შემოგვიერთდით facebook-ზე
კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილი კინოჩვენება
11-04-2014, 15:19  /  ნახვა: 2090

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში, პოლონელი რეჟისორის ანჯეი ვაიდას ფილმის - ,,კატინის" ჩვენება მოეწყო.  კინოჩვენება 2010 წლის 10 აპრილს, დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ლეხ და მარია კაჩინსკების, ასევე იქ დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა. 

ფილმში, ოთხი პოლონელი ოფიცრის ცხოვრებაა აღწერილი, მათი ნათესავების ბედისწერა, რომლებმაც არ იციან სიმართლე, მაგრამ ხვდებიან. ეს ფილმი ქალებზეა, რომლებიც ელოდებიან, რომელთაც არ სჯერათ სიკვდილის, რადგან მათში იმედი ცოცხლობს.

,,ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა, ლეხ კაჩენსკი ეროვნული გმირია, რომელიც საქართველოს ძალიან მძიმე დროს, 2008 წელს გვერდში ედგა. მაშინ, როცა ძალიან გვჭირდებოდა დახმარება. ასევე მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს.  დღეს მოსწავლეთა სასახლის წინ გამოფენა გვქონდა, სადაც  მისი ცხოვრების ფოტოები გავიტანეთ.  ფილმის ჩვენება კიდევ ერთი მაგალითია, რომ არ უნდა დავივიწყოთ ეს ადამიანი და მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისადმი.’’ – განაცხადა ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივის წევრმა ეკა ექიზაშვილმა.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა