შემოგვიერთდით facebook-ზე

საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ შესაძლო მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საპატრულო–გამტარი პუნქტი დარიალი დღეის მდგომარეობით მუშაობს შემდეგი რეჟიმით:

14-09-2014, 16:35

დედა ანა: ,,გმადლობ შენ უფალო ყველაფრისათვის"დედა ანას, რომელიც წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, უკვე მთელს საქართველოში იცნობენ. უფლისგან კურთხეული, საოცარი სიკეთის მატარებელი, დღედაღამ საქართველოზე და ხალხზე ლოცულობს. უსაზღვრო მადლის გამცემი საზღაურად მხოლოდ უფლის რწმენას და სიყვარულს ითხოვს. მისი ლოცვის ძალით წლებია ათასობით სნეული იკურნება, გზააბნეულთ ჭეშმარირების გზაზე აყენებს და უამრავს სიცოცხლეს, ცხოვრების აზრს უბრუნებს. ამიტომაც ყოველდღე მასთან ასობით ადამიანი მოდის.

7-09-2014, 16:37

ერეკლე სარღლიანი: სამწუხაროდ, ქართველებს რწმენასა და სულიერებას გვისპობენ, არადა, მხოლოდ ჩვენი ტრადიციები და სარწმუნოება გადაგვარჩენს. მეშინია განსაცდელის, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს... 

7-09-2014, 15:08

19-24 აპრილს, თურქეთის ქალაქ კონიაში 14-15 წლის მოზარდებში, "მშვიდობის სპორტული თამაშები" ჩატარდა. შეჯიბრებაზე 32 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა 13 სხვადასხვა სპორტის სახეობაში.

28-04-2014, 19:01

ავტორი
ნათია რევაზიშვილი
ბევრი იწერება ჯაზის წარმოშობასა და განვითარებაზე , მისი სულის ჩამდგმელებისშესახებ, რომლებსაც დღეს მსოფლიოს ლეგენდებს უწოდებენ. მათ ყველგან უსმენენ, მაგრამ ცოტა თუ ერკვევა მუსიკის ამ მიმდინარეობაში. ჯაზი ერთდროულად სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული მუსიკალური იმპულსების ზეგავლენით განვითარდა, ამიტომ ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული მუხტი ამ ჟანრში, როგორ მოიკიდა ფეხი ქართულ მუსიკალურ სივრცეში და ის მცირე წვლილი, რომელიც ქართველ მუსიკოსებს შეაქვთ მისი განვითარებისთვის. „ქართული ელიტის“ ჯაზ - რუბრიკის სტუმარია მუსიკოსი - ლევან კემულარია, რომელიც გვესაუბრა იმ ქართულ პრობლემებზე, რაც გემოვნებიანი მუსიკის, კერძოდ კი ჯაზის განვითარებას უშლის ხელს.

25-04-2014, 17:32

დეკლარირების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge შეიქმნა ახალი აპლიკაცია  სახელწოდებით „დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობა“. აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს რეალურ დროში ადევნოს თვალყური დეკლარირების პროცესს და მიიღოს უახლესი ინფორმაცია დეკლარირებული განაცხადების რაოდენობის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დაბრუნებული თანხის ოდენობის შესახებ. განაცხადების რაოდენობა ყოველ 5 წამში იცვლება, ინფორმაცია დაბრუნებული თანხის შესახებ კი ყოველ ნახევარ საათში ახლდება.

15-04-2014, 14:33

იმერეთში დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ბორის გ. ნარკოდანაშაულისთვის სამტრედიაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 15 შეკვრად დაფასოებული 1,84 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, 0,644 გრ ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

15-04-2014, 14:12

სოფელ სკრაში პოლიციამ ფეთქებადი ნივთიერებები და მარიხუანა ამოიღო 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული დავით მ. ნარკოდანაშაულისთვის და საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ სკრაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 125 საბრძოლო ვაზნა, ფეთქებადი ნივთიერება და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 6,8337 კგ ტროტილი და 10,65 გრ გამომშრალი მარიხუანა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

15-04-2014, 14:01

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად მედიისთვის სემინარი გამართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ევროკავშირის ერთობლივი ორგანიზებით  მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გუდაურში გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ტელეკომპანიების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები: რედაქტორები, მთავარი პროდიუსერები და გადაცემების წამყვანები მონაწილეობდნენ. სემინარი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ევა პასტრანამ გახსნეს. 

„გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაა დღევანდელი სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი, აუცილებელია მედიის აქტიური ჩართულობა და ინფორმირება სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა თუ ადამინის უფლებების დაცვის შესახებ -  განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ევა პასტრანამ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და მედიას პენიტენციური სისტემის სიახლეები გააცნო.

14-04-2014, 14:24

პრემიერმა დავით ნარმანიას ადგილზე ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა დავით ნარმანიას შემცვლელის წარდგენისას ელგუჯა ხოკრიშვილის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ იგი მინისტრთა კაბინეტის ღირსეული წევრი იქნება.

„ჩვენ ელგუჯა ხოკრიშვილს ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია და ვიმედოვნებ, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სამინისტროს, გახდება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და წარმატებული მინისტრი", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ელგუჯა ხოკრიშვილი დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თავმჯდომარე იყო

14-04-2014, 14:08

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი

საქართველოში პროცენტულად რა რაოდენობით არიან ქალები პოლიტიკაში?! 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ექსპერტმათამარ ბაგრატიამ გენდერულ საკითხებში საჯარო ლექცია გამართა, თემაზე - ,,ვის არ სურს ქალი პოლიტიკაში?"

ლექციის მთავარი არსი  პოლიტიკაში ქალების  მცირე რაოდენობით არსებობა იყო. მაშინ, როცა საქართველოში ქალები მოსახლეობის 53%-ს შეადგენენ, ისინი კი საქართველოს პარლამენტში, მხოლოდ 11%-ით არიან წარმოდგენილნი. 

საუბარი, ასევე შეეხო, მათი შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარების დონეს და ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებს.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

 

 

14-04-2014, 13:57

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული სოფიო ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 29 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 11,642 გრ ნარკოტიკული საშუალება 2,441 გრ ჰეროინს შეიცავს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

 

11-04-2014, 16:11



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა