომელიც შტაბბინას იცავს, ეგონა, რომ სატვირთო ავტომობილები არასწორ ადგილას მოხვდნენ, მაგრამ ცოტახნის შემდეგ ,,Apple“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ტელეფონით სამსუნგის აღმასრულებებლი დირექტორისგან შეიტყო, რომ დაკისრებულ ჯარიმას, ისინი 5 ცენტიანი მონეტებით გადაუხდიდნენ.
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი არ აკონკრეტებდა გადახდის ფორმას. ასე, რომ სამსუნგს სრული უფლება ჰქონდა, ჯარიმა მონეტებით გაეგზავნა.
ეს ბინძური, მაგრამ გენიალური იდეა, ,,Apple“-ს კომპანიის თავისტკივილი გახლავთ. მათ, უნდა დათვალონ ეს მონეტები, რათა შეამოწმონ, თანხა სრულყოფილია თუ არა.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
გრიგოლ ქსოვრელის აღდგენილი ჩანაწერების დისკის პრეზენტაცია გაიმართა
გრიგოლ ქსოვრელი, 1921 წელს, თბილისში დაიბადა. პატარა გრიგოლს მუსიკა თავიდანვე იტაცებდა. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა მოზარდმა, 12 წლის ასაკიდან, უკვე არაერთი საბავშვო მუსიკალური კოლექტივი ჩამოაყალიბა.
1962 წელს, გრიგოლ ქსოვრელი, მედუდუკეთა ანსამბლ ,,სოინარს“ სათავეში ჩაუდგა. ანსამბლს დიდი წარმატება ხვდა წილად. მინიჭებული ჰქონდა ფესტივალის ლაურიატის წოდება, მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები.
გრიგოლ ქსოვრელი საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი მრავალი სიმღერისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. ხშირად აფორმებდა კონცერტებსა და სხვადასხვა მუსიკალურ დადგმებს, საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში. შესრულებული აქვს, არაერთი ეპიზოდური კინო-როლი, გახმოვანებული აქვს ფილმები: ,,მაია წყნეთელი“, ,,ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, ,,ქალაქი ანარა“, ,,წყალდიდობა“, ,,დაბრუნებული ღიმილი“, ,,ფიროსმანი“, ,,ბებერი მეზურნეები“, ,,მთვარის მოტაცება“ და ,,მზე შემოდგომისა“. მან, ასევე გაახმოვანა სპექტაკლები ,,იეთიმ გურჯი“ და ,,ბებერი მეზურნეები“.