შემოგვიერთდით facebook-ზე

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

რატომ აატირა პელე 1700 დოლარიანმა წიგნმა?!

ფეხბურთის ლეგენდა -  ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო პელე -  გასულ ოთხშაბათს „ცრემლებად დაიღვარა“, როცა რიო დე ჟანეიროში, მასზე დაწერილი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დროს პელემ თავისი უხვგოლიანი საფეხბურთო კარიერა გაიხსენა.
რაც შეეხება წიგნს, ისიც პელესავით შთამბეჭდავი გამოვიდა. წიგნი 500 გვერდიანია და სახელად „1283“ დაარქვეს. თავის კარიერაში პელემ ზუსტად ამდენი გოლი გაიტანა და წიგნიც 1283 ქვეთავისგან შედგება.
ამას გარდა, წიგნი იმითაც არის შთამბეჭდავი, რომ 15 კილოგრამს იწონის და ფასიც სარეკორდო აქვს: დაახლოებით  1700 ამერიკული დოლარი „სელასიოს“  ხელმოწერით. კოლექციონერებისთვის ფასი არც ისე დიდია, თუმცა სავარაუდოდ, პელეს ყველა გულშემატკივარი ამ თანხას ვერ შეწვდება.
„როცა წიგნი დავათვალიერე, ეს იყო ყველაზე ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ამ დროს მახსენდებოდა ყველა ჩემი თანაგუნდელი, ყველა ფანი და ყველა ჩემი გოლი“ - აღნიშნა პელემ.
„1283“  გაყიდვაში ოქტომბრის ბოლო კვირას გამოვა, მას შემდეგ რაც პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართება, ასევე ლონდონსა და დუბაიში.

21-10-2013, 13:27

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

ამნისტიით გათავისუფლებულს ქურდობისთვის ისევ ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას თავჯდომარეობით, გიორგი ქვაჭრელიშვილის საქმე განიხილა, რომელიც სსკ-ს 177 მუხლის II ნაწილის „ა, ბ“ ქვ/პ და III ნაწილის „დ“ ქვ/პ სამართლდება. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, ქურდობის ფაქტს, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. განსასჯელმა, ასევე ჩაიდინა სსკ-ს 125 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ცემის  ან სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი  გამოიწვია და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე.

განსასჯელის ადვოკატმა გელა ტყეშელაშვილმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ განსასჯელი ახლადგაცნობილ მეგობართან ერთად, თბილისის ერთ-ერთ პარკში წავიდა, სადაც სვამდნენ და მოუვიდათ უთანხმოება. შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაზარალებულს სცემა, შემთხვევის ადგილიდან კი საფულე და ტელეფონი წამოიღო, სადაც 280 ლარის ოდენობით თანხა იყო. დაკავების დროს არ აღმოაჩნდა მას არც საფულე და არც ტელეფონი, რადგან ფულის მითვისების შემდეგ ორივე ნივთმტკიცება გაანადგურა. მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული.

19-10-2013, 21:24

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
აპირებს თუ არა ბუბა ჯგუფ „ჯუჯების“დატოვებას?!
მუსიკა მისთვის ყველაფერია, უკვე ათი წელია რეპს მღერის  და თავის საყვარელ  საქმეს აკეთებს...
- სიმღერა პირველად როდის დაწერეთ?
- ცამეტი-თოთხმეტი წლის ვიქნებოდი, სიმღერას ,,არ უღალატო ძმებს“ ერქვა, მაშინ ჯგუფ „გრაფიტში“ ვიყავი. მალე ეს ჯგუფი დაიშალა და სოლო კარიერა გავაგრძელე. შემდეგ ჯგფ „ჯუჯებში“აღმოვჩნდი,  ბავშვობის მეგობრებთან ერთად.
- ჯგუფი „ჯუჯები“ როდის შეიქმნა?
- 2002 წელს, მაგრამ ადრე სხვა სახელით არსებობდა, ეს ის პერიოდია, ყველა რომ რეპერობდა ან ,,ძველბიჭობდა“.
- ჯგუფი „გრაფიტი“ რატომ დაიშალა?
- ჯგუფის  წევრები სხვადასხვა რაღაცას ვწერდუთ, რაც დაშლის მიზეზი გახდა,ხოლო მე და „ჯუჯებს“ ბევრი საერთო გვაქვს, რაც დიდ კომფორტს მიქმნის.
- ბევრი სიმღერა და კლიპი გაქვს, მომავალში ჯგუფის მიტოვებას და სოლო კარიერის გაგრძელებას ხომ არ აპირებ?
-  ჯგუფის მიტოვებას არ ვაპირებ, რასაც ხუთი წელი ჯგუფ „გრაფიტში“ ვაკეთებდი, უფრო მეტი ამ ორ თვეში გავაკეთე, როცა სოლო კარიერა დავიწყე.
- ძირითადად სიყვარულზე წერ, რატომ?
- სულ სიყვარულზე არ ვწერ, ასი სიმღერა მაქვს, აქედან ათია სიყვარულზე, რომლებიც გაჰიტდა და იმ ოთხმოზდაათზე რეიტინგულია. ხალხს, რაც მოსწონს იმას ვწერ.

