შემოგვიერთდით facebook-ზე
კონიაში და ტრაპზონში ქართველებმა იმარჯვეს
28-04-2014, 19:01  /  ნახვა: 3059

19-24 აპრილს, თურქეთის ქალაქ კონიაში 14-15 წლის მოზარდებში, "მშვიდობის სპორტული თამაშები" ჩატარდა. შეჯიბრებაზე 32 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა 13 სხვადასხვა სპორტის სახეობაში.

 

„საქართველოს სპორტული დელეგაცია სპორტის 5 სახეობაში იყო წარმოდგენილი: მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ველოსპორტი, ფარიკაობა და კარატე.

საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნის დელეგაციები, უძლიერესი სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებულები . საქართველოდან ყველაზე მეტი - 3 ოქროს მედალი, ქართველმა კარატისტებმა მოიპოვეს.

შეჯიბრის პირველ დღეს გოგონებმა გვასახელეს. თამაშების უდავო ფავორიტმა 15 წლის თამუნა თურმანიძემ, ერთმანეთის მიყოლებით თურქ, აზერბაიჯანელ და სერბ მეტოქეებს  და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე დღეს კი, საქართველოს კადეტების ვაჟთა ნაკრებმა აჩვენა საკუთარი შსაძლებლობები. ასპარეზობა 5 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა, სადაც 5 მედალი სწორედ, ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს: 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში - დიმიტრი კუჩერენკო, ყოველგვარი აღელვების გარესე გავიდა ფინალში. საკმაოდ დაძაბულ ბრძოლში აზერბაიჯანელ სპორტსმენს დამაჯერებლად სძლია და ოქროთი დაიმშვენა მკერდი. მეორე, ოქროს მედალი - 63 კგ-მდე წონით კატეგორიაში - გიორგი  კეჭეყმაძემ მოიპოვა. გიორგიმ ფინალური ბრძოლა ასევე აშკარა  უპირატესობით - 8-4 სერბი დაამარცხა. აღსანიშნავია, ვერცხლის მედლის მფლობელის, ბექა შერმადინის შთამბეჭდავი ასპარეზობაც. ამის მერე, ორი ბრინჯაოს მედალი  -52 და  +70 წონით კატეგორიაში - შოთა აბუაშვილმა და ბესო აბულაძემ მოიპოვეს.

კონიაში და ტრაპზონში ქართველებმა იმარჯვეს

ამ შედეგებით საქართველოს კარატისტთა ეროვნული ნაკრები, გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა - ჩვენები მცირე უპირეტესობით ჩამორჩნენ მასპიძელ თურქებს. კარატისტებთან ერთად, უნდა აღინიშნოს - ქართველი ველომრბოლელების, მოფარიკავეების, მოჭადრაკეების და მაგიდის ჩოგბურთელების წარმატებაც. ჯამში, საქართველოს დელეგაციამ  - 5 ოქროს, 4-ვერცხლის, და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

26-27 აპრილიც დაინტერესო იყო ქართული კარატესთვის - „open trabzoni“, სადაც 7 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩვენი დელეგაცია იყო, 80 სპორტსმენით და 8 მსაჯით. ჩვენებმა საერთო ჩათვლაში 1 ადგილი მოიპოვეს, მეორე თურქებმა, მესამე კი აზერბაიჯანელებმა დაიკავეს. მინდა სიამაყით აღვნიშნო გურიის, ფოთის, ბათუმის და ზუგდიდის ნაკრებებმა ისახელეს თავი, რიც გამოც სამომავლოდ მათი ეროვნულ ძირითად ნაკრებში აყვანა იგეგმება" - განაცხადა შეჯიბრებებიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების უფროსებში, 30 აპრილს, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება...

კონიაში და ტრაპზონში ქართველებმა იმარჯვეს

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციიუს პრესმდივანი

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა