მსჯავრდებულთა სოციალურად დაუცველი ოჯახები უფასო გრძელვადიანი პაემნით ისარგებლებენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივით, იმ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, უფასო გრძელვადიანი პაემნით სარგებლობა შეეძლებათ.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემანი ფასიანია და 60 ლარს შეადგენს. რადგან მსჯავრდებულთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ბევრი მათგანი პაემნისთვის საჭრო თანხის გამო ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან შეხვედრას. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, _ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან კონტაქტი. აღნიშნული ინიციატივა ასევე დიდი შეღავათი იქნება სოციალურად დაუცველი პატიმრების ოჯახებისთვისაც. ამიტომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის აღნიშნული ინიციატივით, ეს შეღავათი დაწესდა.
ამავე ინიციატივის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებებით, არასრულწლოვანთათვის ხანგრძლივი პაემნის საფასური განახევრდა და 30 ლარს შეადგეს.
აღნიშნულ საკითხზე მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირების მიზნით, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში საინფორმაციო კამპანია დაიწყება.
საქართველოს პრემიერი და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს შეხვდებიან
საქართველოში ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მურაი მაკკულის ვიზიტი იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ახალი ზელანდის ელჩის, ტაჰა მაკფერსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
როგორც პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო ახალ ზელანდიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მიიჩნევს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც.
პრემიერ-მინისტრმა ახალი ზელანდიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაში დახმარებისთვის.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ახალი ზელანდიის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილი კინოჩვენება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში, პოლონელი რეჟისორის ანჯეი ვაიდას ფილმის - ,,კატინის" ჩვენება მოეწყო. კინოჩვენება 2010 წლის 10 აპრილს, დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ლეხ და მარია კაჩინსკების, ასევე იქ დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა.
ფილმში, ოთხი პოლონელი ოფიცრის ცხოვრებაა აღწერილი, მათი ნათესავების ბედისწერა, რომლებმაც არ იციან სიმართლე, მაგრამ ხვდებიან. ეს ფილმი ქალებზეა, რომლებიც ელოდებიან, რომელთაც არ სჯერათ სიკვდილის, რადგან მათში იმედი ცოცხლობს.
,,ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა, ლეხ კაჩენსკი ეროვნული გმირია, რომელიც საქართველოს ძალიან მძიმე დროს, 2008 წელს გვერდში ედგა. მაშინ, როცა ძალიან გვჭირდებოდა დახმარება. ასევე მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს. დღეს მოსწავლეთა სასახლის წინ გამოფენა გვქონდა, სადაც მისი ცხოვრების ფოტოები გავიტანეთ. ფილმის ჩვენება კიდევ ერთი მაგალითია, რომ არ უნდა დავივიწყოთ ეს ადამიანი და მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისადმი.’’ – განაცხადა ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივის წევრმა ეკა ექიზაშვილმა.
პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, რუსთავსა და ასპინძაში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ.
მაკა ღ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით ვადამდე გათავისუფლდა. მან რეგისტრაცია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რუსთავის პრობაციის ოფისში გაიარა. პრობაციონერის რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტული დასაქმება აღმოჩნდა.
ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, პირობით მსჯავრდებული, მისი უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით, რუსთავში მოქმედ მარკეტში ტანსაცმლის სექციის კონსულტანტად დასაქმდა. პირველ ეტაპზე, მაკა ღ-ს ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარი იქნება.
სამცხე–ჯავახეთის პრობაცის ბიუროსა და ასპიძის რაიონის გამგების ხელშეწყობით, სოციალურად დაუცველი პრობაციონერი დავით ფ. დასაქმდა შპს „ანგში“, რომელიც ასპინძის რაიონში სხვადასხვა ობიექტებზე მშენებლობებს აწარმოებს. პრობაციონერის ყოველთვიური ხელფასი 500 ლარს შეადგენს.
სოფელ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ოთარ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცავებმა სოფელ ფონიჭალაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკისას, ლითონის მილში დამალული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 25,5862 გრ ნარკოტიკი 0,1822 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვია
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და წევრებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. პრემიერ მინისტრმა სასამართლო ხელისუფლებისადმი თავისი ღრმა პატივისცემა დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი და საბჭოს მდივნის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა.
საუბარი მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს შეეხო. პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის დაპირება მოსამართლეების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით შესრულებულია.
ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს, რათა სრულყოფილი კანონების მიღება მოხდეს. შეხვედრისას ასევე ისაუბრეს, მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
,,მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. პრემიერ მინისტრმა თავისი მობრძანებით მთავრობის პოზიცია, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას სურს ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობა.
ავტორი
თიკო ბეკოშვილი
რატომ არის განაწყენებული პროექტ ,,ნიჭიერზე“ გიორგი როსტომაშვილი?
ყველასათვის საყვარელი და ნიჭიერი მსახიობის დათო როსტომაშვილის ვაჟი გიორგი როსტომაშვილი, როგორც მუსიკოსი საზოგადოებამ პროექტ ,,ნიჭიერიდან“ გაიცნო. იგი 2012 წლის ნიჭიერის მონაწილე იყო. თავი ჟიურის წევრებს და ხალხს საუკეთესო ნომრებით მოაწონა, თუმცა პროექტის ფინალში მაინც ვერ მოხვდა.
გიორგი როსტომაშვილი: მუსიკალური განათლება არ მაქვს, ჩემი და ქეთი ტამტამზე სამოყვარულო დონეზე უკრავდა. მეც მომეწონა და თორმეტი წლის ვიყავი, როცა ტამტამზე დაკვრა youtoob-ის საშუალებით ვისწავლე.
- რამ გადაგაწყვეტინა პროექტ ,,ნიჭიერში“ მონაწილეობის მიღება?
- მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, გადაწყვეტილების მიღებამდე აზრი ბევრ ადამიანს ვკითხე, მათ შორის მამაჩემს და ჯემალ ბაღაშვილს. მათგან დადებითი პასუხის შემდეგ პროექტში მოვხვდი.
არასრულწლოვან პატიმრებთან მომუშავე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები სასწავლო ცენტრში ტრენინგს გადიან
არასრულწლოვან ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი დაიწყო. ღონისძიება ტარდება გარემოს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „არასრულწლოვან პატიმრებთან მომუშავე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში.
ტრენინგი 5 ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წლის 8-9 აპრილს ღონისძების პირველი ეტაპი ტარდება თემაზე „ჯგუფური მუშაობის მეთოდები“.
ტრენინგის ძირითად მიზანს წარმოადგენს თანამშრომელთა ჯგუფური მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება და მსმენელთათვის იმ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან/პატიმრებთან ურთიერთობაში.
მონაწილეები განიხილავენ ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობასა და თავისებურებებს, მონაცემთა გამოყენების ფსიქოდიაგნოსტიკურ და ფსიქოკორექციულ ასპექტებს. ტრენინგის მანძილზე გაიმართება თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსია.
აღნიშნული თემატიკით გადამზადებას 17 მონაწილე გაივლის. ტრენინგს უძღვებიან ტრენერები მაია ცირამუა და ნათია წერეთელი. ტრენინგის შემდეგი ეტაპები აპრილი-ივნისის თვეში გაიმართება.
ყოფილ მსჯავრდებულს თაღლითობის ფაქტზე ბრალი წარედგინა
2014 წლის 5 აპრილს, ყოფილ მსჯავრდებულს, თ.წ.-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თაღლითობა, ანუ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიების თანახმად, 2011 წლის დასაწყისში, N5-ე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული თ.წ. ასევე მსჯავრდებულ ლ.ხ.-ს დაუმეგობრდა და ნდობის მოპოვების შემდეგ დაპირდა, რომ 10 000 ლარის სანაცვლოდ, შეწყალების კომისიაზე მისი გათავისუფლების დადებითად გადაწყვეტას შესძლებდა.
ლ.ხ.-მ 2011 წლის ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდში, შვილის ს.გ.-ის დახმარებით თ.წ.-ს დედის სახელზე, საქართველოს ბანკის მეშვეობით 9 950 ლარი გადარიცხა.
აღსანიშნავია, რომ თ.წ. ამჟამად გათავისუფლებულია, ხოლო დაზარალებული ლ.ხ. ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 22-23 აპრილს ვიდეოპაემანი უფასო იქნება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 22-23 აპრილს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.
აღნიშნულ დღეებში, თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა N5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა N11 სპეციალურ დაწესებულება, ქსნის N15 დაწესებულება და რუსთავის N17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან.
მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპამნით სარგებლობა, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია. ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
კახა მიქიაშვილი: იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე ვიმსახურებ
ცნობილ მსახიობსა და ტელეწამყვანს, კახა მიქიაშვილს, ინტერვიუს ჩამოსართმევად თავისუფალ თეატრში ვეწვიე, სადაც უკვე წლებია მუშაობს.
მისი სამსახიობო მოღვაწეობა 16 წელს ითვლის, აწ გარდაცვლილი პედაგოგის, ბატონ შალვა გაწერელიას წყალობით, სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობა პირველივე კურსიდან ჰქონდა.
კახა მიქიაშვილი: მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. 1998 წლიდან სცენაზე ვდგავარ. თავიდან ეს პროფესია გართობა მეგონა, შემდეგ მივხვდი, რომ ურთულესი და საინტერესო სამყარო იყო. ქართველი რეჟისორების წყალობით პროფესიულად მუდამ დაკავებული ვიყავი. უკვე მეთერთმეტე წელია თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ, თითქმის ყველა წამყვან სპექტაკლში ვთამაშობ. საინტერესო როლები მაქვს, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ ვარსიმასვილს. მსახიობობასთან ერთად ტელე-წამყვანის ამპლუასაც ვითავსებ.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ლაშა ჟვანია: ისრაელი ჩემი მეორე სამშობლოა
ბატონი ლაშა ჟვანია პროფესიით დიპლომატია, ამჟამად პატრიარქის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს. მისი წინაპრები სამეგრელოდან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველი კახათიდან არიან. შარშან ბებია-ბაბუის სახლში იმყოფებოდა და ამბობს, რომ ისეთივეა, როგორიც ბავშვობაში. 14 წლის იყო, როცა პირველად ისრაელს ეწვია. იქ დედის მხრიდან ბაბუა გაიცნო, რის შემდეგაც ჩანახატის სახით ფილმი გადაიღო, სახელად - ,,სტუმრად ბაბუასთან". მაშინ, 1998 წელი იყო, ყველას ეგონა ფილმი რომელიმე სოფლეში იქნებოდა გადაღებული, არადა სინამდვილეში იღებდა ადამიანს, რომელიც შორტებით თელავივის ქუჩებში დასეირნობდა