18-10-2013, 18:05

მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
რუსული გამოცემები კვლავ იტყუებიან
რუსული გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტა", მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე, კიდევ ერთ სტატიას ავრცელებს.
დღეს, თბილისში, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები იწყება, რომელიც ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით ტრანსლირებული იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ცესკომ 23 პრეტენდენტი დაარეგისტრირა, დებატები მრავალპარტიულია.  ერთმანეთს პირისპირ ახალი და ძველი მთავრობის ლიდერები - გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე შეხვდებიან. თუმცა დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს რეიტინგის სამეულში მყოფი - პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე.
გამოკითხვების მიხედვით, სწორედ ამ სამი პოლიტიკოსიდან ერთ-ერთი გახდება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, თუმცა ამ სამს შორისაც არის როგორც ლიდერი, ისე აუტსაიდერი. ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, კვლავ დიდი განსხვავებით უსწრებს, როგორც ბაქრაძეს, ისე ბურჯანაძეს და აქვს იმედი, რომ პირველივე ტურში პრეზიდენტი გახდება.
ამის მიზეზი, მარგველაშვილის მიმართ ივანიშვილის დიდი მხარდაჭერაა, რასაც ბურჯანაძე ასე ეხმიანება: "როგორც ბავშვი სკოლაში, ასე დაჰყავს პრემიერ ივანიშვილს მარგველაშვილი შეხვედრებზე, საყურებლადაც კი უსიამოვნოა...".

17-10-2013, 17:49

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ნატალია ივანიშვილი: ჩემთვის მგალობლობა ღვთის საჩუქარია
27 წლის მგალობელი ნატალია ივანიშვილი, მუსიკის მოყვარულ ოჯახში გაიზარდა, იგი ბავშვობიდან მღერის. დაამთავრა 11-ე ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა, შემდეგ დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. პროფესიით აკადემიური გუნდის დირიჟორია.  2005 წლიდან კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდა, 2008 წლიდან დღემდე კი, ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ მგალობელ გოგონათა გუნდ „იალონში“.
- რას ნიშნავს საეკლესიო გალობა მართმადიდებლურ სარწმუნოებაში და რა არის მისი დანიშნულება?
- გალობა ეკლესიის ღვთისმსახურებაში განუყფელ ნაწილს წარმოადგენს, ის გამშვენებული ლოცვაა. ცნობილია, რომ სანამ გალობა შეიქმნებოდა ლოცვები იკითხებოდა, გალობა იმისთვის დამკვიდრდა, რომ მრევლი შეეფხიზლებინათ, საკითხავებთან ერთად ყოფილიყო საგალობლები. ეს ტრადიცია საუკუნეებს მოსდევს.
- რამ გამოიწვია საგალობლებით თქვენი დაინტერესება?
- მონაზონების დედა მართა  ჩხიკვიშვილისა და ნინო რაზმაძის მიერ წირვა-ლოცვის სადა კილოს შემსწავლელი წიგნია  გამოცემული, რომელსაც სასწავლო დისკი მოჰყვება. როგორც მუსიკოსმა და მგალობელმა, მათთან ერთად ჩავწერე რამდენიმე საგალობელი, ინტერესი ამან გამოიწვია. რის შემდეგ ჩამოყალიბდა გუნდი, სადაც ოთხი მგალობელი გოგონა ვიყავით. თავიდან  ღვთისმშობლის პარაკლისის საგალობლების შესწავლა, ჯიხეთის მონასტერში, გურიაში დავიწყეთ.  რაც მგალობელი გავხდი, შეგრძნების თვალსაზრისით  ბევრი რამ შეიცვალა.
ტაძარში სიარული, რომ დავიწყე, მიუხედავად მგალობლობის დიდი სურვილისა, ვერ მოხერხდა მაშინვე გუნდთან ერთად მეგალობა. „იალონის“ ჩამოყალიბების შემდეგ,  ჩვენი გუნდი, არა მარტო ტაძარში მოღვაწეობს, არამედ პროპაგანდასაც ეწევა, სხვადასხვა ანსამბლებთან ერთად ხალხური სიმღერა-გალობის  ღონისძიებებზე ვმონაწილეობთ. აგრეთვე გვაქვს ჩაწერილი ორი კომპაქტდისკი.

17-10-2013, 16:42

ამაზონში  მსოფლიოში ყველაზე დიდი კუ აღმოაჩინეს
ამაზონის მდინარეში, მსოფლიოში ყველაზე დიდი კუ აღმოაჩინეს. მისი ასაკი დაახლოებით 529 წელია, წონა 800 ფუნტი.
ამ  წითელ კუს სხვადასხვა სახელებს უწოდებენ: წითელი ფეხების მქონეს, ბრაზილიურ გიგანტურ კუს, სამხრეთ ამერიკის გიგანტს, მისი ადგილობრივი სახელი კი  მორროცოყ   გახლავთ. ასეთი დიდი ზომის კუ ყოველთვის მოიძებნება ამაზონის მდინარეში. მათი უმრავლესობა აღმოჩენილია (პერუში, ბრაზილიაში, ვენესუელაში და კოლუმბიაში.) ჩვეულებრივ  ამ სახეობის კუს სიგრძე 3 მეტრს აღწევს, ეს  უკანასკნელი, კი მათთან  შედარებით გარკვევით გრძელია.
მათი ძირითადი საკვები გახლავთ მცენარე, რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთ  რეგიონში იზრდება. ეს საკვები ხელს უწყობს მათ  ზრდასა  და  სიცოცლის ხანგრძლივობას. ამ მცენარის წყალობით, ისინი  სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტენ  ზრდას.

16-10-2013, 17:26

მირანდა ქერი თავისი სილამაზის საიდუმლოს გვიზიარებს

ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენზე სუპერ მოდელი ამტკიცებს, რომ საუკეთესო წამალია თმის გაყოფილი ბოლოებისთვის. მირანდა ქერი და მისი ოჯახის წევრები, ხშირად ხვდებოდნენ მსოფლიოს ულამაზეს ქალთა სიაში.
,,ბებიაჩემი ყოველთვის ბუნებრივი სილამაზით გამოირჩეოდა, როდესაც იცინოდა მისი ღიმილი ოთახს ანათებდა. რჩვევებს სილამაზესთან დაკავშირებით დედისგან ვიღებდი. ის ყოველთვის მარიგებდა, მთელი დღის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტჯერ გამეღიმა, რადგან ღიმილი სილამაზის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა”, განაცხადა მირანდამ.
ვარსკვლავმა ორლანდო ბლუმზე დაქორწინების შემდეგ, კანის მოვლის საშუალებების საკუთარი ხაზი გახსნა. მირანდა მიიჩნევს, რომ მსგავსი საშუალებების  დამზადება სახლის პირობებშიც ადვილი შესაძლებელია.

16-10-2013, 17:10

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

რუსეთის ეკლესია სოხუმსა და ტყვარჩელში ეკლესიებისთვის ადგილებს აკურთხებს
რუსული ინტერნეტ-პორტალ „ნეზავისიმაია გაზეტას“  ჟურნალისტი, მსოფლიო რელიიგის ახალ ამბებს განიხილავს. სტატია ეხება, როგორც კათოლიკურ, ასევე მართლმადიდუბლურ სამყაროს.  სტატიის მიხედვით, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რუსულ მართლადიდებლურ ეკლესიას მოუწოდა, რომ არ აკურთხოს ახალი ეკლესიების ასაშენებელი ადგილები აფხაზეთში, სადაც ახლა რუსული ბაზებია განლაგებული. როგორც საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გვაცნობა, ამ ადგილების კურთხევა, მხოლოდ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პრეროგატივაა. ,,პრესსპიკერის ცნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, აკურთხებენ ადგილებს ახალი ეკლესიებისთვის რუსულ ბაზებზე, სოხუმსა და ტყვარჩელში, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა“ - წერს ავტორი.

 

16-10-2013, 16:38

პრობაციონერები კონცერტს დაესწრნენ
წრნენთელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიწვევით, კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრნენ. თელავში, კულტურული კვირეულის, „შემოდგომის ფესტივალის“ ფარგლებში გამართულმა წარმოდგენამ, რომელშიც პიანისტი ელისო ვირსალაძე და სხვა ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, მოზარდების დიდი მოწონება დაიმსახურა.

თეატრის დირექციამ პრობაციონერები წარმოდგენებზე სამომავლოდაც მიიწვია.

პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის ხშირად მართავს კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, რაც მათ ღირებულებათა გადაფასებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.
 

 

16-10-2013, 16:07

შსს-მ საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ზაზა ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან „ჩე-ზე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის 65 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

16-10-2013, 15:37

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდები მარტივდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, პრესკონფერენციაზე, 2013 წლის ბოლომდე, დაგეგმილი სიახლეები წარმოადგინა:
1. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე
2013 წლის ბოლოდან მოსახლეობას საშუალება ექნება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა ჩააბაროს როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე. ამასთან, მართვის მოწმობის მფლობელს, რომელიც გამოცდას ჩააბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, უფლება ეძლევა მართოს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფის და რეზუსის მონაცემების დამატება
მომსახურების სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად იწყებს პროექტს, რის საფუძველზეც მართვის მოწმობაში მიეთითება მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. სისხლის ბანკის თანადგომით, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსდება ლაბორატორია, სადაც უახლოეს მომავალში მსურველს საშუალება ექნება მართვის მოწმობის აღებისას უფასოდ მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სისხლის ჯგუფის და რეზუსის შესახებ, ხოლო დონორობის შემთხვევაში (250 გრამი სისხლის გაღებისას) ჩაიტაროს უფასო გამოკვლევა 4 სახეობის ვირუსზე, რის საფასურიც ჩვეულებრივ წარმოადგენს 200-300 ლარს.
მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფის და რეზუსის აღნიშვნა ამ ეტაპზე ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს და მოხდება სისხლის ჯგუფის შესახებ ექიმის მიერ გაცემული ცნობის ან ადგილზე (სააგენტოში) ჩატარებული კვლევის საფუძველზე.

16-10-2013, 15:16

თეა წულუკიანი: „საზღვრისპირა სოფლებში მიწების დარეგისტრირება სწრაფი ტემპით მოხდება“ 
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საზღვრისპირა სოფლებში  მიწების დარეგისტრირების პროცესი სწრაფი  ტემპით წარიმართება. მინისტრმა განცხადება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისათვის შექმნილი დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
„ჩვენ ამ პროცესებში დროებითი კომისიის შექმნამდე, მავთულხლართების მოწყობის მომენტიდან, ვართ ჩართული, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ერთ-ერთი უწყება, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი აქტივობით ჩავერთეთ. ყველა უწყებას საერთო საქმეში თავისი წვლილი შეაქვს. ჩვენი წვლილი კი მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო რეესტრმა მიიღოს გადაწყვეტილება, საზღვრისპირა სოფლებში, იქ, სადაც მოსახლეობას დარეგისტრირებული არ აქვს საკუთარი მამაპაპისეული მიწები, სწრაფი ტემპით აღვრიცხოთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

16-10-2013, 14:54



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა