შემოგვიერთდით facebook-ზე
რატომ არის განაწყენებული პროექტ ,,ნიჭიერზე“ გიორგი როსტომაშვილი?
10-04-2014, 17:13  /  ნახვა: 2970

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

ყველასათვის საყვარელი და ნიჭიერი მსახიობის დათო როსტომაშვილის ვაჟი გიორგი როსტომაშვილი,  როგორც მუსიკოსი საზოგადოებამ პროექტ ,,ნიჭიერიდან“ გაიცნო. იგი 2012 წლის ნიჭიერის მონაწილე იყო. თავი  ჟიურის წევრებს და ხალხს საუკეთესო ნომრებით მოაწონა, თუმცა პროექტის ფინალში მაინც ვერ მოხვდა. 

გიორგი როსტომაშვილი: მუსიკალური განათლება არ მაქვს, ჩემი და ქეთი ტამტამზე სამოყვარულო დონეზე უკრავდა. მეც მომეწონა და თორმეტი წლის ვიყავი, როცა ტამტამზე დაკვრა youtoob-ის საშუალებით ვისწავლე. 

- რამ გადაგაწყვეტინა პროექტ ,,ნიჭიერში“ მონაწილეობის მიღება?

- მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, გადაწყვეტილების მიღებამდე აზრი ბევრ ადამიანს ვკითხე, მათ შორის მამაჩემს და ჯემალ ბაღაშვილს.  მათგან დადებითი პასუხის შემდეგ პროექტში მოვხვდი.

- პროექტში მონაწილეთაგან კონკურენტად ვის თვლიდი?  

- პროექტში ჩემი ნომრის მსგავსი არავის ჰქონდა, შესაბამისად კონკურენტადაც არავინ მიმაჩნდა. მჯეროდა, რომ  ფინალში გავიდოდი, ამიტომ მივიღე მონაწილეობა, თუმცა რასაც ველოდი ის ვერ მივიღე. 

- რა იყო მიზეზი, რომ ფინალამდე ვერ მიაღწიე? 

- მაქსიმალურად შევეცადე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ყველაფერი გავაკეთე, დავდგი შოუ, რაც პროექტისთვის საჭირო იყო.

რატომ არის განაწყენებული პროექტ ,,ნიჭიერზე“ გიორგი როსტომაშვილი?

- ანუ  ჟიური შენს მიმართ უსამართლო იყო?

- არა, ამას ვერ ვიტყვი, რომ ჟიური უსამართლო იყო. ეგ ყველაფერი უფრო „ზემოთ“ წყდება. შეიძლება ფინალში  იმიტომ არ გადამიყვანეს, რომ დათო როსტომაშვილის შვილი ვიყავი. იფიქრეს, ჩემი გადაყვანით შეიძლებოდა ხალხს ეფიქრა, რომ პროექტში ჩაწყობა ხდება. თუმცა ამასაც დაზუსტებით ვერ ვიტყვი, არ ვიცი რა იყო მიზეზი. 

- რომ არა დათო როსტომაშვილი, ცნობილი გახდებოდი? 

- ძალიან მეამაყება, რომ დათო როსტომაშვილის შვილი ვარ და ბევრიც ამით მიცნობს, თუმცა ჩემი თავიც მეამაყება, ვფიქრობ, ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომ საზოგადოება მაინც შემიყვარებდა.

- კიდევ ხომ არ აპირებ სხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღებას?

- საქართველოში არა, საზღვარგარეთ კი.

- საქართველოში რატომ აღარ მიიღებ მონაწილეობას, თვლი რომ უსამართლობაა?  

- შეიძლება ეგრეც ითქვას.

- კონცერტებში მონაწილეობას იღებ?

- საქართველოში იშვიათად. ბაქოში, ისრაელში და თურქეთში კი  მოწვევით დავდივარ ხოლმე

- კიდევ სხვა რა საქმით ხარ დაკავებული?

- ადრე ვცეკვავდი, თუმცა თავი დავანებე. ახლა ვცდილობ წარმატებას ბიზნესში მივაღწიო.

- სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე.

- ალბომის გამოშვება მინდა, რამდენიმე ფონოგრამა უკვე ჩაწერილია,  როდის გამოვუშვებ ჯერჯერობით არ ვიცი. გპირდებით, რომ ამის შესახებ პირველი თქვენი ჟურნალი გაიგებს. 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გია და ჯემალ ბაღაშვილებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ნიჭის დაფასება შეუძლიათ. პირველად მათ მომცეს საშუალება ჩემი ნიჭის გამოსავლენად ,,იუმორინაში“ მონაწილეობა მიმეღო.  

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა